საუკეთესო ჩოფერები - როგორ შევარჩიოთ სწორად მულტი საჭრელები

საკვების ყოველდღიური მომზადება დიასახლისისგან სერიოზულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. უმეტეს შემთხვევაში, საჭიროა სხვადასხვა სახის პროდუქტების დაჭრა, რომელსაც დიდი დრო სჭირდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სალათების - ბოსტნეულის, ხილის მომზადება.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა დიდი ხნის წინ გადაჭრეს ეს პრობლემა და შეიმუშავეს სპეციალური სამზარეულოს მოწყობილობები - ჩოფერები,  რომლებიც გამორჩეულია კომპაქტური ზომით, მცირე წონითა და მოვლის სიმარტივით.

დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოდელის განხილვას. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩოფერების ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე და თან საკმაოდ ხელმისაწვდომ  ფასად.

Oberhof

ჩვენი რეიტინგის ლიდერი მოწყობილობა ძალიან მძლავრი ძრავით (600 ვტ-მდე). თასი 2 ლიტრამდე მოცულობისაა, რომლის პირები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან. ჩოფერის დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ კოქტეილები, დაბლენდერებული ხორცი და დაჭრათ არა მხოლოდ ბოსტნეული ან ხილი, არამედ - სანელებლებიც.

გათვალისწინებულია გაყინული პროდუქტების დამუშავების ფუნქცია. შესაძლო გადახურების საწინააღმდეგოდ, არსებობს ძრავის საიმედო დაცვის სისტემა. პირები ორი დონისაა და ისინი განლაგებულია ისე, რომ პროცესში თასის მთლიან მოცულობას იკავებს.

საუკეთესო ჩოფერები - როგორ შევარჩიოთ სწორად მულტი საჭრელები

არსებობს ფუნქციონირების ორი რეჟიმი. მაღალი სიჩქარით მუშაობის დროსაც, მოწყობილობა თითქმის ჩუმად მუშაობს ამიტომ, მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ღამითაც, ოჯახის წევრების გაღვიძების შიშის გარეშე.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • ორი დანის სისტემა;
  • ჭრის ელემენტების ფორმა ისეთია, რომ ისინი იყენებენ თასის მთელ მოცულობას;
  • თასის მოცულობა 2 ლიტრია;
  • ძლიერი პლასტმასის კორპუსი.

Xiaomi DEM-JR01

Xiaomi კომპანიის პროდუქტები დღეს ყველა სფეროში აქტიურადაა გავრცელებული.

აღნიშნული ჩოფერის თასის მოცულობა 1.8 ლიტრია, ელექტროძრავის სიმძლავრე კი 400 ვატია. დანების ბრუნვის სიჩქარე აპარატში 24 000 rpm-ია, რომლებსაც შეუძლიათ წამში გაუმკლავდნენ ნებისმიერი სიმტკიცის პროდუქტებს.

მოწყობილობა საკმაოდ ფუნქციონალურია. მისი დახმარებით შეგიძლიათ დაჭრათ არამარტო  საკვები, არამედ მოამზადოთ სოუსები, კოქტეილები, დატეხოთ ყინული, თხილი და მოამზადოთ უგემრიელესი ხორცი.

საუკეთესო ჩოფერები - როგორ შევარჩიოთ სწორად მულტი საჭრელები

მოწყობილობის წონა მხოლოდ 3 კილოგრამზე ოდნავ მეტია. გათვალისწინებულია შესაძლო გადატვირთვისა და გადახურებისგან დაცვის ორიგინალური სისტემა - ამისათვის სტრუქტურაში დამონტაჟებულია სპეციალური სენსორი.

უპირატესობები:

  • მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი პლასტმასისაა, ყველა შიდა ელემენტი დამზადებულია ლითონისგან;
  • არსებობს გადატვირთვისა და გადახურებისგან დაცვის სისტემა;
  • მარტივად ამუშავებს ნებისმიერი ტიპის პროდუქტს;
  • მისაღები ღირებულება;
  • წარმოების კარგი ხარისხი.

Bosch MMR 08A1

ძალიან კარგი ხარისხის მოწყობილობა, რაც ბოშისგან გასაკვირი არ არის. კორპუსი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან, რომელიც არ იტოვებს სუნს. თასი და დანები უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოამზადოთ პაშტეტი, სუფლე და ბავშვის ბოსტნეულის საკვები.

საუკეთესო ჩოფერები - როგორ შევარჩიოთ სწორად მულტი საჭრელები

ბოშის ჩოფერს მოყვება უნიკალური დანამატი ხელნაკეთი მაიონეზისა და სოუსების დასამზადებლად. თასის მოცულობა მცირეა - მხოლოდ 0.8 ლიტრი, ასე რომ არც ისე ბევრი პროდუქტის ჩატვირთვა შეიძლება ერთი დამუშავებით.

უპირატესობები:

  • უჟანგავი ფოლადის დანები არ დუნდება წლების განმავლობაში;
  • სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სახის პროდუქტები.

კომპაქტური ზომის ჩოფერები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

ჩოპერი Weimar WE-3027
ჩოპერი Weimar WE-3027
Regular price 130.00 ლარი 109 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩოფერი PHILIPS HR1393/00
ჩოფერი PHILIPS HR1393/00
Regular price 199.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ჩოპერი Weimar WE3025
ჩოპერი Weimar WE3025
Regular price 160.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩოპერი Boma BM-YTW02
ჩოპერი Boma BM-YTW02
Regular price 75.00 ლარი 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი