შილაკის აპარატი გელ-ლაქის სწრაფი გაშრობისთვის

როდესაც ფრჩხილების მოვლაზე მიდგება საქმე, პირველი ასოციაცია, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, ეს არის - შილაკის გაკეთება.

ბოლო წლების განმავლობაში, შილაკით ფრჩხილების დაფარვა  და დაგრძელება ძალიან პოპულარული გახდა ქალბატონებში, რამაც მალევე წარმოშვა შილაკის აპარატების საჭიროება, რადგან გამოყენებულ მასალებ შორისაა გელ-ლაქი, რომელიც რამდენიმე წამიან ან წუთიან შრობას მოითხოვს.

დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ შილაკის საშრობი აპარატის რამდენიმე მოდელი, რომელიც გამოცდილია მომხმარებლების მიერ და ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს საიმედოობის თვალსაზრისით.

TNL PROFESSIONAL LED-UV Mood 36 W

გელ-ლაქის საშრობ თანამედროვე შილაკის აპარატს თაღოვანი და ფართო დიზაინი აქვს. სტრუქტურის გვერდებზე და თავზე განლაგებული 12 LED ნათურა, რაც საშუალებას იძლევა, რომ საფარი გაცილებით სწრაფად გაშრეს.

შილაკის აპარატი გელ-ლაქის სწრაფი გაშრობისთვის

დიდი ღილაკი პასუხისმგებელია მოწყობილობის ჩართვაზე და მის დაყენებაზე, ხოლო ნათურას შეუძლია იმუშაოს შემდეგ დროებით რეჟიმში: 30, 60, 90 წამი და შესვენების გარეშე. შილაკის საშრობის წონა მხოლოდ 195 გრამია.

დადებითი:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • ეფექტურად აშრობს რთულ ლაქებს;
  • გამძლეობა და საიმედოობა;
  • იყიდება სხეულის სხვადასხვა ფერით;
  • მსუბუქი წონა.

Diamond 36 W CCFL + LED სენსორით

აპარატის დიზაინი წარმოდგებილია 6 სხვადასხვა ფერში, სადაც თითოეული თავისებურად კარგი და ორიგინალურია. მოდელის წონაა 560 გრამი, დენის კაბელის სიგრძე 1.7 მეტრია, ხოლო სიმძლავრე - 36 ვტ.

შილაკის აპარატი გელ-ლაქის სწრაფი გაშრობისთვის

ნათურის დიზაინი შედგება 12 ვტ-იანი სპირალის ულტრაიისფერი ნათურისგან და 12 დიოდისაგან, რომლის სიმძლავრეა 24 ვტ. ჩამონტაჟებული სენსორი ავტომატურად ირთვება, ხოლო ტაიმერი რეგულირდება 10-დან 60 წამამდე, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მისი სრული გამორთვაც შესაძლებელია.

დადებითი:

  • შესაძლებელია სხეულის ფერის არჩევა;
  • კარგი ძალა;
  • მოსახერხებელი ტაიმერი;
  • შესაფერისია გელ-ლაქის გასაშრობად;
  • გათვალისწინებულია ჩამონტაჟებული სენსორი;
  • მოსახსნელი ქვედა საფარი.

მინუსები:

  • მცირე ტევადობა.

PLANET NAILS UV 36W Tunnel Econom 36 Вт

მოსახერხებელი შილაკის საშრობი  განკუთვნილია დამწყებთათვის. ეს არის მარტივი აპარატი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სახლის პირობებში მისი მოხერხებულობისა და კარგი ენერგიის გათვალისწინებით.

შილაკის აპარატი გელ-ლაქის სწრაფი გაშრობისთვის

მოდელის სიმძლავრეა 36 ვტ. საერთო ჯამში, აქვს მოქმედების ორი რეჟიმი: პირველი შექმნილია ორწუთიანი პროცესისთვის, მეორე - დროის შეზღუდვის გარეშე. რა თქმა უნდა, ულტრაიისფერი ნათურა უფრო ნელა გამოაშრობს გელს, ვიდრე LED, მაგრამ ფასი უფრო მისაღებია.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • კომფორტული და ფართო ფორმა;
  • ფერისა და დიზაინის არჩევანი;
  • მოსახსნელი ქვედა ფენა;
  • გამოსადეგია დამწყებთათვის.

მინუსები:

  • ტაიმერის რამდენიმე რეჟიმი;
  • დიდი წონა და დიდი ზომები.

NeoNail 4494 48W

ძალიან ძლიერი და საიმედო შილაკის აპარატი, რომელიც შექმნილია პროფესიონალური გამოყენებისათვის. მისი სიმძლავრეა 48 ვტ, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაცილებით სწრაფად გაშრეს გელ-ლაქი, ვიდრე დაბალი სიმძლავრის მოდელების შემთხვევაში.

LCD ეკრანი აჩვენებს მოწყობილობის მიმდინარე მუშაობას და დროს. ტაიმერი აპროგრამებს გაშრობის დროს, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ 10, 30 და 60 წამიანი ეტაპები. LED ნათურები შექმნილია 35 ათასი საათის განმავლობაში მუშაობისთვის, რაც დაახლოებით 4 წლის უწყვეტი მუშაობის მაჩვენებელია.

დადებითი:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • LCD ეკრანი;
  • LED ნათურების გამძლეობა;
  • პროფესიონალური მოდელი;
  • ყველა საფარის გაშრობა ხდება სწრაფად.

მინუსები:

  • მაღალი ფასი.

საუკეთესო ჰიბრიდული შილაკის აპარატები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაშ ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
Regular price 160.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი