კომპაქტური ზომის ჩოფერები თქვენს სამზარეულოში
უკვე დიდი ხანია, რაც ჩოფერები საკმაოდ აქტიურად გამოჩნდა სამზარეულო ტექნიკის ბაზარზე და ძალიან ბევრი სხვადასხვა მოწყობილობის ჩანაცვლება შესძლო.
ისურვეს ბლოგებში ხშირად ვსაუბრობთ სამზარეულო კომბაინებზე და აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ტექნიკა რამდენიმე მოწყობილობის, მაგალითად, ხორცსაკეპი მანქანის, ბლენდერის, ან წვენსაწურის ფუნქციასაც ასრულებს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლებლობების თვალსაზრისით, ჩოფერები იგივე მინი სამზარეულო კომბაინებია.
დღეს წარმოგიდგენთ ორი მოდელის განხილვას, თუმცა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ მეტი მოდელების სანახავად, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ბრენდის ბლენდერი ჩოფერი.
Bosch MMRP1000
Bosch ჩოფერი ადვილად გამოსაყენებელი მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია მარტივად შეცვალოს სამზარეულო კომბაინი ან ხორცის საჭრელი. მოდელი, რომლის სიმძლავრე 400 ვტ-ია, ადვილად გადააქცევს ფრინველისა და თევზის ხორცს ერთგვაროვან ფარშად.
მისი ტევადი, 800 მლ-ია თასი საშუალებას მოგცემთ, დაამუშაოთ საკმარისი კომპონენტები ერთ ციკლში. თეთრი ფერის მოდელი შესანიშნავად თავსდება ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერში.
პროდუქტის თასი და მისი კორპუსი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან, რომელიც უსაფრთხოა საკვებთან კონტაქტის დროს. იმპულსის რეჟიმი სასარგებლოა განსაკუთრებით მყარი პროდუქტების დასამუშავებლად და უფრო საფუძვლიანად დაფქვისთვის.
მოდელი აღჭურვილია მკვეთრი დანით, რომელიც შესანიშნავად უმკლავდება ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებას. მოწყობილობის ერთ-ერთი უპირატესობა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში თასის გარეცხვის შესაძლებლობაა.
მახასიათებლები:
- თასის ზომა - 0.8 ლ;
- სიჩქარის რაოდენობაა 1;
- სიმძლავრე - 400 ვტ;
- კომპლექტში არსებული უნივერსალური დანა.
დადებითი:
- მრავალფუნქციური;
- ძლიერი;
- კომპაქტური.
მინუსები:
- დენის მოკლე კაბელი;
- თასის პატარა ზომა.
Zigmund & Shtain CH-14R
Zigmund & Shtain CH-14R მოწყობილობა კომპაქტური მინი ჩოფერია, რომლის მოცულობაა 5 ლიტრი და გამოდგება მაშინ, როდესაც მცირე რაოდენობის საკვების გადამუშავება გჭირდებათ.
ძლიერი 500 ვატიანი ძრავის წყალობით, დაამუშავებს ხილს, ბოსტნეულს და ხორცს, ასევე მაგარ ნიგოზს, ყველს, მოამზადებს ბავშვის საკვებს და სასმელებისთვის განკუთვნილ ყინულს მხოლოდ რამდენიმე წამში დაშლის.
მოწყობილობის მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს ორმაგი დანები, რომლებიც ერთმანეთის ზემოთ მდებარეობს. ისინი ფარავენ კონტეინერის მთელ სივრცეს და არ ტოვებენ დიდ ნაჭრებს კიდეების გარშემო.
დანის პირები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო თასი დამზადებულია გამძლე მინისგან. ეს ნეიტრალური მასალაა, რომელიც არ მისცემს სუნსა და გემოს პროდუქტებს.
მოდელის სიჩქარის რეგულირებაზე მხოლოდ ერთი ღილაკია პასუხისმგებელი. სანამ ის გიჭირავთ, მოწყობილობა მუშაობს, ხოლო წნევის შესუსტება ან მომატება, მოქმედებს მუშაობის სიჩქარეზე. მუშაობის ერთი ციკლისთვის რეკომენდებული დრო 15 წამია.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 500 ვტ;
- თასის ზომა - 1000 მლ;
- სიჩქარის რაოდენობაა 2;
- დენის კაბელის სიგრძე - 1.2 მ.
დადებითი:
- მუშაობს მშვიდად;
- კარგად ფქვავს;
- კარგი ფასი.
მინუსები:
- მოკლე კაბელი.
საუკეთესო იაფიანი სამზარეულო ჩოფერების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები