მთავარი გასათვალისწინებელი კრიტერიუმები კიბის შერჩევისას

თითქმის ყველა ადამიანი აწყდება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ კიბეები სწორად. ვინაიდან, ეს უკანასკნელი ხომ ამდენად მნიშველოვანია  როგორც სამშენებლო, სამრეწველო წარმოებაში, ისე - შინამეურნეობებში.

უნდა მოაცილოთ მტვერი კაბინეტს? ჭაღის ჩამოკიდება გსურთ? გაყვანილობის შეცვლას ფიქრობთ? ბაღში ვაშლი გაქვთ გასაკრეფი? ნებისმიერ ამ სიტუაციაში იდეალურ დახმარებას გაგიწევთ გასაშლელი კიბეები, რომლებიც სახლში, ბინაში, აგარაკზე, ავტოფარეხში ნამდვილად ყველგან გამოდგებათ.

იმისათვის, რომ სიამოვნებით გამოიყენოთ მოწყობილობა,  უნდა შეიძინოთ ყველაზე შესაფერისი მოდელი, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენს საჭიროებებს. მაგრამ ასეთი ადვილია არჩევანის გაკეთება? რა თქმა უნდა -  არა.

ბაზარზე კიბეების ასორტიმენტი უჩვეულოდ დიდია - მრავალფეროვანი დიზაინის, მასალებისა და, რა თქმა უნდა, ფასებისგან შეიძლება თვალებიც კი აგიჭრელდეთ. და როგორ უნდა გაერკვეთ რომელია მათგან უკეთესი? სხვადასხვა ტიპის, შესაძლებლობების, უპირატესობებისა და დანიშნულების ცოდნა დაგეხმარებათ ოპტიმალური მოდელის უფრო სწრაფად და დამაჯერებლად განსაზღვრაში.

მთავარი გასათვალისწინებელი კრიტერიუმები კიბის შერჩევისას

ხარისხიანი კიბეების ძირითადი მახასიათებლები:

ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ არსებობს მრავალი მოთხოვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა სრიალებდეს კიბე. მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე მომხმარებელმა თავი  უნდა იგრძნოს მაქსიმალურად  თავდაჯერებულად.

მთავარი გასათვალისწინებელი კრიტერიუმები კიბის შერჩევისას

მაღალხარისხიანი კიბეები ადვილად ამოიცნობა, რადგან ყველა ელემენტი ერთმანეთთან საიმედოთ და სიზუსტითაა დაკავშირებული. ამასთან არ აქვს არანაირი ჩაღრმავება ან დეფორმაცია.

უსაფრთხოება და გამოყენების სიმარტივე

კიბეების უსაფრთხოება და ერგონომიკა განისაზღვრება:

  • მოცურების საწინააღმდეგო გოფრირებული საფეხურებით;
  • საიმედოდ დაფიქსირებული პლატფორმით;
  • რეზინის ან პლასტმასის სახურავებით, რომლებიც იცავს საყრდენის ფეხებს. ეს მცირე ნაწილები ხელს უშლიან ნაკაწრებისა და იატაკის დაზიანებას.

კიბე, რომელსაც ხშირად და აქტიურად გამოიყენებენ, უნდა იყოს კომპაქტური და მსუბუქი. მისი შენახვის, გადაადგილებისა და გამოყენების მოხერხებულობა დამოკიდებულია მოწყობილობის წონასა და ზომებზე.

რა მასალებს იყენებენ კიბეების წარმოებაში?

ყველაზე ხშირად, აღჭურვილობის წარმოებისთვის იყენებენ  - ალუმინს, დურალუმინსა და  ფოლადს. ლითონის კიბეები ხასიათდება მაქსიმალური სიმტკიცითა და გამძლეობით, რომლებიც პრაქტიკული და ერგონომიულია. მეტალის კონსტრუქცია, როგორც წესი, ფასის, ხარისხისა და პრაქტიკულობის საუკეთესო კომბინაციაა.

მთავარი გასათვალისწინებელი კრიტერიუმები კიბის შერჩევისას

ალუმინის კიბე უფრო მსუბუქი და კომპაქტურია, ვიდრე - ფოლადი. ამასთან ტრანსპორტირების თვალსაზრისით,  უპრობლემოა მათი გადატანა. ფოლადის კიბეები საიმედოობის ნამდვილი განსახიერებაა, ამიტომ, როგორც წესი, მსგავს მოდელებს პროფესიონალური სფეროსთვის ირჩევ.

ხის კიბეებიც ასევე ძალიან მოთხოვნადია. კომპაქტური ხის სტრუქტურები შეიძლება ინტერიერის ელემენტიც კი გახდეს - მაგალითად, ოფისში ან სახლის ბიბლიოთეკაში.

პოპულარული მოდელები

დასაკეცი კიბე Devecioglu
დასაკეცი კიბე Devecioglu
155 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
კეცვადი კიბე და ხარაჩო 2-1 ში Topfine
კეცვადი კიბე და ხარაჩო 2-1 ში Topfine
Regular price 265.00 ლარი 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
კეცვადი კიბე და ხარაჩო 2-1 ში OEM EN131
კეცვადი კიბე და ხარაჩო 2-1 ში OEM EN131
Regular price 300.00 ლარი 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
მეტალის კიბე Topfine
მეტალის კიბე Topfine
109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია