სხვადასხვა სიმძლავრის ტექნიკური ფენები
დღევანდელი ჩვენი ბლოგი, რომელიც შეეხება საუკეთესო ტექნიკური ფენების განხილვას, დაგეხმარებათ შეარჩიოთ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის განკუთვნილი მოდელები.
ასევე გაჩვენებთ პროფესიონალურსა და მაღალხარისხიან ტექნიკური ფენებს, რომლებიც ხანგრძლივი მუშაობისთვის გამოიყენება. ბლოგში მიმოხილული იქნება პროდუქტის მახასიათებლები, ასევე ყველა დადებით და უარყოფით მხარეები და მათი ძირითადი დანიშნულებები.
2000 ვატზე ნაკლები სიმძლავრის ტექნიკური ფენები
ასეთი მოდელები გამოიყენება როგორც სახლის პირობებში, ისე - პროფესიონალური დანიშნულებისთვის. ფენს აქვს ერთი გათბობის ელემენტი და 1500-დან 1900 ვტ-მდე ენერგია.
მარტივი შიდა აღჭურვილობის გამო, მოწყობილობის მასა 600-700 გრამია, რის გამოც მუშაობის პროცესში ხელი არ დაგეღლებათ.
ტემპერატურა რეგულირდება ეტაპობრივად და იცვლება 350-დან 600 გრადუსამდე. ფუნქციებიდან აღსანიშნავია მხოლოდ ავტომატური გამორთვა, რომელიც გადახურების შემთხვევაში აქტიურდება.
Makita HG5012K
იაპონური მწარმოებლის მარტივი ტექნიკური ფენი, რომელიც სხვა მოდელებისგან ძირითადად განსხვავდება 1600 ვტ სიმძლავრის გამათბობელი ელემენტითა და უკანა მხარეს არსებული რეზინის სახელურით.
დადებითი მახასიათებლები:
- ხელში მოსახერხებელია, რადგან ძალიან მსუბუქია და რეზინის მჭიდი აქვს;
- სტაბილური ჰაერის ნაკადი;
- სწრაფად აღწევს სამუშაო ტემპერატურას;
- გამორთვის შემდეგ, გასაციებლად არ საჭიროებს ცივ ჰაერთან ურთიერთქმედებას, რადგან თავისითაც საკმაოდ სწრაფად ცივდება;
- მისაღები ფასი
მინუსები:
- ტემპერატურა კონტროლდება მხოლოდ საფეხურეობრივად - შუალედური მნიშვნელობები არ არსებობს;
- არ მოყვება წვრილი საქშენები;
- მცირე დიამეტრის სახელური
Dewalt D 26411
ამერიკული ბრენდის ტექნიკური ფენი, რომელიც აწყობილია ჩინეთში. გათბობის ელემენტის 1800 W-იანი სიმძლავრე უზრუნველყოფს 600 გრადუსამდე მაქსიმალურ ტემპერატურას. გათვალისწინებულია ტემპერატურის კონტროლი და ჰაერის ნაკადის ორი დონე, რომელთა სიჩქარე 250 და 450 ლ/წთ-ია.
დადებითი მახასიათებლები:
- კომფორტული D ფორმის სახელური;
- 50-დან 600 გრადუსამდე ტემპერატურის კონტროლი საშუალებას გაძლევთ, რომ სხვადასხვა სიმკვრივის მასალებისთვის ზუსტად აირჩიოთ რეჟიმები;
- 2.5 მეტრიანი რბილი კაბელი;
- თერმული დამცავი გარსი დაიცავს თქვენს ხელებს შემთხვევითი დამწვრობისგან.
მინუსები:
- მიუხედავად იმისა, რომ სახელურის ზედაპირი რელიეფურია, რეზინირებული ბალიშები არ არის გათვალისწინებული, რის გამოც ცხელ ამინდში შესაძლოა ფენი ხელში სრიალებდეს;
- შეფუთვაში არ არის გათვალისწინებული ქეისი, უნდა მოიფიქროთ სად და როგორ აპირებთ იარაღის შენახვას ყველა დანართთან ერთად;
- კომპლექტში შედის მხოლოდ ორი დანართი (კონუსური და ბრტყელი);
- არ არსებობს სწრაფი გაგრილების სისტემა
Metabo HE 23-650
გერმანული ბრენდის ტექნიკური ფენი, რომელიც მშენებლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. მოწყობილობის სიმძლავრეა 2300 W, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურაა 650 გრადუსი. ფენის მართვა ხდება ექვსი ღილაკითა და გადამრთველების საშუალებით.
დადებითი მახასიათებლები:
- კომფორტულად ზის ხელში;
- მარტივი დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია გრძელი და მოქნილი კაბელი;
- სხვადასხვა სტრუქტურის, სიმკვრივისა და სისქის მქონე მასალებისთვის შესაძლებელია ტემპერატურის ზუსტად შერჩევა;
- მაღალხარისხიანი პლასტიკური კორპუსი;
- ფართო ქეისი დანართებისთვის და მარტივი გადაადგილებისთვის;
- გადახურებისგან დაცვა;
- ფილტრი, რომელიც იცავს ძრავას მტვრისგან.
მინუსები
- მძიმე - 940 გრამიანი წონა, ხანგრძლივი სამუშაოების დროს შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს;
- ოპერაციის დროს მოწყობილობა საკმაოდ ცხელდება;
- ზოგიერთ ადამიანს ფენზე არსებული ექვსი ღილაკის არსებობა აშინებს კიდეც, რადგან რეჟიმების გაგებას გარკვეული დრო სჭირდება.
პოპულარული მოდელები