საუკეთესო სარეცხი მანქანები სხვადასხვა სახის საშრობებით

სარეცხი მანქანის  ავტომატური  საშრობი  საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ მთელი ის დრო, რომელიც იწყება  ტანსაცმლის ბარაბანში მოხვედრის მომენტიდან და სრულდება მომხმარებლის კარადაში განთავსებას მომენტისას.

აქ წარმოდგენილი სარეცხი მანქანების რეიტინგი დაგეხმარებათ განსაზღვროთ თანამედროვე აღჭურვილობის შესაძლებლობები, შეამციროთ კონკრეტული ამოცანების შესასრულებელი დრო და დაზოგოთ ბიუჯეტიც.

LG FH-2G6NDG2

რეიტინგში პირველ ადგილზეა სარეცხი მანქანა LG-სგან, რომელიც აღჭურვილია დიდი დისპლეითა და 9 პროგრამით. სენსორული მართვა უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის დამატებით  კომფორტს, ხოლო მანქანის შიგნით მოთავსებულია სენსორები, რომლებიც იცავს მას გაჟონვისგან.

მფლობელს შეუძლია დაბლოკოს ღილაკები, რათა ბავშვებმა პროგრამული ცვლილებები არ შეიტანონ მანქანის მუშაობის დროს. გარდა ამისა,  შესაძლებელია გაშრობის დროისა და დატრიალების სიჩქარის რეგულირება.

საუკეთესო სარეცხი მანქანები სხვადასხვა სახის საშრობებით

ტექნიკური მახასიათებლები:

  • ზომები 60x44x85 სმ;
  • ნივთების ტევადობაა 6 კგ;
  • ბრუნის რაოდენობა 1200 rpm.

დადებითი:

  • შედარებით მშვიდი ოპერაცია;
  • ტრიალის დროს ზედმეტად არ მოძრაობს იატაკზე;
  • თეთრეული გამოდის 100%-ით მშრალი;
  • გაშრობის შემდეგ უსიამოვნო პლასტმასის სუნი არ გამოიყოფა.

მინუსები:

  • ენერგეტიკული კლასი არც ისე ეკონომიურია - D;
  • მუშაობის დაწყებისას თუ რამე ნივთის ჩაგდება დაგავიწყდათ, შემდეგ უკვე ვერაფრის დამატებას ვერ შესძლებთ;
  • არ აქვს დელიკატური რეცხვის ფუნქცია.

Bosch WDU 28590

სარეცხის საშრობი Bosch-სგან, რომელიც აღჭურვილია 14 პროგრამითა და ინტელექტუალური მართვის ეკრანით. ენერგოეფექტურობის A კლასი საშუალებას გაძლევთ, რეგულარული რეცხვის დროსაც კი დაზოგოთ თანხა.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დატრიალების სიჩქარე, ტემპერატურა და რეცხვის დაწყების დრო 24 საათის დაგვიანებით. გარდა ამისა, მანქანა აკონტროლებს ბალანსს და ქაფის დონეს და არსებობს ცალკეული რეჟიმები აბრეშუმისა და მატყლის გასარეცხად.

საუკეთესო სარეცხი მანქანები სხვადასხვა სახის საშრობებით

ტექნიკური მახასიათებლები:

  • მანქანის ზომებია 60x65x85 სმ;
  • ტევადობა 10 კგ;
  • ბრუნის რაოდენობა 1400 rpm-ზე.

დადებითი:

  • შესაძლებელია ტაიმერის გადადება 24 საათის განმავლობაში;
  • ფართო ბარაბანი;
  • აქვს დელიკატური  რეცხვის რეჟიმები.

მინუსები:

  • ერთი სრული გარეცხვისას 125 ლიტრ წყალს მოიხმარს;
  • მაღალი ღირებულება;
  • გაწურვისას ხმის მოცულობა 71 დბ-ს აღწევს;
  • ნივთების დამატება არ შეიძლება.

Samsung WD80K5410OW

Samsung სარეცხის მანქანა  საშრობით  გთავაზობთ  რეცხვის 14 და 3 საშრობ პროგრამას. მოწყობილობას აქვს ინტელექტუალური მართვის დიდი ეკრანი, ხოლო ტექნიკა მიეკუთვნება ენერგოეფექტურობის A კლასს და მოიხმარს 88 ლიტრ წყალს ერთი ციკლის განმავლობაში. დამატებითი ლუქის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია დავიწყებული ტანსაცმლის ჩატვირთვა პროცესის დაწყების შემდეგაც.

საუკეთესო სარეცხი მანქანები სხვადასხვა სახის საშრობებით

ტექნიკური მახასიათებლები:

  • კორპუსის ზომები 60x60x85 სმ;
  • დატრიალების სიჩქარე 1400 rpm;
  • ტევადობა 8 კგ.

დადებითი:

  • პლასტმასის ავზის ანტიბაქტერიული საფარი;
  • აქვს მატყლის რეცხვის პროგრამა;
  • ბარაბანის დასუფთავების ჩაშენებეული ECO ფუნქცია.

მინუსები:

  • გაწურვისას ხმის მოცულობა 71 დბ-ს აღწევს.

Electrolux PerfectCare 700 EW7W3R68SI

სარეცხი მანქანა Electrolux -ის  სიმძლავრეა 8 კგ. მოდელს აქვს 14 პროგრამა, მათ შორის, მატყლისა და აბრეშუმის  გასარეცხად. ტაიმერის წყალობით დაწყება შეგიძლიათ გადადოთ 20 საათამდე.

საუკეთესო სარეცხი მანქანები სხვადასხვა სახის საშრობებით

ამ მოდელში მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ ბრუნის სიჩქარე - 1600 rpm, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაშრობის დროს. ეს სარეცხი საშრობი დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვაშიც, რომლის ენერგომოხმარების კლასია A +++.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • დრამის ტევადობა 8 კგ;
  • ბრუნის სიჩქარე 1600 rpm;
  • მოწყობილობის ზომები 60x54x82 სმ.

დადებითი:

  • ბარაბანის ანტიალერგიული საფარი;
  • ორთქლის მიწოდება;
  • გაჟონვისგან დამცავი ფუნქცია;
  • შეგიძლიათ დაბლოკოთ ღილაკები;
  • ორთქლით შესაძლებელია უსიამოვნი სუნის მოცილება.

მინუსები:

  • შეუძლებელია დავიწყებული ნივთების ჩამატება;
  • წყლის მოხმარება ერთი სარეცხი ციკლის განმავლობაში 115 ლიტრია.

Gorenje და Midea სარეცხი მანქანების შედარებას გაეცანით ჩვენს ბლოგში.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 969.00 ლარი 879 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
Regular price 909.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2W კლასი A+++
Regular price 889.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი