ტექნიკური ფენი - Dewalt, Makita, Metabo

ფუნქციური დატვირთვის მიხედვით, ტექნიკური ფენის გამოყენების ინსტრუქცია  არ არის რთულად გასაგები და ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად შეუძლია მისი გამოყენება.  თუმცა, ცუდი ისაა, რომ თუ მოწყობილობის ძრავა ერთხელ გადაიწვება, მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელსაწყოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა კი წარმოიქმნება არასწორი გამოყენების გამო.

ტექნიკური ფენის გამოყენება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ:

  • ვაშორებთ ძველ საღებავებს;
  • ვმუშაობთ შეღებილ ზედაპირებთან, თაბაშირებთან;
  • ვაპირებთ იატაკის მოპირკეთებას;
  • ასევე დაკიდული ჭერის დამონტაჟებას;
  • ვმუშაობთ სპილენძის მცირე მილების შეერთებაზე და ა.შ.

საუკეთესო ტექნიკური ფენი 2000 ვატის ქვემოთ

Makita HG5012K

ფენი რეიტინგის დასაწყისშივე მისი გამძლეობისა და ხანგრძლივი მუშაობის გამო მოხვდა, რომელიც შესანიშნავია ღობეებიდან, ავზიდან ან კარებიდან საღებავის მოსაშორებლად.

იაპონური მწარმოებლის მარტივი მოდელი გამორჩეულია 1600 ვტ სიმძლავრის მქონე გამათბობელი ელემენტითა და რეზინირებული სახელურით, რომელიც ირთვება უკანა მხარეს არსებული სამსაფეხურიანი გადართვის ღილაკით.

ტექნიკური ფენი - Dewalt, Makita, Metabo

დადებითი:

  • ხელში მოხერხებულად ზის, რადგან ძალიან მსუბუქია;
  • სტაბილური ჰაერის ნაკადი;
  • სწრაფად აღწევს სამუშაო ტემპერატურას;
  • გამორთვის შემდეგ, ის თავისით და საკმაოდ სწრაფად ცივდება.
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

მინუსები:

  • ტემპერატურა რეგულირდება მხოლოდ საფეხურეობრივად ხდება ამიტომ, შუალედური მნიშვნელობები არ არსებობს;
  • წვრილი საქშენები არ აქვს;
  • მცირე დიამეტრის სახელური;
  • თავები დამზადებულია ძალიან თხელი ლითონისგან, ამიტომ მათი მომსამსახურების ვადა მოკლეა.

Dewalt D 26411

ამერიკული ბრენდის -  Dewalt  ტექნიკური სამშენებლო ფენი  წარმოებულია ჩინეთში. მოწყობილობის სიმძლავრე 1800 W-ია, რომელიც უზრუნველყოფს 600 გრადუსამდე მაქსიმალურ ტემპერატურას. არსებობს ტემპერატურის კონტროლი და ჰაერის ნაკადის ორი დონე,  რომელთა სიჩქარეა 250 და 450 ლ/წთ-ი.

ტექნიკური ფენი - Dewalt, Makita, Metabo

დადებითი:

  • კომფორტული D ფორმის სახელური;
  • 50-დან 600 გრადუსამდე ტემპერატურის კონტროლი  საშუალებას გაძლევთ,  ზუსტად შეარჩიოთ რეჟიმები სხვადასხვა სიმკვრივის მასალებისთვის;
  • აქვს 2.5 მეტრიანი რბილი კაბელი;
  • დამცავი თერმული გარსი დაიცავს თქვენს ხელებს შემთხვევითი დამწვრობისგან.

მინუსები:

  • მიუხედავად იმისა, რომ სახელურის ზედაპირი რელიეფურია, რეზინის ბალიშები მაინც არ აქვს და ამიტომ, ცხელ სეზონზე ფენი ხელში სრიალებს;
  • სამწუხაროდ, არ მოყვება ქეისი, რის გამოც მოწყობილობის ყველა დანართი ცალკე უნდა შეინახოთ;
  • კომპლექტში შედის მხოლოდ ორი დანართი (კონუსური და ბრტყელი);
  • ხელსაწყოს არ აქვს გაგრილების სისტემა.

საუკეთესო ტექნიკური ფენი 2000 W და მეტი სიმძლავრით

Metabo HE 23-650

გერმანული ბრენდის ტექნიკური ფენი, რომლის სიმძლავრეა 2300 W, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 650 გრადუსია. მისი მართვა ხდება ექვსი ღილაკისა და გადამრთველის საშუალებით.

ტექნიკური ფენი - Dewalt, Makita, Metabo

დადებითი:

  • მოწყობილობა ისევე კომფორტულად ზის ხელში,  როგორც ხელთათმანები;
  • მარტივად  დასაკავშირებლად აქვს გრძელი და მოქნილი კაბელი;
  • სხვადასხვა სტრუქტურის, სიმკვრივისა და სისქის მქონე მასალებისთვის ტემპერატურის ზუსტად შერჩევის შესაძლებლობა;
  • აქვს მაღალი ხარისხის პლასტმასის კორპუსი;
  • მოყვება ფართო ქეისი ყველანაირი დანართების მოსათავსებლად;
  • აღჭურვილია ასევე გაგრილების სისტემით, რომელიც უკანა მხარეს მდებარეობს;
  • ფილტრი იცავს ძრავას მტვრისგან.

მინუსები:

  • მუშაობის დროს კორპუსი ძალიან ცხელდება;
  • ქსელში ძაბვის რყევების შემთხვევაში, ეკრანის დისპლეი იწყებს ციმციმს და გადადის დადგენილი მნიშვნელობებიდან;
  • ზოგიერთ ადამიანს  ფენის ექვსი ღილაკი გარკვეულწილად აბნევს კიდეც.

პოპულარული მოდელები

ელექტრო ფენი TOTAL TB20078
ელექტრო ფენი TOTAL TB20078
Regular price 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტექნიკური ფენი/საშრობი Bosch GHG 16-50
ტექნიკური ფენი/საშრობი Bosch GHG 16-50
Regular price 209.00 ლარი 154 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტექნიკური ფენი WADFOW WHG1514
ტექნიკური ფენი WADFOW WHG1514
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ელ. ტექნიკური ფენი INGCO HG200058
ელ. ტექნიკური ფენი INGCO HG200058
Regular price 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი