შილაკის აპარატები - ყველაზე მოთხოვნადი მოდელების განხილვა

ყველა ქალბატონს განსაკუთრებით უხდება ლამაზად მოვლილი ფრჩხილები, რომლის შენარჩუნება შილაკის აპარატების დახმარებით დღეს უფრო მარტივია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

შილაკის საშრობის ყიდვა  ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც მარტივი შესაძლებელია, თუმცა, ყიდვამდე გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე პოპულარული მოდელის განხილვა, რომლითაც უკეთ დაგანახებთ იმ მახასიათებლებს, რომლებსაც შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

YUJIA Rainbow 4

მანიკურ-პედიკურის ახალბედა ოსტატები ხშირად იყენებენ ისეთ შილაკის აპარატებს, რაც არც ისე მოსახერხებელია. მათთვის, ვისაც კომფორტულად მუშაობა სურს, ყურადღება უნდა გაამახვილოს Rainbow 4 მოდელზე.

ეს არის ჩვეულებრივი UV LED აპარატი, რომელსაც არაჩვეულებრივი მოსახსნელი ფსკერი აქვს. მოწყობილობის მოგრძო ფორმა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ფეხის ფრჩხილებზე გელ-ლაქის გასაშრობად.

შილაკის აპარატები - ყველაზე მოთხოვნადი მოდელების განხილვა

ნათურა საკმარისად ძლიერია (48 W), რომელიც აღჭურვილია ახალი თაობის 30  LED ნათურებით. LED კრისტალები განლაგებულია ჯგუფებად - კედლებზე და ნათურის ზედა ნაწილში. მოწყობილობა უზრუნველყოფს ტალღის სიგრძეს 365-405 ნმ დიაპაზონში.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ტაიმერი, რომელიც რეგულირდება სამ პოზიციაში, ინფრაწითელი მოძრაობის სენსორი და 2 მოქმედი რეჟიმი (ნორმალური და ნაზი).  მომხმარებლების მიმოხილვების თანახმად, ნათურა სწრაფად აშრობს სხვადასხვა მასალებს, ამდენად, შილაკის აპარატი შესაფერისია როგორც ფრჩხილების დასაგრძელებლად, ისე -დიზაინისთვის.

SUNUV SUN 3

შილაკის აპარატს კომპაქტური, კვადრატული ფორმა აქვს, რომელიც შეიძლება არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, მაგრამ პრაქტიკულია. დახურული ფორმის წყალობით, LED სხივების გაფანტვა არ ხდება. კორპუსის ყველა ღილაკი ბრტყელია, რაც ამცირებს შემთხვევითი დაჭერის რისკს.

შილაკის აპარატები - ყველაზე მოთხოვნადი მოდელების განხილვა

აპარატზე გათვალისწინებულია მუშაობის ორი რეჟიმი (24 და 48 ვტ). ენერგიის შემცირებით კი, LED-ები უფრო სუსტად ანათებენ. გარდა ამისა, მწარმოებელმა უზრუნველყო მოძრაობის სენსორული ტაიმერი და გადახურებისგან დაცვა.

SAMVI SUN-7X

SUN7X საუკეთესო შილაკის აპარატი გამოირჩევა მდიდარი ფუნქციონირებითა და გამოყენების ფართო სპექტრით. აქვს 30 LED ნათურა, რომელიც აპარატის თავის ქვეშ იმალება.

ნათურების მდებარეობა ძალიან კარგია, რადგან თანაბრად ანათებენ შიდა სივრცეს და უზრუნველყოფენ ფრჩხილების სწრაფ გაშრობას. მოდელს აქვს მუშაობის ორი რეჟიმი - შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი ან ჩართოთ უსასრულობის ფუნქცია. ტაიმერი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელია, რომლის პარამეტრების სპექტრი 5-დან 120 წამამდეა. გელის ერთი ფენის გამოშრობას 10 წამი სჭირდება, პოლიგელისთვის კი - 30 წამი.

შილაკის აპარატები - ყველაზე მოთხოვნადი მოდელების განხილვა

არსებობს ე.წ. ეკონომიური სამუშაო რეჟიმი - Low power, რომელიც ამცირებს ნათურის ენერგიას და მასალის გათბობას. ტექნოლოგია ხელს უწყობს უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხდება მანიკურის გაშრობა.

კორპუსი პლასტმასისაა, რომელსაც სენსორული ეკრანი აქვს. შილაკის საშრობი განკუთვნილია 50 000 საათის მუშაობისთვის.

პოპულარული მოდელები

პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
Regular price 160.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი