სხვადასხვა სახის კიბეების მიმოხილვა
როგორც ჩანს, სიმაღლეზე სამუშაოდ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე მარტივი გზა, ვიდრე კიბეების გამოყენებაა. თუკი ადრე კიბეების დიდი არჩევანი არ გვხვდებოდა, დღეს რეალობა შეცვლილია.
ამჟამად შესაძლებელია სხვადასხვა სიმაღლის, დიზაინის, ნაბიჯების რაოდენობის, ტვირთამწეობისა და წარმოების მასალის მიხედვით განსხვავებული კიბეების ყიდვა, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს საჭიროებებს. მრავალფეროვან არჩევანს კი გთავაზობთ ჩვენი ონლაინ მაღაზიაც. Isurve.ge-ზე წარმოდგენილი გვაქვს არა მხოლოდ ალუმინის კიბეები, არამედ - დასაკეცი კიბეებიც.
რომელი ვარიანტი იქნება სასურველი? თითოეულ შემთხვევაში? მოდით, ერთად გავარკვიოთ თუ როგორ შევარჩიოთ კიბე ბინისა და სახლისთვის.
იდეალური კიბეების მახასიათებლები
თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ როგორ გამოიყურება საფეხურიანი კიბე. არსებობს ასევე დასაკეცი კიბე , რომელიც შედგება ორი ხისტი ჩარჩოსგან, რომელსაც საიმედო საყრდენები აქვს. მსგავსი ტიპის კიბეები ადვილად იშლება და იკეცება, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში საიმედო და სტაბილურია. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. აი, საიმედოობა კი განპირობებულია კიბეების ფორმით. გაშლისას იგი უნდა ქმნიდეს სამკუთხედის ფორმას, რომელსაც ყველაზე ხისტ გეომეტრიულ ფიგურას უწოდებენ.
სამშენებლო კიბე აბსოლუტურად შეუცვლელი ნივთია როგორც სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ასევე - ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.
ზოგადად, მსგავსი კიბეები კარგად გამოიყენება კაბინეტის ზედა თაროებიდან ნივთების ასაღებად, სურათებისა და ფარდების ჩამოსაკიდებლად, კედელის შესაღებად, ნათურის შესაცვლელად, კარადებიდან მტვრის გასაწმენდად და ა.შ. ეს ყველაფერი და მრავალი სხვა მოქმედება გაცილებით რთული იქნებოდა, თუ გვექნებოდა მხოლოდ პატარა კიბეები. დასაკეცი კიბე იმ მხრივაც კომპაქტურია, რომ მისთვის ადგილი ნებისმიერ ბინაში აღმოჩნდება.
იდეალურ კიბეს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონდეს:
სტაბილურობა - განსაზღვრავს კიბეების საიმედოობას და მასზე მდგომი ადამიანის უსაფრთხოებას. რა საფეხურზეც არ უნდა იყოთ, კიბე უძრავად უნდა იდგეს იატაკზე და არ უნდა ტრიალებდეს ან სრიალებდეს. უკეთესია, თუ საფეხურზე ასასვლელად ფართო ნაბიჯებები იქნება გათვალისწინებული;
მოხერხებულობა და უსაფრთხოება - იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს კომფორტულად შეასრულოს ყველა სამუშაო (კიბეებზე ჩავარდნის შიშის გარეშე), საფეხურებს უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავები, რომელიც ხელს უშლის ფეხის გასრიალებას.
ლითონის კიბის ფეხებზე უნდა იყოს რეზინის ან პლასტმასის დამცავები, რომელთა წყალობითაც შესძლებთ მოლიპულ იატაკზე მის განთავსებას. ამავდროულად, დაიცავთ იატაკს ნაკაწრებისგან. ზოგიერთი კიბის საფეხურებზე შეგიძლიათ ნახოთ რეზინის კოვრიკები, რომლებიც უსაფრთხოებასთან ერთად და დიელექტრიკის როლსაც ასრულებენ;
მობილურობა - იდეალური საფეხურიანი კიბე ადვილად იკეცება ყველაზე კომპაქტურ ზომამდე და იშლება;
მაღალი ხარისხის წარმოება - დამოკიდებულია საიმედოობა, მობილურობა და მარტივი ტრანსფორმაცია;
გამოყენების სფეროსთან შესაბამისობა - სისულელეა საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის მასიურად მძიმე კიბის ყიდვა, ისევე როგორც მსუბუქი, დაბალი კიბე არ არის შესაფერისი მუდმივი სარემონტო სამუშაოებისთვის.
პოპულარული მოდელები