Samsung-ის მაცივრების ინოვაციები
თუ ყიდულობ Samsung-ის ახალ მაცივარს ზოგიერთ ჩვენგანს უჩნდება კითხვა თუ რატომ უნდა დავხარჯოთ 300 ლარით მეტი გარკვეულ მოდელზე, როცა ყველა მაცივარს აქვს ძირითადად ერთი ფუნქცია - შეინახო შენი საჭმელი ცივად.
ეს ბლოგი იმისთვის მოვამზადე, რომ შეძლოთ საუკეთესო მაცივრის შერჩევა თქვენი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაფერისად.
იმის გათვალისწინებით, რომ Samsung აწარმოებს 100 სხვადასხვა სახეობის მაცივარს, ამ ბლოგის მეშვეობით შეძლებთ აარჩიოთ სასურველი მოდელი საუკეთესო დიზაინითა და მახასიათებლებით და რაც მთავარია, მაცივრები ყველაზე იაფად იყიდოთ.
სიმართლე ის არის, რომ საუკეთესო მაცივარს აქვს ბევრად მეტი პოტენციალი, ვიდრე, უბრალოდ, შეინარჩუნოს რძე, ყველი და ბოსტნეული ჯანსაღად.
ერთი წუთით თუ დაფიქრდებით, რამდენად ხშირად იღებთ პროდუქტს მაცივრიდან, მიხვდებით, რომ მცირე თვისებები და გაუმჯობესებული კომფორტიც კი ახდენს გავლენას სამზარეულოში თვქენს ფუსფუსზე.
როდესაც საქმე ეხება პატივსაცემი ბრენდების სახელებსა და მათი ფლაგმანური მაცივრის მოდელებს, კიდევ უფრო ძლიერმა მახასიათებლებმა შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი განსხვავება.
ამის გათვალისწინებით, ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Samsung საამაყო ბრენდია. ის გვთავაზობს უმაღლესი დონის დიზაინს, დამატებითი მახასიათებლების გრძელ სიას, რომლის გაცნობისას გაოცდებით თუ როგორ შეიძლება მაცივარი იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მაცივარი.
Samsung-ის მაცივრის დიზაინის მიმოხილვა
სანამ სპეციფიურ მახასიათებლებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ რითი განსხვავდებიან სამსუნგის მაცივრები ერთმანეთისგან. სამსუნგის თანამედროვე მაცივრების 4 ძირითადი ტიპი არსებობს - გვერდითი, ფრანგული კარი, 4 ფრანგული კარი და Flex 4 კარი.
მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი და ფრანგული კარის ტიპის მაცივრები მდიდარია მახასიათებლებით, 4 კარის მოდელები მეტ ინოვაციებს გვთავაზობს.
ამ 4 სტილის არჩევანს შორის შეამჩნევთ, რომ უამრავი კონფიგურაცია არსებობს. მოდელები food showcase კარებით ან family hub ეკრანი, რომელიც ჩამონტაჟებილია კარებში. ეს არის ყველაზე ცნობილი კონფიგურაცია ყველა სტილს შორის.
Samsung-ის დიზაინი შესანიშნავია ნებისმიერი ტიპის სამზარეულოსთვის. მათ შორის, სახლებისთვის, რომელსაც უფრო ტრადიციული განლაგება აქვს.
მაცივარი Samsung Family Hub - შეეხეთ ან ისაუბრეთ
Samsung Family Hub-ის მაცივარი მნიშვნელოვანი დიფერენციონერია. ეს ინოვაციური თვისება აერთიანებს სამსუნგის უმაღლესი პროდუქტის დიზაინის ყველა ასპექტს მათ ყველა პროდუქტში.
გაინტერესებთ რა არის თქვენი Samsung-ის მაცივრის შიგნით?
ღილაკის შეხებით შეგიძლიათ გაააქტიუროთ შინაგანი კამერა.
გჭირდებათ სავაჭრო სია? გადახედეთ თქვენს საკვებს, თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ ვარგისიანობის ვადა თქვენს რძესა და სხვა მალფუჭებად პროდუქტზე და Family hub შეგახსენებთ თქვენი შემდეგი ვაჭრობის დროს.
Bixby Voice Assistant არის ჩამონტაჟებული თვენს დასახმარებლად. Family hub-თან ურთიერთობა შეგიძლიათ უბრალოდ საუბრით. ამავე დროს, შეგიძლიათ მიიღოთ ეტაპობრივი ხმოვანი ინსტრუქციები თქვენი საყვარელი კერძის რეცეპტის შესახებ.
მოკლედ Samsung კვლავ გვაოცებს თავისი ინოვაციებით, მათ შორის პატარა მაცივრების მიმართულებით.
ამ ინოვაციური პროდუქტის შეძენა კი შეგიძლიათ ჩვენთან, isurve.ge-ზე.
აარჩიეთ და გააკეთეთ განვადება თქვენთვის სასურველ მოდელზე, იქამდე კი ნახეთ მაცივრების სხვა მიმოხილვაც ჩვენს ბლოგზე!
Isurve გისურვებთ კარგ შენაძენს!
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...