საუკეთესო თანამედროვე სმარტფონები

 ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, ახალი სმარტფონების მოდელები თითქმის ყოველთვიურად გამოდის გაყიდვაში.

ბუნებრივია, ყველა მწარმოებელი დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს, რომ  ბაზარზე საუკეთესო სმარტფონი წარადგინა,  მაგრამ მომხმარებლისთვის ზოგჯერ რთულია მათში გარკვევა. ეს მრავალფეროვნებაც თითქოს ართულებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ამავდროულად, სმარტფონები ისეთი მოწყობილობებია,   რომელთანაც იმაზე ხშირად გვიწევს ურთიერთობა, ვიდრე გარშემომყოფებთან. უმეტესობისთვის ტელეფონი უკვე იქცა სამუშაო იარაღად ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეაირჩიოთ  თქვენთვის სასურველი მოდელი.

როგორია საუკეთესო სმარტფონი? ეს არის მოწყობილობა, რომელიც უნდა იყოს ძალიან მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, ჩქარი და  რაც მთავარია, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თქვენს მოთხოვნას.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მობილურების ყიდვის შემთხვევაში.

  1. ნუ გადაიხდით ზედმეტ თანხას მხოლოდ ბრენდში. არსებობს სტერეოტიპი, რომ საუკეთესო სმარტფონებს მხოლოდ ორი ცნობილი კომპანია აწარმოებს (samsung & apple), ხოლო დანარჩენები მხოლოდ ამ მწარმოებლების ასლია.

თუმცა, სასიხარულოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტერეოტიპი არაფრის მომცემია, რადგან ჩინური კომპანიები ბოლო წლებია სერიოზულ კონკურენციას უწევენ ამ გიგანტებს და თანამედროვე ბიუჯეტურ სმარტფონებს აწარმოებენ.

  1. ნუ წამოეგებით ციფრებს. 40 მეგაპიქსელი არ ნიშნავს ყოველთვის საუკეთესო კამერას. რეალობა ხშირად ძალიან განსხვავდება რეკლამისგან. მხოლოდ ადეკვატური მიმოხილვები დაგეხმარებათ გაიგოთ სიმართლე მოწყობილობის შესახებ (და  მაინც, ყველაზე იდეალურია პირადად გატესტვა).
  2. სმარტფონის ყიდვამდე უმჯობესია იგი პირადად ნახოთ მაღაზიაში ან შოურუმში, რათა შეამოწმოთ რამდენად კომფორტულია  ხელში.

იმისათვის, რათა თანამედროვე ტელეფონების სხვა მახასიათებლებიც ვნახოთ, სასურველია კონკრეტული მოდელების მიმოხილვა.

iPhone 11

IPhone 11 ტექნიკურად iPhone 11 Pro სერიას არ აღემატება,  მაგრამ  ბევრად უფრო იაფი ღირს. აქვს ყველა ის  ძირითადი ფუნქციები,  რომლებიც Apple მოწყობილობშია ჩამონტაჟებული.

თუკი  დიდი ეკრანი გსურთ, მაშინც 6.1 ინჩიანი ეკრანი იდეალურია თქვენთვის. მიუხედავად იმისა,  რომ Pro მოდელებზე OLED დისპლეი არ არის გათვალისწინებული,  ზოგიერთი მაინც ვერ შეამჩნევს მათ შორის განსხვავებას.

საუკეთესო თანამედროვე სმარტფონები

გარდა ამისა,  iPhone 11-ს საკმაოდ გამძლე ბატარეა აქვს, რომელიც  მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ. მართალიაც IPhone 11 Pro-ს ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში შეუძლია მუშაობა, მაგრამ არც 11-ის შესაძლებლობებია ცუდი მაჩვენებელი.

iPhone 11-ის კამერა ასევე ახლოს არის აიფონის საუკეთესო კამერებთან, ხოლო Pro მოდელებს აქვთ სამმაგი ლინზების კამერა, რომლებიც  ხაზს უსვამს მუქ ტონალობას.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • წონა: 194 გ;
  • ზომები: 150.9 x 75.7 x 8.3 მმ;
  • ოპერაციული სისტემა: iOS 13;
  • ეკრანის ზომა: 6.1 დიუმიანი;
  • რეზოლუცია: 828 x 1792;
  • პროცესორი: A13 Bionic;
  • მეხსიერება: 64/128 / 256 გბ;
  • აკუმულატორი: 3110mAh;
  • უკანა კამერა: 12MP + 12MP;
  • წინა კამერა: 12 MP

დადებითი მახასიათებლები:

  • შესანიშნავი შესრულება

უარყოფითი მახასიათებლები:

  • LCD ეკრანი

iPhone 11 Pro Max

IPhone 11 Pro Max  ყველაზე დიდი და მაღალხარისხიანი  ტელეფონია, რომელიც Apple-ს აქამდე უწარმოებია. მართალია, ეს მოდელი საკმაოდ  ძვირადღირებულია, მაგრამ დახვეწილი დიზაინიდან და ფუნქციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მართლაც იდეალურია. ტელეფონის მთავარი დამახასიათებელია  დიდი სამმაგი კამერა და გაზრდილი  ენერგია.

საუკეთესო თანამედროვე სმარტფონები

Apple-მა პირველად გამოიყენა უკანა სამმაგი კამერა, რითაც შესაძლებელია პროფესიონალური ფოტოების გადაღება. მთლიანობაში, გაუმჯობესებული კამერით, Apple-მ ახალი სმარტფონი iPhone 11 Pro Max  სულ ახალ დონეზე აიყვანა.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • წონა: 226 გრ;
  • ზომები: 158 x 77.8 x 8.1 მმ;
  • ოპერაციული სისტემა: iOS 13;
  • ეკრანის ზომა: 6.5 დიუმიანი;
  • რეზოლუცია: 1242 x 2688;
  • პროცესორი: A13 Bionic;
  • მეხსიერება: 64/256/512 გბ;
  • აკუმულატორი: 3500mAh TBC;
  • უკანა კამერა: 12MP + 12MP + 12MP;
  • წინა კამერა: 12 MP

დადებითი მახასიათებლები:

  • ძლიერი შესრულება;
  • ლამაზი ეკრანი

უარყოფითი მახასიათებლები:

  • ძალიან მაღალი ფასი

და ბოლოს, ასევე უნდა წარმოგიდგონოთ ერთ-ერთი ძვირადღირებული მოდელი, ოღონდ განსხვავებული მწარმოებლის მიერ.  

Huawei P30 Pro

დიდი - 6.47 ინჩიანი დიაგონალის მქონე P30 Pro-ს,   დამატებით მკაფიო, OLED ეკრანი აქვს, რომელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს ისეთივე მაღალი რეზოლუცია,  როგორც კონკურენტ მოდელებს.

Huawei P30 Pro-ს აკუმულატორს 4200mAh ტევადობა აქვს, რომელიც საკმარისია მთელი დღისთვის. ამასთან, მოწყობილობა აერთიანებს მაღალხარისხიან მთავარ კამერას, რომელსაც საუკეთესო სურათების გადასაღებად უამრავი ფუნქციები აქვს.

ერთი სიტყვით, თუ გინდათ შესანიშნავი გარეგნობის ტელეფონი და კამერა, მაშინ Huawei P30 Pro შესანიშნავი ვარიანტია

საუკეთესო თანამედროვე სმარტფონები

ტექნიკური მახასიათებლები:

  • წონა: 192 გრ;
  • ზომები: 158 x 73.4 x 8.4 მმ;
  • ოპერაციული სისტემა: Android 9;
  • ეკრანის ზომა: 6.47 ინჩი;
  • რეზოლუცია: 2340 × 1080;
  • პროცესორი: Kirin 980;
  • მეხსიერება: 128/256/512 გბ;
  • აკუმულატორი: 4200mAh;
  • უკანა კამერა: 40MP + 20MP + 8MP + ToF;
  • წინა კამერა: 32MP

 

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი