თუკი ხარისხიან შილაკის აპარატს ეძებთ, გაეცანით ბლოგს
შილაკის აპარატი სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც გამოიყენება გელ-ლაქის, ფერადი გელის ან ბიოგელის დასაფიქსირებლად. აპარატი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ფრჩხილების პროფესიონალი დიზაინერებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, საკუთარ თავზე ურჩევნია შილაკის გაკეთება.
როგორ შევარჩიოთ შილაკის აპარატი?
გელის ლაქის საიმედოდ დასაფიქსირებლად, უნდა გამოიყენოთ სპეციალური შილაკის საშრობი. მოწყობილობას პოლარიზაციის თვისება აქვს, რის გამოც გელის მასალა თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადადის და ზედაპირზე ქმნის დამცავ ფენას. იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ რომელი მოწყობილობა შეარჩიოთ, უნდა გაეცნოთ მოდელის ტიპებსა და მახასიათებლებს.
მაღალხარისხიანი აპარატის შესაძენად, რომელიც ერთ წელზე მეტხანს მოგემსახურებათ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:
- დატვირთვა - თუ მოწყობილობის გამოყენებას სახლში ფიქრობთ, მაშინ 9-18 ვატიანი სიმძლავრე საკმარისია. სალონის პირობებში, დატვირთვა გაცილებით მეტია ამიტომ, ენერგიაც სათანადოდ უნდა შეირჩეს;
- გამოყენების სიმარტივე - უმჯობესია უპირატესობა მიენიჭოთ ისეთ მოდელს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას - მისაღები ზომა, ტაიმერი, ჩართვა-გამორთვის ღილაკი, ეკრანი, სამუშაო ნათურები;
- გაშრობის დრო - მოწყობილობამ დიდი დრო არ უნდა დახარჯოს მანიკურის გაშრობაზე;
- ადვილი მოვლა - უმჯობესია შეარჩიოთ მოსახსნელ ნაწილებიანი მოდელი, რომელთა გამოყოფა, გაწმენდა და ინსტალაცია მარტივია;
- დიზაინი და ზომები - ეს ასპექტი უნდა გაითვალისწინონ იმ მომხმარებლებმა, რომელთათვისაც მოწყობილობის დიზაინი მნიშვნელოვანია. ყოველთვის არ არის მიზანშეწონილი მოცულობითი ან უბრალოდ მიმზიდველი მოდელის ყიდვა.
საბოლოოდ, რეკომენდირებულია კარგად შეისწავლოთ მახასიათებლები, მომხმარებელთა მიმოხილვა და რეალური შეფასებები.
JessNail KUKLA 36 W
JessNail ულტრაიისფერი აპარატი რუსული წარმოების მოწყობილობაა. ახალბედა დიზაინერებს ურჩევნიათ შეიძინონ სახლის პირობებში გამოსაყენებლად, რადგან ღირებულებაც არც ისე მაღალია. მოდელის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეუძლია ყველა სახის UV გელის ან აკრილის გამოშრობა.
მახასიათებლები:
- მოწყობილობის დიზაინი გვირაბის ფორმისაა, რის გამოც ხუთივე თითის ერთდროულად გაშრობაა შესაძლებელია. გარდა ამისა, აპარატი აღჭურვილია 2 მოქმედი რეჟიმით და 4 ულტრაიისფერი ნათურის არსებობით (თითოეული 9 ვტ) რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ მაღალი ხარისხის შილაკი.
დადებითი:
- მოწყობილობა შექმნილია ყველა აქტიურ მასალებთან სამუშაოდ;
- ნაკრები მოიცავს ხარისხიან შესაცვლელ ნათურებს;
- მოწყობილობა აღჭურვილია 2-წუთიანი ტაიმერით და დაუსრულებელი რეჟიმით;
- შილაკის აპარატის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
მინუსები:
- მასალის გაშრობას დიდი დრო სჭირდება;
- მოწყობილობა მოცულობითი და მძიმეა;
- მოკლე დროის ტაიმერი არ აქვს.
Pierre Rene Lampa LED
Pierre Rene შილაკის აპარატს მრავალი უპირატესობა და დადებითი მიმოხილვა აქვს. კომპაქტური ზომის გამო, მოწყობილობის გამოყენება მარტივია როგორც სალონში, ასევე - სახლში. მოწყობილობა აღჭურვილია 6 ვოლტიანი LED ნათურით, რომელიც ლაქს 30 წამში აშრობს.
მახასიათებლები:
შოლაკის საშრობი მოწყობილობა აღჭურვილია მოსახსნელი ნაწილებით, რომლებიც ადვილად იწმინდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მათი გადაკეთება.
სიმსუბუქისა და მოვლის სიმარტივის გამო, მოდელი შეიძლება გამოყენებული იყოს არა მხოლოდ პროფესიონალების მიერ, არამედ - გამოცდილი ხელოსნების მიერ.
დადებითი:
- მასალის სწრაფი გაშრობა - მხოლოდ 30 წამი;
- ხარისხიანი, საიმედო გელით დაფარვა;
- კომპაქტურობა და მსუბუქი წონა, რაც აადვილებს აპარატის ტრანსპორტირებას ან ტარებას;
- მარტივი მოვლა და გამოყენება;
- მოსახსნელი ნაწილების არსებობა, რომელთა გაწმენდა მარტივია.
მინუსები:
- ხშირი დატენვის საჭიროება;
- მაღალი ფასი.
პოპულარული მოდელები