ტექნიკური ფენი - გამოყენებადობა

ტექნიკური ფენი - სპეციალიზირებული ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება სარემონტო, სამშენებლო და სხვა საწარმო ტიპის სამუშაოებისას. 

მას იყენებენ ზედაპირის გასახურებლად, გალღვობის, გაყინვის, გაბერვის, შერბილებისა თუ სხვა დამუშავებისთვის. ფენების ძირითადი ნაწილი არის უნივერსალური მოწყობილობა, მაგრამ მათ გარდა ასევე არსებობს სპეციალიზირებული მოდელებიც.

აქედან გამომდინარე, მისი შეძენის წინ რეკომენდირებულია წარმოდგენილი მოდელის შესაძლებლობების შესწავლა.

ტექნიკური ფენი - გამოყენებადობა

ტექნიკური ფენის ტიპები შეიძლება იყოს:

ყოფითი - რაც შექმნილია შედარებით პატარა მოცულობის სამუშაოებისთვის.

პროფესიონალური - ასეთი ფენები პრაქტიკულად ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოს ერგება, თავისი მრავალი ფუნქციით.  (ცხადია, ამ ორი ტიპის ფენს შორის ღირებულებაში მკვეთრი განსხვავებაა.)

სამრეწველო ტიპის ფენი - გამოიყენება დიდი და რთული სამუშაოებისას. მას განსაკუთრებული სიმძლავრე გააჩნია და შეუძლია ხანგრძლივი მუშაობა.
გამოირჩევა მაღალი ფასით, წონით და ენერგო გამოყენებით.

თერმო ფენი სიმძლავრის მიხედვით ასე კლასიფიცირდება - ყოფით ტექნიკურ ფენს მიეკუთვნება მოწყობილობა, რომლის სიმძლავრეც არ აღემატება 1100ვტ-ს.

პროფესიონალური - მოწყობილობა, რომელიც არ აღემატება 1900-2000ვტ-ს.

ხოლო სამრეწველოს მიეკუთვნება ყოველი ფენი, რომელიც სიმძლავრით აღემატება 2000ვტ-ს.

ტექნიკური ფენები ასევე განსხვავდებიან ვიზუალურადაც. არსებობს პისტოლეტისებრი, სწორი, კომბინირებული ფენები.

გამოყენებადობა

  • შპალერის, ლაკის და სხვა სინთეტიკური მასალების გაცლა.
  • ეტიკეტების გაცლა ახალი პროდუქციიდან.
  • ხის, ავეჯის ანტისეპტიკური დამუშავება.
  • წყალგამყვანი და კანალიზაციის მილების გაყინვა, ფიქსაცია.
  • მიკროსქემებისა და სხვა ელემენტების დემონტაჟი.
  • ხის დეტალებზე მუშაობა.
  • დაწებების პროცესის დაჩქარება.
  • ცხოველების გალიების დეზიმფექცია.
  • პარაზიტების განადგურება.
  • სამშენებლო ხსნარების გაშრობა.

და ეს რამდენიმეა იმ მრავალი სხვა ფუნქციიდან, რისი გაკეთებაც ტექნიკურ ფენს შეუძლია.

იმის გარდა, რისთვისაც ფენს უშუალოდ იყენებენ, მას აქვს დამატებითი გამოყენების ელემენტები: ტემპერატურის ინდიკატორი, გადახურებისგან დაცვა, სიმძლავრის რეგულატორი.

როგორ შევარჩიოთ ტექნიკური ფენი?

არ ღირს ძალიან იაფიანი თერმო ფენის მოდელის შეძენა, რომელსაც ბაზარზე გვთავაზობენ. ძირითადად ეს ჩინური წარმოებისაა და ასეთი მოწყობილობები არ არის გათვლილი ხანგრძლივ მუშაობაზე.

ხოლო გარდა მისი მუშაობის მოკლე დროისა, ასეთი ფენები გამოყოფენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. კარგი ხარისხის ტექნიკური მოწყობილობა, კი იაფი ვერ ეღირება.

სამუშაო ტემპერატურის მაქსიმალური ზღვარი - იგი რაც უფრო მაღალი იქნება, მოწყობილობაც უფრო ფუნქციური და უნივერსალური ხდება.
ტექნიკურ ფენს, თუ იგი გათვლილია ხანგრძლივ მუშაობაზე, აუცილებელია ქონდეს გადახურებისგან დამცავი სტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს მოწყობილობის უსაფრთხოებას.

სახალისო ფაქტი

ფენით შესაძლებელია ნაკვერჩხლის დანთება. თუ თქვენ არ გაქვთ მწვადის შესაწველად კოცონი, ფენის დახმარებით შეგიძლიათ რამდენიმე წუთში მიიღოთ ნაკვერჩხალი საჭირო ტემპერატურით.

ამის შემდეგ შეგეძლებათ მშვიდად გააგრძელოთ მწვადის მომზადება. ასევე შეგიძლით გააშროთ სველი შეშა, კოცონის დანთებამდე.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას

 

პოპულარული მოდელები

ელექტრო ფენი TOTAL TB20078
ელექტრო ფენი TOTAL TB20078
Regular price 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტექნიკური ფენი/საშრობი Bosch GHG 16-50
ტექნიკური ფენი/საშრობი Bosch GHG 16-50
Regular price 209.00 ლარი 154 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტექნიკური ფენი WADFOW WHG1514
ტექნიკური ფენი WADFOW WHG1514
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ელ. ტექნიკური ფენი INGCO HG200058
ელ. ტექნიკური ფენი INGCO HG200058
Regular price 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი