უბრალოდ უთო თუ ორთქლის უთო?
გაუთოება ყველა ადამიანისთვის, სქესის განურჩევლად ნამდვილად ერთ-ერთი არაკომფორტულ საქმიანობასთან ასოცირდება. ჩვენ, ისურვეს გუნდს, ჯერ არ შეგვხვედრია ადამიანი ვინც უთოს მოხმარებისას თუნდაც იოტისოდენ კომფორტს გრძნობდეს. კი, გაუთოებული ტანსაცმელი ნამდვილად სასიამოვნოა მაგრამ სიტყვა UTO-ს გაგონებაზე ნამდვილად უამრავი საქმე გვახსენდება რომელიც უნდა გაკეთდეს ოღონდ საუთაო მაგიდა არ გამოჩნდეს ხედვის არეში.
ქართველები დიდი ხანია ვამტკიცებთ - მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი, და იმას რომ ჩვენ ისტორიულად ევროპული ოჯახის წევრები ვართ. ეს ხედვები არა მარტო პოლიტიკურ და სოციალურ ხედვებში გამოიხატება, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
როგორც ჩანს, უთოსთან ურთიერთობის პრობლემა ევროპელებსაც ძლიერ აწუხებდათ. სწორად უზარმაზარმა გერმანელმა და ჰოლანდიელმა ინდუსტრიის გიგანტებმა შექმნეს უნიკალური (კომფორტის თვალსაზრისით) გამოგონება - ორთქლის უთო. ორთქლის უთო Phillips კი ამ ერთ-ერთი კლასის პირველი წარმომადგენელი იყო.
კი, ცუდს ვერაფერს ვიტყვით კლასიკურ Bosch-ის ან Electrolux უთოებზე. ფილიფსის უთოებთან ერთად ამ კლასში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. თუმცა ორთქლის უთო - ეს უკვე სხვა წონითი კატეგორიაა.
წარმოიდგინეთ რა მაგარია - უთო რომელიც ძალიან მარტივად ასრულებს თავის საქმეს, არ არის მძიმე, ხელის ან ტანსაცმლის დაწვის ნაკლები ალბათობაა და შედეგსაც ბევრად უფრო სწრაფად იღებთ.
გასაკვირად კი ჟღერს მაგრამ ზოგი ადამიანი ორთქლის უთოს გამოყენების დროს მედიტაციასაც კი მიმართავს. კი უცნაურია. კი წარმოუდგენელია. კი ტყუილს გავს. მაგრამ ისიც ფაქტია რომ ვიდეობსაც კი ნახავთ იუთუბზე რომლებიც ასე მედიტაციის პრაქტიკულ რჩევებსაც გაგიზიარებთ.
ორთქლის უთოს მუშაობის პრინციპი ორი სიტყვით რომ აღვწეროთ ძალიან მარტივია - ტანსაცმელი უნდა იყოს უბრალოდ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში - არ სჭირდება გადაკეცვა გადმოკეცვა, ნაკეცებზე დამთხვევა და სხვა. ასევე არ სჭირდება დანამვა, და საერთოდ არაფერი არ უნდა. უბრალოდ აიღეთ თქვენი უთო და დააყოლეთ ზედაპირს.
ამასთანავე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ბევრი ადამიანი უთოს უპირატესობას არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეში, არამედ მიკრობების ტემპერატურული რეჟიმის დამუშავებაშიც ხედავს. მოსაზრებაა ასეთი - უთოდან მომავალი სიცხე მიკრობებს კლავს. სამწუხაროდ ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ კუთხით გაგვიჭირდება, ამ ეტაპზე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება isurve.ge-ს რესურსებით ვერ მოხერხდა, თუმცა ექსპერტებს თუ ვენდობით - ამ მხრივ მოწყობილობებს შორის უპირატესობა ორთქლის უთოს ენიჭება, რადგან ცხელი ორთქლით მთელი ტანსაცმელი იჟღინთება და არა მხოლოდ მისი ზედაპირი, რაც უფრო მეტ ეფექტს განაპირობებს.
პ.ს. თუ თქვენ შემთხვევით სხვა უთოების განყოფილებაში მოხვდით, და უბრალოდ თავის გალამაზების საშუალებას ეძებდით, ჩვენ გვაპატიეთ და იხილეთ ჩვენი პოსტი თუ როგორ შევარჩიოთ თმის უთო?
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...