საუკეთესო ნაყინის აპარტები

ბლოგში შემოგთავაზებთ საიმედო და მოსახერხებელი ნაყინის აპარატების მიმოხილვას, რომელიც იმედია, თქვენთან ერთად, თქვენს პატარებსაც აუცილებლად გაახარებს.

ნაყინის აპარატებს შეუძლიათ არა მხოლოდ გემრიელი ნაყინის მომზადება, არამედ დესერტებისთვის განკუთვნილი მასის დამუშავება.  იმისათვის, რომ უკეთ გავეცნოთ მოწყობილობების შესაძლებლობებს, განვიხილოთ რამდენიმე მოდელი.

Princess 282605

ფართო ნახევრად ავტომატური ნაყინის აპარატი Princess-გან აღჭურვილია 1.5 ლ ლითონის თასით,  რაც საკმარისია დესერტის 3-4 ულუფის მოსამზადებლად.

მოდელს აქვს ერთი ოპერაციული რეჟიმი, რომელიც  აღჭურვილია დისპლეითა და ტაიმერით, ასევე  ხმოვანი სიგნალით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაინიშნოთ ნაყინის დამზადების დრო. როგორც წესი,  მოწყობილობა ამ ამოცანას უმკლავდება 20-30 წუთში.

საუკეთესო ნაყინის აპარტები

მოდელის კორპუსი კომბინირებულია - დამზადებულია ლითონისა და პლასტმასისგან. მოსახსნელი მოტორიანი განყოფილება აადვილებს აღჭურვილობის წმენდას,  ხოლო თასის ძლიერი საფარი ხდის მას მეტად პრაქტიკულსა და გამძლეს.

უპირატესობები:

  • ძლიერი ლითონის კორპუსი;
  • ფართო თასი;
  • ტაიმერის არსებობა;
  • მარტივია გასაწმენდად.

Kitfort KT-1804

Kitfort ნაყინის აპარატი  აღჭურვილია 2 ლიტრიანი თასით, რომელი ფართო და პრაქტიკული გამოსაყენებელია. კორპუსი დამზადებულია ლითონისგან, რომელიც უძლებს სხვადასხვა დაზიანებებს.

საუკეთესო ნაყინის აპარტები

ნაყინის აპარატი აღჭურვილია დისპლეით, ციფრული ტაიმერით და ავტომატური გამორთვის ფუნქციით. კომპლექტს დამატებით მოყვება საზომი კოვზი, ხოლო 1.1 მ სიგრძის კაბელის წყალობით, მოწყობილობა მარტივი გამოსაყენებელია.

უპირატესობები:

  • მოცულობითი თასი;
  • მეტალის კორპუსი;
  • კომბინირებული თასი;
  • გათვალისწინებულია ტაიმერი და ეკრანი.

ნაყინის აპარატი Kitfort განკუთვნილია არამარტო ნაყინის, არამედ დესერტების მოსამზადებლად, რომელიც  იდეალურია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

Steba IC 20

კომპაქტური მოწყობილობა აღჭურვილია 1.5 ლ ალუმინის თასით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დატვირთოთ 900 გრ მდე ინგრედიენტი. გარდა ამისა, ნაყინის აპარატი აღჭურვილია მექანიკური ტაიმერით, რომელიც რეგულირდება 30 წუთამდე.

დასაკეცი დიზაინი მოსახსნელი თასით აადვილებს აპარატის გაწმენდას. ნაკრებში შედის კოვზი ნაყინის ბურთულების შესაქმნელად და პლასტმასის სახურავი, რათა მზა დესერტი შეინახოთ მაცივარში.

უპირატესობები:

  • ტაიმერის არსებობა;
  • კომპაქტური გამოსაყენებელი;
  • მოსახსნელი თასი;
  • ბურთულების შესაქმნელი კოვზი და სათავსოს სახურავი.

ნაკლოვანებები:

  • მცირე ტევადობა;
  • ხმაურიანი.

ნაყინის აპარატი შესანიშნავია საშუალო ოჯახისთვის, რომელიც დროდადრო ამზადებს ნაყინს. მოდელი არის კომფორტული, პრაქტიკული და დიდ ადგილს არ იკავებს

Rommelsbacher IM 12

Rommelsbacher ნაყინის აპარატს აქვს კომპაქტური ზომები და მოსახერხებელი კვადრატული ფორმა. მოწყობილობა შესაფერისია ნაყინისა და გაყინული იოგურტის დასამზადებლად. მოდელი აღჭურვილია 1.5 ლიტრი მოცულობის ლითონის თასით,  რომელიც საკმარისია 500-600 გრ დესერტის მოსამზადებლად.

საუკეთესო ნაყინის აპარტები

მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოსცემს ხმოვალ სიგნალს. აღჭურვილობის ძრავა დაცულია გადახურებისგან, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობს.

უპირატესობები:

  • ციფრული ტაიმერი და ავტომატურად გამორთვა;
  • ერგონომიული დიზაინი;
  • გასაწმენდად მარტივია;
  • გადახურებისგან დაცვა.

Cuisinart ICE-31GE

ნახევრად ავტომატურ ნაყინის აპაარტს აქვს თანამედროვე დიზაინი, რომლის კორპუსი დამზადებულია პლასტმასისა და ლითონის კომბინაციისგან. მოდელი აღჭურვილია 1.4 ლიტრიანი ალუმინის თასით, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ 400-500 გრ მდე დესერტი. მიქსერის უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს ინგრედიენტების თანაბრად შერევას და ნაყინის სწრაფ მომზადებას.

ხვრელიანი სახურავი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ კომპონენტები მომზადების დროსაც კი, ხოლო გამჭირვალე ფანჯარა საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ პროცესს მოწყობილობის შეჩერების გარეშე. რეზინის ფეხების წყალობით, მოდელი საიმედოდ თავსდება  სამუშაო ზედაპირზე.

უპირატესობები:

  • თანამედროვე დიზაინი;
  • გამჭირვალე ფანჯარა;
  • დესერტების სწრაფი მომზადება;
  • რეზინირებული ფეხები;
  • ინგრედიენტების ჩასამატებელი ხვრელი.