სარეცხი მანქანა - Samsung, Bosch, Lg განხილვა

სარეცხი მანქანები, რომლებიც საშუალო ფასის სეგმენტშია წარმოდგენილი,  დამატებითი რეჟიმები აქვთ, რომლებიც ნამდვილად აღსანიშნავია ბიუჯეტური მოდელების მაგალითზე. ასეთი სარეცხი მანქანები  ხასიათდებიან მაღალი ბრუნვის სიჩქარითა და ენერგოეფექტურობით.

ჩვენ მოვამზადეთ საუკეთესო სარეცხი მანქანების - Samsung, Bosch, Lg-ის განხილვა, რომლებიც გავაერთიანეთ სპეციფიკაციების, მახასიათებლებისა და დადებით-უარყოფითი მხარეების მიხედვით. ასევე გეტყვით იმასაც, რომ სამივე ბრენდის სარეცხი მანქანის ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე, სადაც სხვადასხვა ფასდაკლება და შემოთავაზებებიც დაგხვდებათ!

Samsung WW65K42E08W

თეთრი ფერის სარეცხი მანქანა  Samsung-ის ზომებია 60x45x85 სმ.  ტევადობა 6.5 კგ-ია, მაგრამ შესაძლებელია დამატებითი დატვირთვაც. აღჭურვილია კერამიკული გამათბობლით, გაჟონვისგან დამცავი (კორპუსით), ბავშვებისაგან დამცავი საკეტით, ელექტრონული ღილაკების კონტროლითა და სმარტფონიდან მართვის შესაძლებლობით. მანქანის კორპუსზე დამონტაჟებულია ეკრანი.

სარეცხი მანქანა - Samsung, Bosch, Lg განხილვა

აქვს 12 პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ქსოვილისთვის: მატყლი, ნაზი მასალები, შავი ფერის სამოსი, ბავშვის ტანსაცმელი, წინასწარი რეცხვა, ეკო, აჩქარება, ლაქების მოცილება, ორთქლის გამოყენება და სხვ.

განსაკუთრებული თვისებაა ბუშტებით რეცხვის ფუნქცია. რეცხვის დასრულების შემდეგ კი, გამოსცემს ხმოვან სიგნალს. დატრიალების მაქსიმალური რაოდენობა წუთში 1200 ბრუნია, ხოლო წყლის მოხმარება 39 ლიტრია. ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, მანქანა ეკუთვნის A კლასს.

უპირატესობები:

  • მიმზიდველი დიზაინი;
  • კარგი ტევადობა;
  • თეთრეულის დამატებითი დატვირთვა;
  • მოსახერხებელი რეჟიმი - 15 წუთი;
  • ორთქლით რეცხვა;
  • ბუშტების გენერატორი;
  • მარტივი მართვა;
  • პარამეტრების მოქნილობა;
  • შესანიშნავი ხარისხით რეცხვა.

ნაკლოვანებები:

  • ხმაურიანია;
  • გრძელი სიგნალი გამორთვის შემდგომ.

Bosch WAN 20060

სარეცხი მანქანა Bosch-ის ზომებია 60x55x85 სმ. 30 სმ-იანი დიამეტრის მქონე წინა ლუქი  180 გრადუსით იხსენება. მართვა შესაძლებელია სენსორულად და ეკრანზეც ყველა საჭირო ინფორმაცია ჩანს. ასევე აღჭურვილია გაჟონვისგან დამცავი ფუნქციითა და ბავშვების საწინააღმდეგო საკეტით. პროგრამებს შორის გამოირჩევა: მატყლის, აბრეშუმის, შერეული ქსოვილებისთვის ცალკე რეცხვის რეჟიმები და ასევე დაჩქარებული, წინასწარი და ეკო რეცხვის ფუნქცია. პროცესის დასრულების შესახებ ხმოვანი შეტყობინებით გაიგებთ. ენერგიის დაზოგვის კატეგორიაა A +++, რაც მანქანის ეკონომიურობაზე მიუთითებს.

სარეცხი მანქანა - Samsung, Bosch, Lg განხილვა

უპირატესობები:

  • ბარაბნის მოცულობა 8 კგ-ია;
  • მართვის მოხერხებულობა და სიმარტივე;
  • არ აქვს ზედმეტი პროგრამები და წარმოდგენილია მხოლოდ ყველაზე აუცილებელი;
  • არსებობს მოკლე რეცხვის რეჟიმი;
  • შესაძლებელია შეტყობინების ხმის მოცულობის დაყენება;
  • მშვიდი მუშაობა;
  • საიმედო სტრუქტურა;
  • მაღალი ხარისხის გაშრობა.

ნაკლოვანებები:

  • ხმის სიგნალი არასასიამოვნოა, რომელიც მეორდება მანამ, სანამ კარს არ გააღებთ.

LG F-2J7HS2W

მოდელს (60x45x85cm) გაფართოებული ლუქის სტრუქტურა აქვს, რომლის დიამეტრი  35 სმ-ია. მანქანის მოცულობა 7 კგ-ია, რომელიც წინა მოდელების მსგავსად აღჭურვილია გაჟონვისგან და ბავშვებისაგან დამცავი ფუნქციით.

დამატებით ასევე შესაძლებელია სმარტფონიდან პარამეტრების დაყენება. აქვს 14 პროგრამა: მატყლი, დელიკატური, შერეული, სპორტული, დაჩქარებული, ორთქლით რეცხვა და ა.შ. დამატებითი ფუნქციებია:  ბარაბანის გარეცხვის პროგრამა, ჰიგიენა და ჰიპოალერგიული. პროცესის დასასრულს გამცნობთ  ხმოვანი სიგნალის საშუალებით. ბრუნვის სიჩქარე წუთში 1200-ია, ხოლო ენერგიის მოხმარების კლასია A.

სარეცხი მანქანა - Samsung, Bosch, Lg განხილვა

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • ფართო მოცულობა;
  • მრავალი ფუნქცია;
  • ორთქლით რეცხვის შესაძლებლობა;
  • მშვიდად მუშაობს;
  • დრამის დასუფთავების რეჟიმი;
  • მოსახერხებელი სენსორული პანელი;
  • ტელეფონიდან მართვის შესაძლებლობა;

ნაკლოვანებები:

  • თეთრეულის დამატებით დატვირთვა შეუძლებელია;
  • წყალს ხმაურით იღებს;
  • არ აქვს ფეხსაცმლის რეცხვის პროგრამა.

თუ ეძებთ სარეცხი მანქანას საშრობით, მაშინ გაეცანით ჩვენს შედგენილ რეიტინგს.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 969.00 ლარი 879 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
Regular price 909.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2W კლასი A+++
Regular price 889.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი