Smart TV ტელევიზორები

დღეს გვინდა  თქვენი ყურადღება გადავიტანოთ 2020 წლის საუკეთესო Smart TV ტელევიზორებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

Smart TV ტელევიზორების მთელი უპირატესობა მის ფუნქციურ შესაძლებლობებშია, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სატელევიზიო სიგნალის მიღება. გარდა ამისა აქვთ ჩამონტაჟებული მედიაპლეერი, ბრაუზერი და დაინსტალირებული პოპულარული  პროგრამები.

მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ტელევიზორები  დღეს უკვე მრავალი მწარმოებლის მიერ იწარმოება, 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი ბრენდები აღმოჩნდა: Samsung, LG, Sony და Xiaomi. ამ ფაქტისა და მომხმარებლების მიმოხილვების გათვალისწინებით, შევადგინეთ საუკეთესო ტელევიზორების რეიტინგი, რომლებიც 2020 წელს ყველაზე მოთხოვნადი მოდელები აღმოჩნდა.

Hyundai H-LED32ES5008

რეიტინგს ხსნის სამხრეთ კორეული კომპანიის ყველაზე ბიუჯეტური ტელევიზორი Hyundai. ჩამონტაჟებული ტიუნერები მშვენივრად უმკლავდებიან სატელევიზიო სიგნალების მიღებას, თუნდაც ნებისმიერი წყაროდან.

Smart TV ტელევიზორები

სხვა მოწყობილობების დასაკავშირებლად გათვალისწინებულია შემდეგი: 2 HDMI, 1 USB, LAN, ოპტიკური აუდიო-გამომავალი, mini-Jack  (3.5 მმ), CI + სლოტი. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ისეთი უკაბელო ტექნოლოგიები, როგორიცაა: Bluetooth Wi-Fi, DLNA, რომელიც უზრუნველყოფს ტელევიზორის ეკრანზე სურათების გადატანას სმარტფონიდან და ტაბლეტიდან. ძირითადი ფუნქციებია - ტელეტექსტი, EPG, მშობლის კონტროლი, ძილის ტაიმერი და TimeShift.

Smart TV მუშაობს Android 9.0 ოპერაციული სისტემით. ტელევიზორის მართვა შეგიძლიათ დისტანციური მართვის (პულტის) საშუალებით ან ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით. მოდელი ასევე გამოირჩევა  8 ვტ-იანი 2 დინამიკით, რომელსაც Dolby Digital-ის მხარდაჭერა აქვს.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • სურათის ხარისხი.
  • Android OS 9.0;
  • DLNA მხარდაჭერა;
  • მოსახერხებელი დისტანციური მართვა;
  • ხმის კონტროლის ფუნქცია.

მინუსები:

  • HD რეზოლუცია;
  • 1 USB კონექტორი.

Xiaomi Mi TV 4A 32 T2

Xiaomi  ტელევიზორი ინტელექტუალური შესაძლებლობების თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს ზემოთ აღწერილ მოდელს. რაც უფრო დიდხანს იყენებთ ტელევიზორს, მით უფრო ზუსტად განსაზღვრავს თქვენს ინტერესებს შერჩეული კონტენტიდან გამომდინარე. ასევე შესაძლებელია ხმოვანი შეტყობინებითა და სმარტფონის საშუალებით კონტროლი.

Smart TV ტელევიზორები

ტელევიზორზე განთავსებულია ორმაგი დიაპაზონის Wi-Fi მოდული, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე. გარე მოწყობილობების დასაკავშირებლად გათვალისწინებულია შემდეგი ინტერფეისი - ანტენის შემყვანი, HDMI - 3 ცალი, USB - 2 ცალი, LAN, mini-Jack (3.5 მმ). წინა მოდელისგან განსხვავებით,  Xiaomi ტელევიზორს არ აქვს CI სლოტი.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ჩვენების ხარისხი;
  • Android OS 9.0;
  • საკუთარი ინტელექტუალური ინტერფეისი - PatchWall;
  • DLNA მხარდაჭერა;
  • მოსახერხებელი დისტანციური მართვა;
  • ხმის კონტროლი;
  • Wi-Fi 5;
  • Bluetooth v 4.2.

მინუსები:

  • HD რეზოლუცია;
  • ცუდი ხმა;
  • არ არის გათვალისწინებული DVB-S2 ტიუნერი;
  • მოუხერხებელი დისტანციური მართვა;
  • ხმოვან ბრძანებებზე ზოგჯერ საერთოდ არ რეაგირებს.

LG 32LM6350

32 დიუმიან ტელევიზორებს  შორის უდავო ლიდერია, რომელიც აღჭურვილია IPS მატრიცის Full HD რეზოლუციით. აღნიშნული მოდელი კონკურენტებისაგან HDR და HLG მხარდაჭერით განსხვავდება.

Smart TV ტელევიზორები

Dolby Audio ტექნოლოგიის და მესამე თაობის Clear Voice ტექნოლოგიის წყალობით,  5 ვტ-იანი დინამიკები შთამბეჭდავ  ხმის ეფექტს ქმნიან.  Smart TV მუშაობს webOS-ზე, რომელიც მომხმარებელს შემდეგი შეღავათებით უზრუნველყოფს:

  • ხმოვანი შეტყობინებებით მართვა;
  • სმარტფონიდან მართვა;
  • კლავიატურის და მაუსის დაკავშირება;
  • „ჭკვიან სახლში“ ინტეგრაციის შესაძლებლობა;
  • მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი კონტენტის შერჩევა;
  • პროგრამების ინსტალაცია LG-ის აპლიკაციების მაღაზიიდან.

55 ინჩიანი დაბალ ბიუჯეტური ტელევიზორის მოდელების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
4K Smart Android ტელევიზორი SkyTech STV55N9100 55 inch (139 სმ)
Regular price 1,000.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტელევიზორი ColorView 32GF 32 inch (81 სმ)
ტელევიზორი ColorView 32GF 32 inch (81 სმ)
Regular price 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტელევიზორი VOX 32DSA311B 32 inch (81სმ)
ტელევიზორი VOX 32DSA311B 32 inch (81სმ)
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი VOX 32DSQGB 32 inch (81სმ)
ტელევიზორი VOX 32DSQGB 32 inch (81სმ)
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი