საუკეთესო ორკამერიანი მაცივრები
ორკამერიანი მაცივრები ყველაზე პოპულარული ტიპის ტექნოლოგიაა, რომელსაც სამაცივრე განყოფილება და საყინულე ცალ-ცალკე აქვს. ამ ტიპის მაცივრები ოპტიმალურად აერთიანებენ კომპაქტურობასა და დიდ მოცულობას, რის გამოც შესაფერისია ნებისმიერი სამზარეულოსთვის.
დღევანდელ აღწერაში გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მოდელის განხილვა, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მაცივარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, isurve.ge საიტზე მასიურად შეგხვდებათ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფასდაკლებით, რომელთა შეძენა განვადებითაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ასე, რომ აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენს გვერდს და შეარჩიეთ ნებისმიერი სამზარეულო ტექნიკა იაფად.
Beko RDSK 240M00 W - ზედა საყინულე კამერით
Beko მაცივარი ბიუჯეტური და ამავე დროს მოცულობითი მოდელია, რომელიც წარმოებულია რუსეთში.
მაცივრის საერთო მოცულობა საკმაოდ დიდია - 223 ლ ( აქედან 46 ლ საყინულეზე მოდის), ზომები კი 54x60x146 სმ-ია.
ბეკოს მაცივრები დახვეწილი და ტრადიციული დიზაინისაა, რომლის კარების დამონტაჟება სურვილისამებრ შეგიძლიათ. მოწყობილობის შიდა კედლები დაფარულია ანტიბაქტერიული საფარით.
ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, სიცივის ავტომატური შენარჩუნება 16 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო საყინულეს შეუძლია გაყინოს დღეში 4 კგ-მდე საკვები.
უპირატესობები:
- დაბალი ფასი;
- დიდი მოცულობა;
- ანტიბაქტერიული საფარი;
- ჰაერის გამწმენდი სისტემა;
- ცალკე ყუთი ხილისა და ბოსტნეულისთვის.
Liebherr CBNPgb 4855 - პრემიუმ კლასის მაცივარი
მაცივარ Liebherr-ს ( მწარმოებელი ქვეყანა გერმანია) აქვს ინვერტორული კომპრესორი, რაც ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას წელიწადში 149 კვტ/სთ-მდე.მშრალი ყინვის მაცივარი აღჭურვილია ელექტრონული მართვის ტიპით და LCD ეკრანი განლაგებულია კორპუსზე.
სწრაფი გაციებისა და გაყინვის ფუნქციებით, შეგიძლიათ გააცივოთ სასმელები და საკვები ძალიან მოკლე დროში, ხოლო დღეში 16 კგ-მდე პროდუქტი გაყინოთ.
ბოსტნეულისა და ხილის შესანახ განყოფილებაში შესაძლებელია ტენიანობის დონის რეგულირება. გააქტიურებული ფილტრი კი აშორებს უსიამოვნო სუნს და ასუფთავებს კამერის შიგნით არსებულ ჰაერს.
მაცივარი წარმოდგენილია ელეგანტური დიზაინით, თან შავ ფერში. მოდელის ზომებია 60x69x201 სმ, მოცულობა - 344 ლიტრია.
უპირატესობები:
- ენერგიის ეკონომიური მოხმარება;
- ელექტრონული მართვა დისპლეის საშუალებით;
- საყინულეს აქვს No Frost სისტემა;
- სწრაფი გაყინვისა და გაგრილების რეჟიმები;
- ტენიანობის კონტროლის სისტემა;
- სიცივის ავტონომიური შენარჩუნება 24 საათამდე;
- ელეგანტური დიზაინი.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი;
Liebherr არის თანამედროვე, მრავალფუნქციური მაცივარი, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ იდეალურად მოერგება ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერს.
Bosch KGV36XW2OR
ამ მოდელის მაცივარს აქვს ტრადიციული ზომები - 60x63x185 სმ და საყინულე გაზრდილი მოცულობით - 94 ლიტრი, რომელიც მდებარეობს ქვედა ნაწილში.
მაცივარი ასევე აღჭურვილია სუპერ გაყინვის რეჟიმით, რომელიც მცირე ხნით ამცირებს ტემპერატურას -30 გრადუსამდე. ნორმალურ რეჟიმში გაყინვის მოცულობა დღეში 4.5 კგ-ია.
მოდელს აქვს ნულოვანი კამერა, რომელიც განკუთვნილია ახალი და მალფუჭებადი საკვების შესანახად. LowFrost ტექნოლოგიის წყალობით, სიცივე თანაბრად ნაწილდება მთელ მაცივარში. ელექტრონული მართვის საშუალებით შეგიძლიათ დააყენოთ საჭირო ტემპერატურა მაქსიმალური სიზუსტით.
უპირატესობები:
- LowFrost ტექნოლოგია;
- საერთო მოცულობა 317 ლიტრი;
- ელექტრონული მართვა;
- ტემპერატურის მითითება;
- ნულოვანი კამერა;
- სწრაფი გაყინვის რეჟიმი.
ნაკლოვანებები:
- არ აქვს No Frost სისტემა.
Bosch-ის ეს მაცივარი საშუალო ფასის მოდელია, რომელიც განკუთვნილია 3-4 კაციანი ოჯახისთვის.
პოპულარული მოდელები