შილაკის საუკეთესო აპარატები - შერჩევის კრიტერიუმები

 შილაკის აპარატები  დღეს უკვე  პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქცია გახდა, რადგან ძალიან ბევრმა ქალბატონმა უპირატესობა მიანიჭა ფრჩხილების პროფესიონალურ მოვლას, რომელიც ძალიან მოსახერხებელი და სწრაფი პროცედურაა.

თითოეული შილაკის  აპარატი  ერთმანეთისგან ხარისხის მიხედვით განსხვავება, ხოლო ეს განსხვავება სწორედ ნათურების ხარისხში შეინიშნება. ჩვენ წარმოგიდგენთ 3 განხვავებულ ნათურებს, რომლებიც არ აზიანებენ ფრჩხილის ზედაპირს და  მათი გამოყენებაც სრულიად უსაფრთხოა:

  1. ულტრაიისფერი ნათურები - ყველა სახის გელი მარტივად შრება სწორედ ულტრაიისფერი საშუალებებით და საუკეთესოა სახლის  პირობებში გამოსაყენებლად. პრაქტიკულია, მაგრამ ხშირი გამოყენების შემდეგ,  შეიძლება მოითხოვოს ნათურების რეგულარული ჩანაცვლება. UV მოწყობილობებით მანიკურის გაშრობის დრო 2-ჯერ მეტია, ვიდრე LED მოწყობილობებში.

შილაკის საუკეთესო აპარატები - შერჩევის კრიტერიუმები

  1. LED ნათურები ახალი თაობის მოწყობილობებია, რომლებიც საფარს სულ რაღაც 30 წამში აშრობენ. LED-ები  დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ,  თუნდაც მომხმარებელთა დიდი ნაკადის შემთხვევაში.

ასეთი შილაკის აპარატები არ ცხელდება,  არ აშრობენს კანს და UV-სგან განსხვავებით, არ იწვევენ წვას. თუმცა, ბოლოსკენ უნდა აღვნიშნოთ ისიც, LED მოწყობილობებს აქვთ ერთი ნაკლი -  ისინი ვერ აშრობენ ზოგიერთი ტიპის გელ-ლაქებს.

  1. 3. ჰიბრიდული ნათურები ყველაზე ძლიერი და ეფექტურია, რომელიც შეიძლება იყოს UV და LED ნათურების კომბინაცია, ან CCFL ტექნოლოგიისა და LED გამოსხივების შერწყმა. ეს გამძლე აპარატები შესაფერისია ყველა სახის გელისთვის, რომელიც სრულიად უსაფრთხოა და მცირე ენერგიასაც ხარჯავს.

ნათურის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს. იმისათვის,  რომ საათობით არ იჯდეთ მანიკურთან ერთად,  საჭიროა აპარატი მინიმუმ 12 ვატიანი მაინც იყოს.

NeoNail 4494 48W - შესანიშნავი შედეგი მხოლოდ 10 წამში

პროფესიონალური მოწყობილობა ეფექტურად მუშაობს გელ-ლაქების უმეტესობასთან. მართკუთხა ნათურის შიგნით მჭიდროდ არის მოთავსებული 48W-იანი LED ნათურები, რისი დამსახურებითაც,  მანიკურის საფარი მხოლოდ 10 წამში შრება. LED-ების ხანგრძლივობაა 35.000 საათი.

შილაკის საუკეთესო აპარატები - შერჩევის კრიტერიუმები

სამუშაო ზედაპირი საკმაოდ დიდია, ხოლო  თითებისთვის განკუთვნილია რეზინის ხალიჩა. მოწყობილობა აღჭურვილია LCD დისპლეით და ტაიმერით, ასევე გაშრობის 10,  30 და 60 წამიანი მაჩვენებლებით

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • LCD ეკრანი;
  • ტაიმერი;
  • ერგონომიული დიზაინი;
  • მაღალი სიმძლავრე

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი

Moonlight LED Arch 24W - იაფიანი შილაკის აპარატი კარგი ენერგიით

ეს ბიუჯეტური შილაკის აპარატები რეკომენდირებულია მოყვარულთა და დამწყებთათვის. კომპაქტური მოწყობილობა,  რომელსაც  გასაშლელი სამუშაო ზედაპირი აქვს,  აღჭურვილია სხვადასხვა LED ნათურებით, რომელთა საერთო სიმძლავრეა 24 ვტ.  კორპუსი დამზადებულია  პრიალა  გამძლე პლასტმასისგან.

Moonlight შილაკის საშრობი  30 წამში აშრობს გელ-ლაკს, ხოლო LED-ების სპეციალური განლაგება ხელს უშლის საფარის დანაოჭებას. მოწყობილობას აქვს ტაიმერი,  რომლის მაჩვენებლებია 15, 30 და 60 წამი. საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის,  აპარატს შეუძლია 2-3 წელი იმუშაოს.

უპირატესობები:

  • ერგონომიული ფორმა;
  • დასაკეცი სამუშაო ზედაპირი;
  • ტაიმერის არსებობა;
  • ბიუჯეტური ფასი

ნაკლოვანებები:

  • დაბალი სიმძლავრე

Nano Professional NanoLamp1 CCFL 12W - ელეგანტური დიზაინი, პლიუს გერმანული ხარისხი

პროფესიონალური შილაკის აპარატი  იდეალურია გელიანი საფარის სწრაფი გაშრობისთვის. მრგვალი ნათურა მხოლოდ 12 ვტ სიმძლავრისაა,  მაგრამ აშრობს 4-ჯერ უფრო სწრაფად,  ვიდრე UV მოწყობილობა.

შილაკის საუკეთესო აპარატები - შერჩევის კრიტერიუმები

გერმანულ მოდელს 3 ოპერაციული რეჟიმი აქვს - 30, 60 წამი და „უსასრულობა“, რომელიც არ იწვევს წვას და სხვა ნეგატიურ რეაქციებს. ასევე გამორიცხავს ლაქებზე ბუშტების წარმოქმნას და დარღვევებს გაშრობის დროს.

გაშრობის პროცესს თავისებური მახასიათებლები აქვს: ფრჩხილები ნათურაში უნდა მოათავსოთ მხოლოდ სწორ მდგომარეობაში, რომლის შემდეგ,  საფარი გაშრება ძალიან ლამაზად.

უპირატესობები:

  • დაბალი ენერგიის მოხმარება;
  • ელეგანტური დიზაინი;
  • კომპაქტური ზომები;
  • ნათურების შეცვლის შესაძლებლობა;
  • ტაიმერის არსებობა.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

  დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ შილაკის აპარატების 2019 წლის ყველაზე გაყიდვად მოდელებს.

პოპულარული მოდელები

პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
Regular price 160.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი