თმის სახვევი უთოები ისურვეზე

ადამიანები, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, მუდმივად ცდილობენ ყოველდღიურად სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ.

ყველა ქალბატონი, რომელიც ყოველ დილით სამსახურში მაღალი ქუსლებითა თუ უბრალოდ სპორტული ფეხსაცმელებით გარბის, სახლიდან გასვლამდე ყოველთვის შეავლებს თვალს საკუთარ ვარცხნილობას.

თმის სახვევი უთოები ისურვეზე

დრო იმაზე სწრაფად გარბის, ვიდრე ამის გააზრებას ვასწრებთ, ამიტომ სამსახურსა თუ სხვა მნიშვნელოვან ადგილებში წასვლამდე, თავის მოწესრიგებისას საკმაოდ დიდ დროს გვიზოგავს თმის უთოები, რომელიც კომფორტის ნამდვილი გარანტორია.

ძველად, XVI - XVIII საუკუნეში ყველა ქალის საყოფაცხოვრებო ნივთებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტალღოვანი თმისთვის განკუთვნილი სპეციალური რკინები, რომელიც თმის დახვევის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტური იყო იმ თვალსაზრისით, რომ იწვევდა თმის სტრუქტურის დარღვევას, გაუხეშებას, წვასა და ა.შ.

დროთა განმავლობაში, ტალღოვანი თმისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები თანამედროვე სტილით ჩანაცვლდა, რომელიც დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით, უფრო პრაქტიკულად მუშაობს, არ აზიანებს თმის სტრუქტურას და აძლიერებს კიდეც მათ.

მრავალფუნქციური გამოყენების უთოები საუკეთესო ვარიანტია სახლის პირობებში გამოსაყენებლად.

ხელსაწყო აღჭურვილია დიდი ზომის ზედაპირებით, რასაც ახლავს ფუნქციათა მთელი რიგი: ასწორებს და ქმნის ხვეული თმის სხვადასხვა ზომასა და ფორმას, აძლევს თმას მბზინვარე მოცულობას, ქმნის თმისგან ტალღებს, სპირალებს და ა.შ.

ერთფუნქციური უთო კონკრეტული დანიშნულებისთვისაა, რომელიც საუკეთესოდ ასრულებს 1-2 ფუნქციას . მაგალითად, თმის შრობასა და ტალღოვანი იერის მიცემას.

სანამ უშუალოდ შეძენას გადაწყვეტთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ფირფიტის მასალასა და სამუშაო ზედაპირებს, რათა მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან თმის დაზიანება.

ნუ შეაჩერებთ არჩევანს დაბალფასიან უთოებზე, რადგან ამ შემთხვევაში, თქვენი თმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ისურვეს საიტზე, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის უთოებს, სადაც არჩევანის გაკეთება ბრენდისა თუ ფასის მიხედვით თავად შეგიძლიათ.

მასალის სწორად შერჩევის შემდეგ , უნდა გაითვალისწინოთ სახვევის სიმძლავრე.

საშინაო მოხმარებისთვის, საკმარისია 0,1 კვტ.

1,5 კვტ - განკუთვნილია მათთვის, ვინც პროფესიონალურად ან ყოველდღიურად ატარებს თმის ვარცხნილობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება ეს დენის წყაროსთან დამაკავშირებელი კაბელებია.

ყიდვისას შეამოწმეთ რამდენად მოსახერხებელი იქნება მისი აბაზანაში გამოყენება.

არსებობს უკაბელო მოდელები, რომლებიც მუშაობს ელემენტის ენერგიაზე. ასეთი ტიპის უთოები ძალიან მოსახერხებელია სატარებლად ან მივლინებების დროს .

რაც შეეხება ტემპერატურის მდგომარეობას, თმის დასახვევი თუ გასასწორებელი უთო აღჭურვილი უნდა იყოს თერმორეგულაციის ფუნქციით - 80-დან 220-230 C- მდე, რაც საშუალებას მოგცემთ გაიკეთოთ თმის ვარცხნილობა სხვადასხვა ტემპერატურულ პირობებში და მოერიდოთ თმის გადახურებას.

უახლესი ტიპის მოდელებს საერთოდ არ სჭირდებათ პროგრამირება: ისინი თავად არეგულირებენ ტემპერატურას თქვენი თმის ტიპიდან გამომდინარე.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ პასუხი კითხვაზე თუ როგორ შევარჩიოთ თმის უთო.

პოპულარული მოდელები

თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის დასატალღი SOKANY SY-3505
თმის დასატალღი SOKANY SY-3505
Regular price 80.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პროფესიონალური თმის დასატალღი OMGO F178B
პროფესიონალური თმის დასატალღი OMGO F178B
Regular price 70.00 ლარი 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
თმის სახვევი Sokany CS501
თმის სახვევი Sokany CS501
Regular price 120.00 ლარი 85 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი