უთო - დღის თავდაჯერებულობა

ადამიანების უმეტესობას დახვეწილად, მოწესრიგებულად ჩაცმა დიდ კომფორტს ანიჭებს.

ტანსაცმელი, გარკვეულ წილად, გვიქმნის დადებით ან უარყოფით განწყობას. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში,  მომდევნო დილის გეგმას - ჩაცმასთან დაკავშირებით, წინა საღამოს ვალაგებთ და აზრებით გარდერობში ვიქექებით, რათა ახალგაღვიძებულმა  ტანსაცმელზე დიდხანს აღარ ვიორჭოფოთ.

თავს ნურასოდეს დააჯერებთ, რომ დაკუჭული პერანგი, შარვალი ან მაისური ტანზე თავისით გასწორდება. 

არამც და არა, მეგობრებო! 

ამ ყველაფერს უთო აუცილებლად სჭირდება. 

ამიტომ, თუ ახალი უთოს ყიდვას გეგმავთ, ბლოგის აღწერაში დაგეხმარებით მის შერჩევაში და აქვე გაგაცნობთ ჩვენი საიტის ფართო არჩევანს. 

სხვათაშორის,  პირველი უთო  XVIII საუკუნეში გამოჩნდა და მას შემდეგ განვითარების დიდი გზა გაიარა, თუმცა დანიშნულება და ფორმა მაინც იგივე დარჩა. 

უთოს თითქმის ყველა სახლში იპოვით, რადგან იგი არა მხოლოდ ტანისამოსზეა პასუხისმგებელი, არამედ - ჩვენზეც კი.  

აქედან გამომდინარე, არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევაც.

უთო - დღის თავდაჯერებულობა

ყიდვამდე გაითვალისწინეთ:

  • რამდენად მაღალი ხარისხისაა; 
  • რა მასალისაა მისი ზედაპირი;
  • რა დამატებითი ფუნქციები აქვს;
  • რამდენად მოსახერხებელი სამართავია და ა.შ.

არსებობს უთოების სხვადასხვა ტიპი:

უთოები ერთმანეთისგან ძირითადად დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით განსხვავდება.

არსებობს სამგზავრო  ტიპის უთოები, რომლებიც დაბალი სიმძლავრიაა. ზომაც საშუალოზე პატარაა და სახელურიც დასაკეცი აქვს. ასეთ უთოებს , უმეტეს შემთხვევაში, წყლის ავზი არ აქვს, ამიტომ სპრეისა და ორთქლის ფუნქციებიც არ გააჩნიათ. 

1. ორთქლის უთოები -  სახლის პირობებისათვის ყველაზე გავრცელებულია.გააჩნია წყლის ავზი და შეუძლია  ქსოვილის სპრეითა და ორთქლით დატენიანება.  მსგავსი უთოები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ჩვენ საიტზეც შეგიძლიათ შეიძინოთ. 
2. უკაბელო უთოები - ის სახეობაა, რომელსაც დენის წყაროსთან მიერთება არ სჭირდება. იგი ბაზაზე მოთავსებისას ცხელდება, ხოლო დაუთოებისას ავტომატურად ინარჩუნებს სითბოს (მაქსიმუმ 2 წუთი). ამდენად, თუკი დიდი ზომის ქსოვილებს, მაგალითად, ფარდებს, ზეწრებს აუთოებთ -  ასეთი უთოები არც თუ მოსახერხებელია. 

ორთქლის გენერატორის მქონე უთოებს ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლიათუნდაც რამდენჯერმე დაკეცილი ქსოვილი მოიყვანოს ფორმაში, შეაღწიოს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში და ამ დროს,  მომხმარებლისგანაც ნაკლებ ძალდატანებას მოითხოვს, რადგან ქსოვილის ბოჭკოები თავისითაც სწორდება.

გადაიკითხეთ პოსტი ორთქლის და სტანდარტულ უთოებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ.

უთოს გამორთვა:

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კომფორტულსა და ლამაზ უთოს ყიდულობთ, თუ მას ავტომატურად გამორთვის ფუნქცია არ აქვს.

გაითვალისწინეთ, თუ უთოს ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეიძინეთ ავტომატური გამორთვის ფუნქციით. ეს უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდესა და კომფორტს. 

რაც მთავარია,  გამორთვის ფუნქცია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს. ვერტიკალურ მდგომარეობაში ავტომატური გამორთვა ჩვეულებრივ 30 წუთის შემდეგ მუშაობს.  

Bosch- მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა Sensor Secure უთოები, რომელიც აღჭურვილია სპეციალური სენსორებით.  ასეთ უთოებში ავტო გამორთვა გამოწვეულია არა მოძრაობის ნაკლებობით, არამედ იმით, რომ არავის უჭირავს მისი სახელური.  

უფრო მეტიც, სახელურზე შეხებისას,  გამორთვა და გათბობა, ძალიან სწრაფად ხდება.  

თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომფორტი, რომელსაც სწრაფი გათბობით ვიღებთ, მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც შეიძლება სულაც არ იყოს ეკონომიური.

ერთ-ერთ საკამათო საკითხად რჩება ის, თუ რა მასალის ზედაპირიანი უთოა ყველაზე უკეთესი.  ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყველაზე ხშირად, უთოს ძირები ლამაზი მარკეტინგული სახელებით არის წარმოდგენილი, რომელთა ზუსტ შემადგენლობას  მწარმოებლები არ ამჟღავნებენ. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრო ბაზარზე ხშირად ორი ტიპის: ალუმინისა და უჟანგავი ფოლადის უთოები გვხვდება.

იმის დასადგენად, თუ რომელი უთოს შერჩევაა ყველაზე ხელსაყრელი, ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ, პირველ რიგში, მისი სიმძლავრე და ქსოვილისადმი წებოვანება.

სწორედ ეს ბოლო მახასიათებელი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ხარისხიანად აუთოებს ტანსაცმელს ან ხომ არ იწვევს ქსოვილის აალებას. კერამიკის ძირის მქონე უთოები ნაკლებად მგრძნობიარეა გარკვეული ტიპის ტანსაცმელების მიმართ, თუმცა სიმტკიცისა და წებოვნების თვალსაზრისით, უჟანგავი ფოლადის ძირები ერთ-ერთი საუკეთესოა, განსაკუთრებით საფირონის

(ბრაუნის) და ტიტანის (პანასონიკი, ფილიპსი) ზედაპირებით. თუ გადაწყვეტთ,  აირჩიოთ ტიტანის ფოლადი გახსოვდეთ, რომ გათბობას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ უთოს. 

ენერგოეფექტურობის დროს საუკეთესოა უჟანგავი ფოლადისა და  კერამიკის უთოები.  კერამიკა სითბოს თანაბრად, საუკეთესო გზით ანაწილებს მთელ ზედაპირზე, რაც მნიშვნელოვანია გამორჩეული ტანსაცმელების დაუთოების დროს. ყიდვისას ასევე გაითვალისწინეთ, რომ მასალის დანიშნულებასთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი წონა. 

სიმძიმის მიხედვით არსებობს სამი ტიპის უთო: მძიმე, საშულო, მსუბუქი. წონა დამოკიდებულია იმ მასალაზე, რისგანაც შედგება ტექნიკა.  აზრი, რომ მსუბუქი უთო ბევრად უკეთესად მუშაობს -  არ არის გამართლებული. 

ძირითადად,  უთოების საშუალო წონა 1,5–1,8 კგ-ია. სამოგზაურო ტიპის წონა 0,5 – დან 1 კგ-მდე მერყეობს, ხოლო ორთქლის გენერატორის მქონე უთოსი კი  1–1,3 კგ-მდე. მოწყობილობის სიმძლავრეს განსაზღვრავს ის,  თუ რამდენად სწრაფად აუთოებს ტანსაცმელს, რამდენ ხანს ინარჩუნებს სასურველ ტემპერატურას და რამდენად სწრაფად წარმოშობს ორთქლს.  ფუნქციებით რაც უფრო ძლიერია უთო, მით უფრო სწრაფად და ხარისხიანადგაუმკლავდებით დაუთოების პროცესს. რჩევის სახით გახსოვდეთ, რომ ორთქლის გენერატორის მქონე უთოებისთვის კომფორტული მინიმალური სიმძლავრე 2300 ვატია,  რადგან ამ ტემპერატურაზე ხდება წყლის ადუღება. 

2800-ზე მეტი ვატის მქონე უთოები,  ძირითადად, განკუთვნილია ატელიებისა თუ ქიმწმენდებისათვის. 

ამასთან, არსებობს ასევე საყოფაცხობრებო გამოყენების 3000 ვატიანი უთოები, რომელიც ძირითადად , ავტომატურად გამორთვის რეჟიმზე ან უკაბელოა.  აქვე გახსოვდეთ, რომ ასეთი ტიპის უთოები მეტ ელექტროენერგიასაც მოიხმარს.

პოპულარული მოდელები

თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის უთო Sokany SK-955
თმის უთო Sokany SK-955
Regular price 80.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის უთო FRANKO FFI-1131
თმის უთო FRANKO FFI-1131
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
თმის უთო SOKANY HS-025
თმის უთო SOKANY HS-025
Regular price 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი