უპირატესობები, რომლებითაც მცირე ზომის ღუმელები სარგებლობენ
მოსახერხებელი, მომზადების რამოდენიმე ფუნქციით, იაფი, გადაადგილების შესაძლებლობით, ენერგიის დამზოგი, იკავებს მცირე ადგილს და მარტივად და მალე ამზადებს სადილებს - ეს გახლავთ უპირატესობების ის ჩამონათვალი, რომელსაც ნებისმიერი ტექნიკის მაღაზიაში მოისმენთ კონსულტანტისგან.
მცირე ზომის ღუმელების ასორტიმენტში შედის ელექტრო და მიკროტალღური ღუმელები, ეს უკანასკნელი საჭმლის სწრაფად და მარტივად შეცხელებაში, ან შებრაწვაში იღებს მონაწილეობას, ხოლო ელექტროტალღურ ღუმელებს აქვთ გალღობის, გრილის, შეწვის, შამფურის ფუნქციები.
მცირე ზომის ღუმელები როგორც წესი საკმაოდ იაფად გვხვდება ბაზარზე და გათვლილია, რომ თქვენთვის მოსაწონი საჭმელი სწრაფად და ხარისხიანად მოამზადოს, ამისათვის კი აუცილებლად მოგიწევთ მათთან მინიმუმ სამ საკითზე შეთანხმება.
ტაიმერი - ამ ფუნქციას ერთი კითხვა ექნება თქვენთან - რამდენ ხანში გინდათ საჭმელი? თქვენი არჩევანი ციფრებში უნდა დააფიქსიროთ, მაღალ ციფრზე ტაიმერის დაყენება შემწვარ და გვიან მომზადებულ საჭმელს ნიშნავს, ციფრი რაც უფრო დაბალია, მით ნაკლებია მისი თბობის ალბათობა და მაღალია მომზადების სისწრაფე.
ამის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ მიატოვოთ ღუმელი და ის დამოუკიდებლად შეასრულებს დავალებას. მზადყოფნას კი ხმოვანი სიგნალით გამცნობთ.
ტემპერატურა - ეს ფუნქცია თქვენი გემოვნების საკითხებს არკვევს. მასაც ექნება კითხვა, მაგალითად, - როგორი გემოს საჭმელს მიირთმევთ? კარგად დაბრაწულს, ოდნავ შემწვარს, თუ უბრალოდ გაცხელებულს?
დაბრაწულის შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა უნდა აირჩიოთ, ხოლო უბრალოდ შემთბარის, ან გაცხელებულის დროს - შესაბამისად დაბალი.
თბობის მიმართულება - ეს უფრო კონკრეტული და დელიკატური საკითხია. კითხვა ასეთი შეიძლება იყოს - როგორი სახით შევაზავო საჭმელში ინგრედიენტები?
თუ გნებავთ, რომ ინგრედიენტების კარგი მიქსი მიიღოთ ერთდროულად რამოდენიმე მიმართულების თბობა უნდა ჩართოთ, თავად ღუმელი კი გთავაზობთ ზედა, ქვედა და გვერდითა თბობის მიმართულებებს. ხოლო თუ ნაკლები მიქსი გნებავთ, ერთი ფუნქციის თბობა უნდა აამუშაოთ.
რაც უფრო ძვირადღირებულია ღუმელი, მით მეტი კითხვა აქვს თქვენთან, რადგანაც სურს თქვენი გემოს ზუსტი გამოცნობა და მეტი კომფორტი. ეცადეთ, უბრალოდ, გულწრფელები იყოთ მასთან.
კიდევ სხვა უპირატესობები, რომლებსაც მცირე ზომის ღუმელები ფლობენ განვითარება, ესთეტიკური სილამაზე და დიზაინია. ღუმელების მრავალფერიანობა და თანამედროვე დიზაინი ნამდვილად უზრუნველყოფს თქვენი სახლის ესთეტიკურობას, ხოლო განვითარებას რაც შეეხება 21-ე საუკუნემ მომხმარებელს მზის ენერგიაზე მომუშავე ღუმელები შესთავაზა.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მზის ენერგიაზე მომუშავე ღუმელები ავითარებენ იგივე დონის თბობის შესაძლებლობებს, როგორსაც ჩვეულებრივი ღუმელები და მათი გამოყენება ღრუბლიან ამინდშიც შესაძლებელია. მათი დახმარებით შეგიძლიათ შეწვათ, მოხარშოთ ან გამოაცხოთ.
მარტივად გადაადგილებადია და საცხოვრებელი სახლის გარეთაც შეგიძლიათ მისი წაღება. თუ უკვე დაინტერესდით მისი შეძენით, გაითვალისწინეთ, რომ მზის ენერგიის ღუმელების შეძენა ინტერნეტ საიტიდან მოგიწევთ.
აქვე, გთავაზობთ გაეცნოთ ღუმელების შესახებ ჩვენს ბლოგზე განთავსებულ წინა პოსტსაც.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები