თანამედროვე ბიუჯეტური სმარტფონები

  მას შემდეგ, რაც ბიუჯეტური ტელეფონის ყიდვას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

სმარტფონი მოსახერხებელი უნდა იყოს კონკრეტული მომხმარებლისთვის - მაგალითად, ბავშვებისა და ქალებისთვის უფრო ადვილია  ისეთი მოწყობილობების გამოყენება, რომელთა ეკრანის დიაგონალი დაახლოებით 5  ინჩია.

საშუალო ზომის ეკრანის მქონე მობილურებისთვის,  ელემენტის სიმძლავრე უნდა იყოს მინიმუმ 2800 mAh.

ოპერატიული მეხსიერების ოპტიმალური მოცულობაა 2 გბ, მაგრამ რაც უფრო  მეტია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად მუშაობს მობილურიც.

საუკეთესო ბიუჯეტური მობილურები 6 ინჩიანი ეკრანის ზომით

ზოგადად, დიდ ეკრანებზე ბევრად მოსახერხებელია  უამრავი სხვადასხვა ინფორმაციის გაცნობა, ასევე სურათების უკეთესი ხარისხით ჩვენება.

ერთადერთი უარყოფითი ისაა, რომ ასეთი მობილურების  ტარება არ არის ძალიან მოსახერხებელი, რადგან  ყველა ჯიბეში ვერ ეტევა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სიდიდის მიუხედავად, ასეთი სმარტფონები  პოპულარობას არ კარგავენ.

Huawei Honor 8

6.09  დიაგონალის მქონე ტელეფონი საიმედოდ იცავს მომხმარებელთა მონაცემებს თითის ანაბეჭდის სკანერის წყალობით, ხოლო წინა კამერას შეუძლია მფლობელის სახის ამოცნობა, თუნდაც ცუდად განათებულ სივრცეში. 13MP-იან მთავარ კამერას f/1.8  აპარატურით, შეუძლია ღამითაც გადაღება. წინა 8MP-იან ობიექტივს კი აქვს ინტელექტისა და სელფის დამუშავების რეჟიმები.

თანამედროვე ბიუჯეტური სმარტფონები

ტელეფონი წარმოებულია სამ ფერში: შავში, ოქროსფერსა და ლურჯში. 2 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება და 8 ბირთვიანი პროცესორი კი უზრუნველყოფს  ბევრად სწრაფ მუშაობას. ბატარეის მოცულობაა 3020 mAh.

უპირატესობები:

  • თვალის დაცვა - UV გამოსხივების ფილტრაცია;
  • NFC მოდული;
  • მაღალი დონის შესრულება;
  • საინტერესო დიზაინი

ნაკლოვანებები:

  • სრულად დატენვას დაახლოებით 150 წუთი სჭირდება.

ეს არის ერთ-ერთი ბიუჯეტური მობილური, რომელიც აღჭურვილია NFC ფუნქციით.

Samsung Galaxy A 10

 6.2 დიაგონალის მქონე სამსუნგის ტელეფონს აქვს თანამედროვე დიზაინი, თხელი კორპუსი (7.9 მმ) და 168 გ წონა. წარმოებულია წითელ, ლურჯსა და ნაცრისფერ ფერში. 2 გბ ოპერატიული მეხსიერება საკმარისია ნებისმიერი დავალებების შესასრულებლად.

თანამედროვე ბიუჯეტური სმარტფონები

უკანა კამერა  13 მეგაპიქსელიანია, ხოლო წინა 5 მეგაპიქსელიანი, რომელსაც შეუძლია HD ხარისხის ვიდეოების გადაღება.

უპირატესობები:

  • თხელი ჩარჩო;
  • 8 ბირთვიანი პროცესორი;
  • 3400 mAh ბატარეა;
  • MicroSD მხარდაჭერა 512 გბ-მდე;
  • ჩქარი პროცესორი.

ნაკლოვანებები:

  • NFC და Wi-Fi 5 GHz ნაკლებობა.

საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები 5-5.4 ეკრანის დიაგონალით

ყველაზე პოპულარული და კომფორტული ტელეფონის ზომა, რომლის გამოყენება მოსახერხებელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის

Xiaomi Redmi 7A

სმარტფონი აღჭურვილია ძლიერი 8 ბირთვიანი პროცესორით და ტევადი 4000 mAh ბატარეით.  აქვს 5.45 ინჩიანი ეკრანი და ორი კამერა: მთავარი - 13 მეგაპიქსელიანი და წინა - 5 მეგაპიქსელიანი.

თანამედროვე ბიუჯეტური სმარტფონები

სამწუხაროდ, არ არის გათვალისწინებული თითის ანაბეჭდის სკანერი და NFC ფუნქცია.

უპირატესობები:

  • ოპერაციული სისტემა - Android 9.0 Pie;
  • ოპერატიული მეხსიერება - 3 გბ;
  • 4G VoLTE მხარდაჭერა;
  • წყალგამძლე საფარი;
  • ვიდეოებს გადაღებს Full HD ფორმატში;
  • ორი სიმ ბარათის გამოყენების შესაძლებლობა

ნაკლოვანებები:

  • მეხსიერების ბარათზე პროგრამების  გადატანა შეუძლებელია.

Honor 8C 4 / 32GB - დიდი ეკრანითა და მძლავრი პროცესორით

6.26 დიაგონალის მქონე სმარტფონი Honor აღჭურვილია შესანიშნავი ორმაგი კამერით 13 + 2 მეგაპიქსელით, რაც საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ მაღალი ხარისხის ფოტოები ნებისმიერ ამინდში და შედარებით ნორმალურ განათებაში. 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა შესანიშნავ ფოტოებს იღებს ამიტომ, უკმაყოფილო სულაც არ დარჩებით.

კიდევ ერთი უპირატესობა  ეს არის მობილურის  პროცესორი - რვაბირთვიანი Snapdragon 632. 4 გბ ოპერატიული მეხსიერება კი მოგცემთ  იმის  საშუალებას, რომ  იმუშაოთ მძიმე პროგრამებთან და თამაშებთან. გარდა ამისა, გათვალისწინებულია  მძლავრი 4000 mAh ბატარეა, რომლის დამსახურებითაც სმარტფონი 23 საათი ძლებს.

დადებითი:

  • ძლიერი პროცესორი;
  • დიდი მეხსიერება;
  • მძლავრი ბატარეა;
  • ორი სანავიგაციო სისტემა.

მინუსები:

  • ძალიან დიდია, რაც  ხელში შესაძლოა მოუხერხებელი მოგეჩვენოთ.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი