საუკეთესო Follow დრონები - მოდელების მიმოხილვა
Follow დრონების გამოყენება იდეალურია ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც გსურთ გადაიღოთ თხილამურებით სრიალი, ველოსიპედით გადაადგილება, სნოუბორდით კატაობა, სირბილი ან თუნდაც სერფინგი. მაგრამ ბევრი მათგანი არც ისე კარგად მუშაობს, მართვაც რთულია და შესაბამისად, რთულია მაღალი ხარისხის კადრების გადაღება.
ჩვენ შევადგინეთ გამორჩეული დრონების რეიტინგი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია იდეალურად სუფთა ვიდეოების გადაღება.
DJI Phantom 3 Standard - ფასისა და შესრულების საუკეთესო თანაფარდობა
DJI-ის დრონები ნამდვილად ადგენენ თავიანთ სტანდარტებს და მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობენ ხელმისაწვდომ ღირებულებასა და საუკეთესო ხარისხს. Phantom 3 საუკეთესო დრონია, რომელსაც Follow ფუნქცია აქვს.

Follow Me რეჟიმში ზუსტი პოზიციონირებისთვის, დრონი იყენებს GPS/GLONASS-ს. ამ სისტემის წყალობით, მოწყობილობა ჰაერში ერთი და იგივე პოზიციაზე ტრიალებს, ხოლო კამერა ობიექტს მიჰყვება.
რომელი სტატუსი უნდა მიენიჭოს მოწყობილობას? სტანდარტული, მოწინავე თუ პროფესიონალური? DJI Phantom 3 Standard დრონი ხელმისაწვდომია სამივე კონფიგურაციაში, მაგრამ მათ შორის მთავარი განსხვავება კამერის ხარისხშია.
DJI Phantom 3 იყენებს Follow Me ტექნოლოგიას, რომელიც ძალიან მოსახერხებელია დამწყებთათვის. Phantom 3-ის მართვა ძალიან მარტივია, რომელიც პრობლემას არ შეგიქმნით.
Follow Me - DJI Phantom 3-ის ერთ-ერთი საინტერესო თვისებაა. დრონი ასევე აღჭურვილია ისეთი ჭკვიანი რეჟიმებით, როგორიცაა: Waypoints (ფუნქცია, რომელიც აღრიცხავს ფრენის კონკრეტულ ტრაექტორიას), Point of Interest (დრონი ავტომატურად ტრიალებს ობიექტის გარშემო), Home Lock (კონტროლი მფრინავის პოზიციასთან მიმართებაში).
DJI Phantom 4 - შესანიშნავი ტექნოლოგია
აღნიშნულ მოდელში ფრენის დრო 28 წუთამდე გაიზარდა, რაც დრონისთვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. მოწყობილობას დაბრკოლებების თავიდან აცილების ფუნქციაც გააჩნია, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს გარკვეულ პირობებში, მაგალითად მაშინ, როდესაც იყენებთ Follow me რეჟიმს.

ყველაზე დიდი განსხვავება Phantom 3-სა და Phantom 4-ს შორის არის ის, რომ ახალი მოდელი აღჭურვილია ინტელექტუალური კამერით. დრონს შეუძლია იფრინოს დაბრკოლებების გარშემო და მოახდინოს გარემოზე სწრაფი რეაგირება. დაბრკოლებების თავიდან აცილების ფუნქცია სასარგებლოა follow me რეჟიმის გამოყენების დროს.
Phantom 4 დრონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი ფრენის გახანგრძლივებული დროა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო დიდხანს ადევნოთ თვალყური ობიექტს და გადაიღოთ რაც შეიძლება მეტი ფოტო ან უფრო ხანგრძლივი ვიდეო.
3DR Solo
Solo by 3DR არის უპილოტო დრონი GoPro-სთვის, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი ჭკვიანი დრონი. მოდელს აქვს საოცრად ინტუიციური მართვის მექანიზმი, რომელიც შესანიშნავია დამწყებთათვის.

სოლოს აქვს მართვის რამდენიმე ინტელექტუალური რეჟიმი: Follow Me, Orbit, Cable Cam და Selfie.
მოწყობილობას უდავოდ ძალიან მაგარი თვისებები აქვს, რომელიც დრონს მეტ პოპულარობას ანიჭებს როგორც კომერციული თვალსაზრისით, ისე ჩვეულებრივი მოხმარებისთვის.
ინტელექტუალური კომპიუტერული სისტემა საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ კუთხე, მანძილი და პერსპექტივა დრონის ფრენის დროს. შედეგად კი მიიღებთ შესანიშნავ ვიდეოს.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







