საუკეთესო ჰიბრიდული შილაკის აპარატები

ჰიბრიდული შილაკის აპარატები, როგორც წესი, იყენებენ „ცივ კათოდურ“ ნათურებს (CCFL) LED განათებებთან ერთად. CCFL ნათურები გარეგნულად ჩვეულებრივ ნათურებს ჰგავს, რომლებიც ოდნავ თხელია. ამასთან ისინი არ თბება და არ აქვთ ადვილად გაფუჭებადი სპირალები, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. ზოგიერთი CCFL ნათურა შეიძლება იყოს სპირალის ფორმის, რომლებსაც ემატება სხვადასხვა სიმძლავრის LED ნათურები.

ჰიბრიდული ნათურები ყველაზე ფუნქციონალური მოწყობილობაა, რომლებიც პროფესიონალებსაც და დამწყებებსაც მოსწონთ. ასეთი შილაკის აპარატის წყალობით შეგიძლიათ უსაფრთხოდ გააშროთ სხვადასხვა სახის გელ-ლაქი და შექმნათ ნებისმიერი სახის დიზაინი. მასალის გაშრობის დრო დამოკიდებული იქნება რადიაციის სიმძლავრეზე და შეიძლება გაგრძელდეს 30-60 წამიდან 2-3 წუთამდე.

საუკეთესო ჰიბრიდული შილაკის აპარატები

LKE LEC-ME0005

60 ვატიანი ნათურა იყენებს სამ CCFL სპირალსა და 12 LED ჯგუფს. სახურავსა და გვერდებში აქვს სარკისებული რეფლექტორები, გაშრობას კი ავტომატურად იწყებს. ჩაშენებული სენსორი რეაგირებს ხელის შეხებაზე.

კამერა დიდია და შესაძლებელია მთლიანი ხელის განთავსება. გაშრობის პროცესი უზრუნველყოფილია ტაიმერით, რომლის დაყენება შეიძლება 30/60/90/120 წამით. მოდელი განკუთვნილია UV/Led გელ-ლაქებისთვის.

საუკეთესო ჰიბრიდული შილაკის აპარატები

ნათურა უზრუნველყოფილია ინდუქციური სისტემით, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის აპარატის მუშაობის მაჩვენებელს. ნათურების ხარისხი მაღალია, რასაც მომხმარებელთა მაღალი შეფასებებიც ადასტურებს.

CAPPUCCI PRO 48W CCFL + LED

პატარა 48 ვტ-იანი შილაკის აპარატი ძალიან ლამაზი დიზაინისაა. ამასთან, ეს ფრჩხილის ლაქის  საშრობი  გამორჩეულია სინათლის ტალღის სიგრძით, რომელსაც აქვს CCFL ნათურა საფარის შიგნით და LED ნათურები გვერდით პანელებზე.

საუკეთესო ჰიბრიდული შილაკის აპარატები

სხივები აღწევს ყველა კუთხეში,ხოლო ამრეკლავი ზედაპირი აძლიერებს მათ ეფექტს. მოწყობილობას აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ გელ-ლაქების კომფორტული გაშრობისთვის, მაგრამ მათ გამოყენებამდე, კარგად შეისწავლეთ მასალები. თითოეული ქილა შეიცავს ინფორმაციას, რომელ ნათურაში და რამდენ ხანს შეიძლება მათი გაშრობა.

Love Beauty UV / LED NAIL LAMP-26

ყველაზე თანამედროვე შილაკის საშრობი, რომელიც განკუთვნილია გელ-ლაქისა და ბაზისთვის.  მოდელს აქვს მაღალი სიმძლავრე - 120 ვატი. LED ნათურების რაოდენობის თვალსაზრისით, აპარატი აჭარბებს თავის კონკურენტებს, რადგან დამონტაჟებული აქვს 42 LED ნათურა.

სენსორული მართვა ხდება ინფრაწითელი მოძრავი სენსორის დახმარებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ ნათურის ჩართვა და გამორთვა - ყველაფერი ავტომატიზირებულია. ნათურა აღჭურვილია ტაიმერით და შესაძლებელია 4 რეჟიმის რეგულირება.

კორპუსის პანელზე განთავსებულია ღილაკები, დროის თვალყურის დევნება კი მოსახერხებელია კორპუსში ჩაშენებული პატარა ეკრანის საშუალებით.

შილაკის აპარატების ყველაზე მოთხოვნადი მოდელების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

შილაკის აპარატი Ufo LED 72W UV
შილაკის აპარატი Ufo LED 72W UV
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი და ფრჩილების მოვლის კომპლექტი 12W OEM TZ6907
შილაკის აპარატი და ფრჩილების მოვლის კომპლექტი 12W OEM TZ6907
Regular price 70.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი 168W SUN S1
შილაკის აპარატი 168W SUN S1
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი