სმარტფონები საუკეთესო დინამიკებით

იმისათვის, რომ ხმაურიან ადგილზე ყოფნისას მნიშვნელოვანი ზარი  არ გამოგრჩეთ ან თქვენს საყვარელ მუსიკას ყურსასმენის გარეშე მოუსმინოთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ სმარტფონები საუკეთესო დინამიკებით.

საუკეთესო დაბალფასიანი მობილურები კარგი დინამიკით

Xiaomi Mi Note 3 6 / 64Gb

ჩვენს რეიტინგს ხსნის ტელეფონი Xiaomi, რომლის მთავარი მახასიათებელია ხმამაღალი და ხარისხიანი დინამიკები.

8 ბირთვიანი  და დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების წყალობით, სმარტფონი შეუფერხებლად უკრავს ნებისმიერ მედია კონტენტს და დროულად სინქრონიზდება.

ხმის დამუშავება ხორციელდება Qualcomm Aqstic-ის გამოყენებით, რომელიც მალევე აფიქსირებს დამახინჯებასა და ზედმეტ ხმაურს, ხოლო შემდეგ ასწორებს მათ და ხმას ხდის მეტად  სუფთას. მობილური  მხარს უჭერს აუდიოჩანაწერის ყველა პოპულარულ ფორმატს, მათ შორის: MP3, WAV და WMA.

სმარტფონები საუკეთესო დინამიკებით

უპირატესობები:

  • სუფთა ხმა;
  • ძლიერი პროცესორი;
  • აუდიოს გაფილტვრა.

Xiaomi Mi Note 3 6/64Gb   ინტერნეტის აქტიური მომხმარებლებისთვის შესაბამისი მოდელია.

Lenovo K5 Pro 4/64 გბ

მოწყობილობა მხარს უჭერს აკუსტიკური კორექციის ტექნოლოგია Dirac Power Sound-ს. მისი ფუნქციაა სტერეო დინამიკების მოცულობის გაზრდა ხმის ხარისხის დაკარგვის გარეშე.

მოდელის აკუმულატორის ტევადობაა 4050 mAh, რომლის ერთი დატენვა სრულიად საკმარისია მთელი დღის განმავლობაში გამოყენებისთვის. დატვირთვის რეჟიმში, ტელეფონი  Lenovo  განკუთვნილია მათთვის, ვისაც მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ან ვიდეოების ყურება უყვარს.

სმარტფონები საუკეთესო დინამიკებით

უპირატესობები:

  • ხმის ავტომატური რეგულირება;
  • ხმამაღალი დინამიკი;
  • მაღალსიჩქარიანი შესრულება;
  • ბატარეის ხანგრძლივობა.

ნაკლოვანებები:

  • დიდი ზომები.

Lenovo K5 Pro განკუთვნილია ხანგრძლივი და აქტიური გამოყენებისათვის. ხმამაღალი დინამიკი საშუალებას გაძლევთ გაიგოთ შემომავალი ზარის ხმა თუნდაც ხმაურიან ადგილზე ყოფნისას.

მაღალფასიანი სმარტფონები საუკეთესო დინამიკებით

Apple iPhone 11 128 გბ

ტელეფონი  iPhone 11  აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე და ძლიერი პროცესორით - A13 Bionic-თა და ენერგიის ლითიუმ-იონის ბატარეით. მუსიკის მოსმენის რეჟიმში მოდელის თავისებურებაა გრძელვადიანი მუშაობა, რომელიც 65 საათამდე აღწევს.

აუდიოტექნოლოგიების და Dolby Atmos სისტემის მხარდაჭერით, ტელეფონიდან გამომავალი ხმა მდიდარი და ღრმაა.

სმარტფონები საუკეთესო დინამიკებით

უპირატესობები:

  • შესანიშნავი ავტონომია;
  • ძლიერი პროცესორი;
  • კარგი ხმა;
  • ინდივიდუალური მორგება.

ნაკლოვანებები:

  • დატენვას დიდი დრო სჭირდება.

აიფონ 11 შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა ჟანრის სიმღერის მოსასმენად. მაღალი ხარისხის ხმა კი ხელმისაწვდომია როგორც ყურსასმენებში, ისე - სმარტფონების დინამიკების გამოყენებით.

Samsung Galaxy S10e 6/128 გბ

მოდელის თავისებურებებში შედის ხმაურის არარსებობა და ხმის მაქსიმალური გასწორება. სმარტფონი აღჭურვილია ორი სტერეო დინამიკით, რომლებიც მხარს უჭერენ ფართო სიხშირის დიაპაზონს.

მოწყობილობას აქვს 8 ბირთვიანი Exynos 9820 პროცესორი და Mali-G76 MP12 ვიდეო ამაჩქარებელი, რომლებიც უზრუნველყოფენ აუდიო სიგნალის სტაბილურ გადაცემას, თუნდაც ფილმების მაღალ ხარისხში ყურებისას.

უპირატესობები:

  • სუფთა ხმა;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • ოპერატიული მეხსიერება 6 GB;
  • წყალგაუმტარი.

ნაკლოვანებები:

  • ენერგიის მაღალი მოხმარება.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი