საუკეთესო ფასები და უფასო მიტანა მთელ საქართველოში!

ტექნიკური ფენის გამოყენების წესები

ხშირ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკურ ფენზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, ასოციაცია თმის საშრობ ფენებზე მოდის, მაგრამ არა,  ეს სულ სხვა დანიშნულების ტექნიკური ფენია, რომლის შესახებაც დღეს ბლოგში მოგიყვებით. 

თუკი გამოცდილ ხელოსნებს დაეკითხებით აზრს, ყველა ერთხმად გიპასუხებთ, რომ ელექტრო ფენი შეუცვლელი ინსტრუმენტია არა მხოლოდ  პროფესიონალური სამუშაოების შესრულებისას, არამედ სახლის პირობებშიც, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ყოველდღიურ დავალებებს.

მაგალითად, თუკი სახლში რაიმე ზედაპირის ძველი საღებავისგან გაწმენდა გსურთ, საკმარისია ეს ზედაპირი გაათბოთ ფენის სპეციალური საქშენით, რომელიც ამარტივებს საღებავის მოცილებას.  

რა მიმართულებებით ვიყენებთ ტექნიკურ ფენს: 

  • ძველ საღებავებთან;
  • შეღებილ ზედაპირებთან, თაბაშირებთან;
  • იატაკის მოპირკეთებისას;
  • დაკიდული ჭერის დამონტაჟებისას;
  • პლასტიკური შედუღებისას;
  • სპილენძის მილების შეერთებისას და ა.შ.

ტექნიკური ფენი 

ფუნქციური დატვირთვის მიხედვით, მოწყობილობა  არ არის რთულად გასაგები და ნებისმიერი ადამიანი მარტივად მოიხმარს, მაგრამ გახსოვდეთ - თუ მოწყობილობის ძრავა ერთხელ გადაიწვება, მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ხელსაწყოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა წარმოიქმნება არასწორი გამოყენების გამო. ამიტომ, განვიხილოთ რამოდენიმე რჩევა, რომელიც თავიდან აგაცილებთ მსგავს შემთხვევებს:

  • გამოყენებამდე აუცილებელია სპირალის გათბობა;
  • სამუშაოს დასასრულს, 2-3 წუთის განმავლობაში, შეამცირეთ ჰაერის  ტემპერატურა. ეს საშუალებას მისცემს ხელსაწყოს, რომ თანაბრად გაცივდეს.
  • ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან თითოეული ტიპის სამუშაოსთვის მნიშვნელოვანია სწორი ტემპერატურისა და ჰაერის ნაკადის სიჩქარის დაყენება.

ასევე გირჩევთ, თვალი გადაავლოთ  ჩვენს საიტზე წარმოდგენილ ტექნიკურ ფენებს, რომელთა შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით. 

ტექნიკური ფენის დამატებითი ფუნქციები და მახასიათებლები

თუ არ იცით, რომელი პროფესიონალური სამშენებლო ფენი აიჩიოთ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობის დამატებით ფუნქციებს.

გაუმჯობესებულმა აღჭურვილობამ, ენერგოეფექტურობამ და ზოგიერთმა ფუნქციურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 

ინსტრუმეტის დამატებითი მახასიათებლები: 

ტემპერატურის რეგულირება -  ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის ტემპერატურის ცვლილებას. არსებობს გლუვი კორექტირება, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ზუსტი ტემპერატურა; 

ტემპერატურიის სტაბილიზატორი - არეგულირებს ჭავლის ტემპერატურას, რომელიც იცავს ფენს გადახურებისგან; 

ტექნიკური ფენი 

სიჩქარის რეგულირება - მოითხოვს ჰაერის ნაკადის  მუდმივ ცვლას; 

ინსტრუმენტი დისპლეით - საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ ტექნიკური მახასიათებლები; 

ჰაერის ფილტრები - ეხმარება ფენს სამუშაო პროცესის უკეთ შესრულებაში; 

გადახურებისგან დაცვა - ავტომატურად თიშავს ხელსაწყოს;

LED  ინდიკატორი -  ხელს უწყობს ჰაერის გათბობის ტემპერატურის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია პროფესიონალური , მაღალი სიზუსტით მუშაობის დროს.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკურ ფენთან მუშაობის დროს, აუცილებელია სხვადასხვა სახის საქშენების ქონაც. ჩვენ გირჩევთ, აირჩიოთ ისეთი ინსტრუმენტი, რომელსაც რამოდენიმე საქშენი ექნება. ასევე აუცილებელია, შეამოწმოთ ჰაერის ტემპერატურა, რომელსაც თერმო ფენი აწარმოებს.

იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ  მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს.

ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე.

გადახედეთ წინა რჩევებსაც, ტექნიკურ ფენთან დაკავშირებით.

ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!