რომ არა ღუმელი...

„ჩემი სახლი  ჩემი ციხესიმაგრეა,მაგრამ ყველაზე მყუდრო ადგილი ამავე ციხესიმაგრეში - სამზარეულოა. აი იქ, სადაც მეორე და მესამე ადამიანიც  ზედმეტია.“ - ფიქრობს  ყველა დიასახლისი და გულმხურვალედ შეჰხარის ახალ ღუმელს.

უკვე  გონებაში უტრიალებს ბისკვიტების და ეგზოტიკური კერძების ჩამონათვალი. არა, მთლად ასეც არ არის საქმე. მართლა სქესი კი არ განსაზღვრავს გურმანობისკენ მიდრეკილებას. კაცებსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი.

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი უკვე ტექნიკურად ძალიან მარტივია - ანუ, მხოლოდ შინაგანი ძალები და კარგი ხელი გჭირდება, რომ მოამზადო, თორემ  თანამედროვე სამყარომ დანარჩენი უპირობოდ ხელმისაწვდომი გახადა.

რომ არა ღუმელი...

მაგალითად, ელექტრო ღუმელი, იგივე საცხობი ქურა. ხო, ძალიან მარტივია, რომ ქათამი და ინდაური დაბრაწო, ღვეზელები გამოაცხო და აღდგომას მორჩენილი პასკები ორცხობილად გადააქციო. შეგიძლია, ჩათვალო, რომ გაგვიმართლა.

აი, ცოტა ხნის წინ კი ასე არ უმართლებდათ. არა, ძალიან შორსაც ნუ წახვალთ. საერთოდ არაა საჭირო მაინცდამაინც გამოქვაბულის ხალხი და კაჟის ქვით დანთებული კოცონი გაიხსენოთ.

არც ისაა აუცილებელი „მასტერშეფის„ შოუს გულმხურვალე  მაყურებელი იყოთ, რომ ელექტრო ღუმელის გამოგონების ისტორიით დაინტერესდეთ. ის ისედაც საინტერესოა..( თუნდაც  რიგითი გიორგი ან რომელიმე მარიკა იყო და ისევ დედის გამოცხობილი ღვეზელებით იკვებებოდე)

პირველი  ღუმელი ჩვენთვის ნაცნობისგან ყველანაირად განსხვავდებოდა (ასეთებს ახლა სოფლებში წააწყდებით, ან ფილმებში). ღუმელი პირველად ფრანგულ წყაროებშია მოხსენიებული - მას აგურებისა და ფილებისგან აგებდნენ.

პირველი ღუმელის წარმოება

1728 წელს გერმანიაში დაიწყეს თუჯის  ღუმელების წარმოება, მაგრამ მალევე ბავარიელმა არქიტექტორმა, ფრანსუა დე კუვილიემ დაიწყო დახურული ღუმელების წარმოება, რაც ინოვაცია იყო იმ პერიოდში. ის Castrol-ის სახელით გახდა ცნობილი.

1700-იანებშივე გრაფმა რუმფორდმა გამოიგონა მეტალის ღუმელი, რომელიც ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლეოდა. ის უკვე  თანამედროვე ღუმელის წინაპარი გახდა.

ღუმელების დაყოფა, რომელსაც დღემდე გაზის  ან ელექტრო ენერგიაზე მომუშავის მიხედვით ვანსხვავებთ, დაახლოებით 1900-იანებიდან დაიწყო.ბრიტანელმა  ჯეიმს შარფმა გაზის ელექტრო ღუმელი 1826 წელს დააპატენტა.

მანამდე, ვიდრე გაზი ყველა სახლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, უფრო პოპულარული ელექტრო ღუმელი იყო, მაგრამ 1920-30 წლებში გაზის ღუმელმა სერიოზული კონკურენცია გაუწია ელექტრო ენერგიაზე მომუშავეებს.

რომ არა ღუმელი...

უფრო მოგვიანებით ელექტრო ღუმელის კიდევ ერთი ტიპი გამოიგონეს-მიკროტალღური ღუმელი. მას შემდეგ, რაც ინჟინერმა პირს ლებარონმა  მაგნეტრონი აღმოაჩინა, საკვების გაცხელების პროცედურა უფრო გამარტივდა. 1954 წლიდან უკვე მიკროტალღური ღუმელებიც ჩაეშვა  გაყიდვაში.

მასტერშეფების არ იყოს, სამზარეულოში ფუსფუსის მოყვარულთა უმეტესობამ მშვენივრად იცის როგორი ღუმელია უკეთესი. მაგალითად, გურმანთა განხილვებში ისინი ყოველთვის ხაზს უსვამენ ელექტრო ღუმელის უპირატესობას  ცხობისთვის.

ვინაიდან ელექტრო ღუმელი გაზთან შედარებით ნელა  ცხელდება და ნელა ცივდება, სტაბილური ტემპერატურა, რომელიც მასში წარმოიქმნება უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბარი მზადების პროცესს. გარდა ამისა, სიმშრალე, რომელიც ღუმელშია, ხელს უწყობს რომ საკვებმა ხრაშუნა სტრუქტურა და სასიამოვნო ოქროსფერი მიიღოს.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

ელექტრო ღუმელი FRANKO FEO-1092
ელექტრო ღუმელი FRANKO FEO-1092
Regular price 219.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ელექტრო ღუმელი Itimat 5004
ელექტრო ღუმელი Itimat 5004
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო ღუმელი Itimat 5204
ელექტრო ღუმელი Itimat 5204
Regular price 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო ღუმელი FRANKO FEO-1107
ელექტრო ღუმელი FRANKO FEO-1107
Regular price 265.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი