შედუღების აპარატის ტრანსფორმატორები

ტრანსფორმატორებს იყენებენ სხვადასხვა სახის შედუღების სამუშაოებისთვის. მათი მომარაგება ხდება ელექტრო ქსელიდან და გარდაქმნიან ალტერნატიულ ძაბვას, რომელსაც ამცირებენ საჭირო მნიშვნელობამდე. დღევანდელი რეიტინგი შეიცავს შედუღების აპარატების საუკეთესო ტრანსფორმატორების ჩამონათვალს, რომლებიც განკუთვნილია საშინაო და პროფესიონალური გამოყენებისათვის.

მოწყობილობის სწორი არჩევანი და საჭირო ინდიკატორების გაანგარიშება დამოკიდებულია მისი გამოყენების მიზანზე. შედუღების აპარატის ტრანსფორმატორის  ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მაქსიმალური დენის ძალა.

მცირე საყოფაცხოვრებო სამუშაოსთვის, როგორიცაა ღობეების, ქსელის ან ფარდულის დამუშავება, საკმარისია 160 ამპერი, ხოლო დიდ საამქროებში რეკომენდირებულია ისეთი ტრანსფორმატორების გამოყენება, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 200 ამპერია. ეს მახასიათებელი გავლენას ახდენს ასევე ელექტროდის საჭირო დიამეტრზე.

შედუღების ტრანსფორმატორები გამოიყენება მაშინ, როდესაც არ არის საჭირო მაღალი ხარისხის შედუღება, მაგალითად, შავი ლითონების დამუშავებისას. ასეთი მოწყობილობები გამოირჩევა ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარებით და ეფექტურობის მაღალი კოეფიციენტით - დაახლოებით 70-80%.

Wester ARC 130

მოდელის გამორჩეული მახასიათებლები მოიცავს მცირე წონასა და მარტივად გამოყენებადობას. შემცირებული ძაბვით მოწყობილობას მუშაობს 198 ვ-მდე და ამუშავებს დაახლოებით 4 მმ სისქის ლითონს.

ტრანსფორმატორის ჩამონტაჟებული ვენტილიატორის  წყალობით, იგი საიმედოდ არის დაცული გადახურებისა და მოკლე ჩართვებისგან. დენის სიმძლავრის რეგულირდება ხდება 80-130 A დიაპაზონში.

შედუღების აპარატი Wester ARC 130

უპირატესობები:

  • წონა - 10.6 კგ;
  • საიმედო მოწყობილობა;
  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა.

ნაკლოვანებები:

  • მოკლე კაბელი.

Awelco Club 1850

როგორც ენერგიის წყაროს, მოდელი იყენებს ელექტრო ქსელს 220 ან 380 ვ ძაბვით. ლითონის დამუშავება ხდება 1.6-3.2 მმ სისქის ელექტროდების გამოყენებით. შედუღების აპარატის ტრანსფორმატორს ასევე აქვს გადატვირთვისგან დაცვის ფუნქცია.

შედუღების აპარატი Awelco Club 1850

დენის სიმძლავრის დიაპაზონი მერყეობს 60-დან 150 ა-მდე, რაც საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაღალხარისხიან შედუღებას. 18 კგ-იანი მოწყობილობის ტრანსპორტირებისთვის კი გამოიყენება სახელური და მოხსნადი ბორბლები.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი;
  • სტაბილური მუშაობა;
  • მაღალი ხარისხის შედუღება;
  • ტრანსპორტირების მოხერხებულობა.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი დატვირთვით მუშაობისას, ძალიან თბება.

Telwin Eurarc 522

მოდელი აღჭურვილია დენის რეგულატორით და თერმოსტატული გადახურებისგან დამცავი მექანიზმით. ტრანსფორმატორს შეუძლია იმუშაოს ტუტე ელექტროდებთან, რომელთა დიამეტრია 1.6-დან 6 მმ-მდე, ეს კი საშუალებას გაძლევთ შეადუღოთ 24 მმ-მდე სისქის ლითონი.

შედუღების აპარატი Telwin Eurarc 522

მოწყობილობა იყენებს 220 ან 380 ვოლტს, როგორც ენერგიის მთავარ წყაროს. სახელურითა და ბორბლებით კი შესაძლებელია 81 კგ წონის  მქონე ტრანსფორმატორის უპრობლემო გადაადგილება.

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • მაქსიმალური დენის ძალა - 400 ა;
  • გადაადგილების სიმარტივე.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Kaviki TDM-252 U2

შედუღების აპარატის ტრანსფორმატორი მსუბუქი და ძლიერი მოწყობილობაა, რომელიც  380 ვოლტიანი ქსელიდან სტაბილურად მუშაობს. დენის დიაპაზონი დაახლოებით 50-დან 250 ა-მდეა, რაც საშუალებას გაძლევთ შეადუღოთ დაახლოებით 8 მმ სისქის ლითონი.

მოწყობილობის სიმძლავრეა 12 კვტ. მაქსიმალური დატვირთვისას, მოწყობილობის ხანგრძლივობაა 60%, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივსა და სტაბილურ მუშაობას შეფერხების გარეშე.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

  • ვენტილიატორის ნაკლებობა.

საუკეთესო შედუღების აპარატების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

3 საუკეთესო ბრაუნის უთო დელიკატური ქსოვილების დაუთოებისთვის
3 საუკეთესო ბრაუნის უთო დელიკატური ქსოვილების დაუთოებისთვის
რადგან თითქმის ყოვედღიურად ან კვირაში რამდენჯერმე მაინც გვიწევს ტანსაცმლისა თუ თეთრეულის დაუთოება...
კითხვის გაგრძელება
მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლები
მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლები
ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მახასიათებლებს. გამონაკ...
კითხვის გაგრძელება
რომელი ელექტრო შალაშინის ყიდვა სჯობს - მოდელების შედარება
რომელი ელექტრო შალაშინის ყიდვა სჯობს - მოდელების შედარება
ხის ხელსაწყოების შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს და პარამეტრებს: ელექტროძრავის...
კითხვის გაგრძელება