საუკეთესო ბრენდის ბარგალკები

ბარგალკები მრავალფეროვანი სამშენებლო  ელეტრო იარაღია , რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა მასალის ჭრისა და დამუშავებისთვის. მოწყობილობის ტექნიკური შერჩევა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს ტიპსა და ინსტრუმენტის გამოყენების ინტენსივობაზე.

იმის დასადგენად, რომელი ბარგალკაა უკეთესი, უნდა გაანალიზოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა:

  • დისკის დიამეტრი - (115-დან 230 მმ-მდე) რაც უფრო დიდია ეს მნიშვნელობა, მით უფრო ღრმა იქნება მასალის ჭრილი;
  • სიმძლავრე - (500-დან 2000 ვტ-მდე) გავლენას ახდენს დამუშავების სიჩქარეზე და მასალის დასაშვებ სისქეზე. ასეთ შემთვევაში ბრუნვის რაოდენობა მერყეობს 6600-დან 12000-მდე.

დამატებითი ფუნქციები, რომლებიც გასათვალისწინებელია: გლუვი დაწყება, მტვრისგან დაცვა, სიჩქარის კონტროლი და <დაწყება> ღილაკის დაფიქსირება. იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ სწორი მოდელის შერჩევა, ჩვენ შევადგინეთ ბარგალკების რეიტინგი მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე და ინსტრუმენტის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

DeWALT DWE 4150

DeWALT ბარგალკის ამ მოდელს 900 W და 11800 rpm აქვს. მოწყობილობის ზომებია - 390x120 x150 მმ.

დადებითი:

  • მსუბუქი და მარტივი გამოსაყენებელი;
  • შეუძლია გაუძლოს მნიშვნელოვან დატვირთვას;
  • მწარმოებლის მიერ დეკლარირებული სიმძლავრე;
საუკეთესო ბრენდის ბარგალკები

     

    • ზომიერად ხმაურიანი;
    • ძრავას აქვს დამცავი საფარი, რომელიც იცავს მას მტვრის მოხვედრისგან;
    • დაბალი ვიბრაცია.

    მინუსები:

    • სუსტი გვერდითი მოჭიდება;
    • მოკლე დენის კაბელი;
    • დისკის მონტაჟი არასტანდარტულია, რომელიც პირველი მოხმარებისას შეიძლება მოუხერხებელი იყოს.

    Black+Decker G650

    Black + Decker ბალგალკის სიმძლავრეა 650W, ხოლო ბრუნვის რაოდენობაა 11000 rpm. ხელსაწყოს ზომებია - 310x134 x115 მმ. კორპუსი სტანდარტულზე ოდნავ სქელია, მაგრამ წონა მხოლოდ 1.84 კგ-ია. სახელურს აქვს ორი პოზიცია, რომლის დაყენება შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს.

    საუკეთესო ბრენდის ბარგალკები

    დადებითი:

    • კომფორტულობისა და წონის კომბინაცია;
    • ძრავის მშვიდი მუშაობა;
    • რბილი დაწყების ფუნქცია;
    • ხელში ჯდება ძალინ კომფორტულად;
    • აქვს საკმარისი ძალა;
    • ვიბრაციის  საწინააღმდეგო კარგი ამორტიზირება.

    მინუსები:

    • მოკლე დენის კაბელი;
    • თხელი პლასტიკური სახელური;
    • თუ გადაცემათა კოლოფი ჩართვისას დიდ ხმაურს გამოსცემს, საჭიროა ხელსაწყოს დაშლა და ნაწილების შეზეთვა ან გარანტიით შეცვლა;
    • სიჩქარის კონტროლი არ აქვს.

    Makita GA5030

    კუთხის საჭრელი Makita -ს სიმძლავრეა 720 W, რომელსაც აქვს მცირე სიგრძე - 266 მმ. ხელსაწყოს წონაა - 1.8 კგ, ხოლო რევოლუციების რაოდენობა წუთში - 11000-მდე აღწევს. ბარგალკის კორპუსი თხელია ამიტომ, შეგიძლიათ ერთი ხელითაც იმუშაოთ.

    საუკეთესო ბრენდის ბარგალკები

    დადებითი:

    • მსუბუქი წონისაა, რაც ერთი ხელით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა;
    • გადაცემათა კოლოფი ბრტყელია, რაც ძნელად მისადგომ ადგილებში მუშაობის საშუალებას გაძლევთ;
    • მოძრავი ნაწილებისთვის გამოიყენება მაღალი ხარისხის ზეთები;
    • ძრავა მთლიანად დალუქულია, რათა დაცული იყოს მტვრისგან;
    • ქსელის კაბელის სიგრძეა 2.5 მ.

    მინუსები:

    • 3 მმ ან მეტი სისქის ლითონის დამუშავებისთვის საკმარისი ენერგია არ აქვს ამიტომ, ჭრას შედარებით დიდი დრო სჭირდება;
    • არ აქვს გლუვი დაწყების ფუნქცია და სიჩქარის კონტროლი;
    • Start ღილაკის გასააქტიურებლად უნდა დააჭიროთ ქვემოთ და მერე წინ.

    კუთხსახეხ მანქანებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ბლოგს:სხვადასხვა ტიპის ბარგალკები - რეკომენდაციები