სარეცხი მანქანა - გასათვალისწინებელი მოვლის წესები

ნივთი, რომელზეც ამ ბლოგში ვისაუბრებ დღევანდელობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა. ჩვენთვის, მამაკაცებისთვის, ჩემი აზრით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ცხოვრების საყვარელი ადამიანები - მანდილოსნები, იქნება ეს დედა, და თუ მეუღლე, იყვნენ ბედნიერები და ამისთვის საჭიროა, რომ ხელის გულზე ვატაროთ და ცხოვრება გავუხალისოთ.. არ გავაწვალოთ, თუნდაც, სარეცხის პრობლემით. 

დღეისთვის, სარეცხი მანქანის მოვლის წესებს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი დაემატა:

სარეცხი მანქანის რეგულარული მოვლა აუცილებელია მისი გრძელვადიანი და გამართულად ფუნქციონირებისთვის.

სწორად მოვლილი თუნდაც იაფი სარეცხი მანქანა უკეთესად რეცხავს, ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და ნაკლებად საჭიროებს შეკეთებას. ქვემოთ მოცემულია მთავარი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ სარეცხი მანქანის სისუფთავის, გამართულობისა და ეფექტურობის შენარჩუნებაში.

  • რეგულარულად გაწმინდეთ სარეცხი მანქანა. ყოველი რეცხვის შემდეგ გაწმინდეთ კარის შიდა ნაწილი და რეზინის სამაგრი, რათა თავიდან აიცილოთ ნესტის და სოკოს დაგროვება.
  • თვეში ერთხელ ჩაატარეთ ღრმა წმენდა – ჩართეთ ცარიელი ციკლი 60°C ტემპერატურაზე და დაამატეთ სარეცხი მანქანის საწმენდი ხსნარი ან ნახევარი ლიტრი ძმარი და სოდა, რათა მოიშოროთ ბაქტერიები და კირის ნალექი.
  • რეგულარულად გარეცხეთ სარეცხი საშუალებების უჯრა, რათა არ დაგროვდეს ფხვნილის ან სითხის ნარჩენები. გამოყენეთ სწორი რაოდენობის სარეცხი საშუალება. სარეცხის ზედმეტმა ფხვნილმა ან გელმა შეიძლება დააზიანოს მანქანა და დატოვოს ნარჩენები, რაც დროთა განმავლობაში იწვევს გაუმართაობას. ყოველთვის გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაციები და საჭირო დოზა.
  • არ დატვირთოთ მანქანა ზედმეტად. ტევადობაზე მეტი სარეცხის ჩატვირთვა ამცირებს რეცხვის ეფექტურობას და აჩქარებს ცვეთას. ყოველთვის გადაამოწმეთ მაქსიმალური დატვირთვის ლიმიტი და ეცადეთ, დატვირთოთ ბარაბანი ისე, რომ წყლის ცირკულაცია და მოძრაობა თავისუფლად ხდებოდეს.
  • გაწმინდეთ ფილტრი რეგულარულად. სარეცხი მანქანის ფილტრში გროვდება სხვადასხვა ნარჩენი, როგორიცაა თმები, მონეტები და პატარა ნივთები, რაც ხელს უშლის წყლის დრენაჟს. ყოველ 1-2 თვეში ერთხელ გაასუფთავეთ ფილტრი, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება და უსიამოვნო სუნი.
  • გამოყენების შემდეგ დატოვეთ კარი ღია. სარეცხის დამთავრების შემდეგ გახსენით მანქანის კარი, რათა შიგნით ჰაერი ცირკულირებდეს და გაშრეს ტენი. ეს ხელს უშლის ობისა და უსიამოვნო სუნის გაჩენას.
  • გამოიყენეთ სარეცხი მანქანის საწმენდი საშუალებები. პერიოდულად გამოიყენეთ კირის საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარები, განსაკუთრებით, თუ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც წყალი მაღალი სიმაგრისაა.
  • დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა სწორ ზედაპირზე დგას, რათა თავიდან აიცილოთ ვიბრაცია და ხმაური. ასევე, პერიოდულად შეამოწმეთ წყლის შლანგები და შეასწორეთ, თუ დაზიანებულია ან გაჟონვა შეინიშნება.

ამ მარტივი წესების დაცვით, თქვენი სარეცხი მანქანა იმუშავებს უფრო ხანგრძლივად, უკეთესად და ეკონომიურად, რაც დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და დამატებითი შეკეთების ხარჯებს.

ამისთვის კი საჭიროა კარგი სარეცხის მანქანა. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიყიდიათ ის, მაშინ ეს ახლა უნდა გააკეთოთ და გაახაროთ თქვენი მანდილოსანი..

სარეცხი მანქანა - გასათვალისწინებელი მოვლის წესები

დღეს, სამომხმარებლო ბაზარზე, მსოფლიო მწარმოებლების მიერ სარეცხი მანქანების ფართო მოდელთა რიგია წარმოდგენილი და არჩევანის გაკეთება არც თუ ისე იოლი ამოცანაა.

მთავარია სწორად შეაფასოთ და გაითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს თუ როგორი ტიპის სარეცხი მანქანა გჭირდებათ სახლში, მაგალითად დიდი ზომის, მინი და ა.შ.

სარეცხის რეცხვა ყოველდღიური პროცესია.

რა წესები უნდა დაიცვას დიასახლისმა, რომ არც სარეცხი მანქანა დააზიანოს და არც სარეცხი.

სარეცხი მანქანა აუცილებლად უნდა გაწმინდოთ.

სარეცხი მანქანა კარგად გამოასუფთავეთ და კარი ღიად დატოვეთ. დახურულ კარში შეიძლება უსიამოვნო სუნი დადგეს.
წელიწადში ერთხელ სარეცხის გარეშე ჩართეთ. დააყენეთ ცხელი რეცხვის რეჟიმზე და დაამატეთ ნახევარი ლიტრი ძმარი.

მანქანაში ერთბაშად დიდი რაოდენობით სარეცხს ნუ მოათავსებთ.
კარგია დიდი ტევადობის მანქანა, მაგრამ ნუ გამოცდთ მის სიმძლავრეს, შესაძლოა, მანქანამ დატვირთვას ვერ გაუძლოს.

პირსახოცებს კონდიცირებით ნუ გარეცხავთ.

საქმე ის არის, რომ კონდიცირებით რეცხვისას ქსოვილი ტენის შეწოვის უნარს კარგავს, ეს კი პირასახოცებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია.

წინდები სპეციალურ ბადეში მოათავსეთ.
თუ ყოველი რეცხვის შემდეგ სათითაოდ ეძებთ წინდებს, უმჯობესი იქნება, თუ მათ სპეციალურ ბადეში მოათავსებთ და ისე გარეცხავთ.

საწოლს თეთრეული ორჯერ უნდა გარეცხოთ.
ძრითადი რეცხვის შემდეგ საწოლის თეთრეული კიდევ ერთხელ უნდა გარეცხოთ, ოღონდ ამჯერად მხოლოდ წყლით, რომ სარეცხი ფხვნილის სუნი გაუვიდეს.

საცურაო კოსტიუმს სარეცხი მანქანით ნუ გარეცხავთ.

ისეთი ქსოვილი, როგორიც ელასტენია ცივ წყალში ხელით უნდა გარეცხოთ. სარეცხ მანქანაში ის გაიწელება და გაფუჭდება.

  • ნუ გამოიყენებთ ქლორიან მათეთრებელ საშუალებას.
  • სამოსზე ღილები და კნოპები გახსნილი უნდა იყოს.
  • ელვაშესაკრავი კი შეკრული უნდა იყოს, თორემ შეიძლება სხვა ტანსაცმელი დააზიანოს.
  • ფხვნილს დიდი რაოდენობით ნუ გამოიყენებთ, თორემ მის გასაცლელად შეიძლება სარეცხის მეორედ გარეცხვა დაგჭირდეთ.
  • ლაქები ქსოვილიდან აკურატულად უნდა გამოიყვანოთ.

დალაქავებული ადგილის მეტისმეტად გულმოდგინედ გამორეცხვა არ არის რეკომენდებული.

ასე შეიძლება ქსოვილი დააზიანოთ. შეგიძლიათ, ლაქა სპეციალურ სითხეში დასველებული ხელსახოცით გაწმინდოთ.

წინა პოსტი სარეცხ მანქანებზე - საინტერესო საკითხავი.

სარეცხი სწორად დაახარისხეთ.

ფერისა და ქსოვილის ტიპის მიხედვით სარეცხის დახარისხება რეცხვისას აუცილებელი პირობაა.