Samsung და Xiaomi იაფიანი ტელეფონების ჩამონათვალი
ყველას არ სჭირდება ძვირიანი მობილურები, რომლებიც წარმოდგენილია თანამედროვე ფუნქციებით. ბევრი მომხმარებელი კმაყოფილია მარტივი ტელეფონებითაც, რომელთა ღირებულებაა 400-დან 500 ლარამდე მერყეობს.
ამასთან, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც, ასეთი ტელეფონები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. დღეს კი გვსურს წარმოგიდგინოთ Samsung და Xiaomi იაფიანი მობილურები. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენთან ნებისმიერი ბრენდის ტელეფონების ყიდვა შესაძლებელია განვადებით, რომელსაც სრულიად უფასოდ, ნებიმიერ მისამართზე მოგაწვდით.
Xiaomi Redmi 9C 3/64 GB (NFC)
ტელეფონი ძალიან ჰგავს Xiaomi Redmi 9A- ს, მაგრამ მოდელებს შორის განსხვავებებიც არსებობს. გარეგნულად, სხვა სმარტფონების იდენტურია - პლასტმასის კორპუსი, შუშის ეკრანი, წინა კამერისთვის დამახასიათებელი წვეთის ფორმის ჩარჩო და საშუალო სისქე.
ავტონომიის თვალსაზრისით, განსხვავებები არ არსებობს. მთავარი განსხვავება ფოტომოდულია, რომელიც უფრო მძლავრია და უკეთეს სურათებსაც იღებს, თუმცა, პროფესიონალურ დონეს არ უნდა ელოდოთ.
თითის ანაბეჭდის სენსორი და NFC ფუნქციის არსებობა კიდევ ერთი უპირატესობაა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი - უფრო ძლიერი პროცესორია, რომელსაც უფრო მკაცრ პროგრამებთან მუშაობა შეუძლია.
მახასიათებლები:
- Android 10;
- წონა: 196 გრ;
- ეკრანი: IPS, სენსორი multitouch;
- დიაგონალი: 6.53;
- უკანა კამერა: 13 + 2 MP;
- წინა კამერა: 5 MP;
- პროცესორი: MediaTek Helio G35, 8 ბირთვიანი;
- მეხსიერება: 64/3 გბაიტი.
დადებითი:
- კარგი პროცესორი;
- მთავარი კამერის კარგი ხარისხი.
მინუსები:
- მცირე ოპერატიული მეხსიერება.
Samsung Galaxy M01
2020 წლის თანამედროვე სამსუნგის ტელეფონს აქვს მონოლითური პლასტმასის კორპუსი, კლასიკური იერით და ყოველგვარი განსაკუთრებული დანამატების გარეშე.
წინა კამერა ტრადიციულად ზედა ჩარჩოს ცენტრში მდებარეობს, ხოლო უკანა აპარატი შედგება ორი კამერისგან, რომელიც საშუალო დონის ფოტოებს იღებს.
დინამიკები საკმარისად ხმამაღალია, მაგრამ ხმის ხარისხი საშუალო დონისაა. ტევადი ბატარეა საშუალებას გაძლევთ, სრული დატენვის შემდეგ, ტელეფონი 6-8 საათის განმავლობაში გამოიყენოთ, ხოლო ლოდინის რეჟიმში, შეუძლია გაძლოს ერთ დღეზე მეტხანს.
სიმძლავრე არც ისე მაღალი აქვს, მაგრამ გარკვეულ თამაშებს ნამდვილად გაუმკლავდება.
მახასიათებლები:
- Android 10;
- წონა: 168 გრ;
- ეკრანი: TFT;
- დიაგონალი: 5.7;
- უკანა კამერა: 13 + 2 MP;
- წინა კამერა: 5 MP;
- პროცესორი: Qualcomm Snapdragon 439, 8 ბირთვიანი;
- მეხსიერება: 32/3 გბაიტი.
დადებითი:
- კარგი მუშაობა;
- შეუძლია გაუმკლავდეს გარკვეულ თამაშებს.
მინუსები:
- არ არის გათვალისწინებული NFC ფუნქცია;
- დიდი ხანი ანდომებს სრულ დატენვას.
პოპულარული მოდელები