სამი ტიპის წვენსაწური

ადამიანის ორგანიზმი მუდმივად საჭიროებს სითხის მიღებას, რის შესახებაც  რეკომენდაციებსაც ხშირად ვისმენთ.

წინა ბლოგში, როდესაც ბლენდერები მიმოვიხილეთ, ვისაუბრეთ ნატურალური წვენების სიკეთეზე და დღეს გვინდა გავაგრძელოთ ეს თემა, თუმცა ოდნავ სხვა ჭრილით და ვისაუბროთ კონკრეტულად წვენსაწურებზე, რომელსაც მე პირადად, (ბლოგის ავტორი) ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განსაკუთრებით შემოდგომის სეზონზე, როდესაც ციტრუსი ენ რაოდენობით გვაქვს ქართველებს.

ვიტამინების მიღება არასდროსაა ცუდი გადაწყვეტილება, ამიტომ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობთ, ფიქრობთ ან მომავალში აპირებთ ცხოვრებას, მაშინ უნივერსალური წვენსაწური აუცილებლად უნდა გახადოთ თქვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. 

სამი ტიპის წვენსაწური

აღსანიშნავია ის, რომ ერთი დანიშნულების მიუხედავად, წვენსაწურის რამოდენიმე სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომელთა შესახებაც დღეს მოკლედ მოგიყვებით. 


ტიპი#1  

უნივერსალური - ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, რომელიც განსაკუთრებით კარგია რბილი ხილისა და ბოსტნეულისთვის.

მასში მოთავსებული ხილი, ბოსტნეული, კენკრა შესქელებული წვენის სახით, რბილობის გარეშე გამოდის. გასაწმენდადაც მარტივია და ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუმცა, მოდელის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მისი მოცულობა, რადგან წვენსაწური საკმაოდ დიდია და ფართო ადგილსაც იკავებს სამზარეულოში.

იმ შემთხვევაში, თუკი დიდი ოჯახი გყავთ, მაშინ ამ ტიპის წვენსაწურები ნამდვილად გამოგადგებათ.  დანადგარის ოპტიმალური სიმძლავრეა 250-300 ვატი, ხოლო გამყოფის როტაციის სიჩქარე 10 000 – 12 000 rpm. 

სამი ტიპის წვენსაწური 

ტიპი #2 

ხრახნიანი  წვენსაწურები - ასევე უნივერსალურია, მაგრამ მუშაობს განსხვავებული პრინციპით: ხილისაგან წვენს წურავს სპეციალური საპრესის საშუალებით. მოწყობილობას აქვს  სპირალური ხრახნი, რომელიც დაბალი სიჩქარით მუშაობს. ამ ტიპის წვენსაწური, დიზაინითა და მუშაობის პრინციპით ძალიან წააგავს ხორცის საჭრელ მანქანას.

თუ დადებით მახასიათებლებს მიმოვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესში, წვენსაწური ხილსა თუ ბოსტნეულს არ უკარგავს სასარგებლო თვისებებს. გარდა ამისა, არ გიწევთ წვენის მომენტალური დალევა და შეგიძლიათ, კვებითი ღირებულების დაკარგვის გარეშე,  შეინახოთ  მაცივარში 48 საათის განმავლობაში. 

ტიპი #3 

ციტრუსის საპრესი ხელის წვენსაწური - აპარატი სპეციალურადაა შექმნილი ციტრუსისგან წვენის გამოსაწურად. ამ ტიპის წვენსაწურების დიზაინი ძალიან მარტივია და შედგება  ძრავისგან, წვენის შეგროვების რეზერვუარისგან და კონუსის ფორმის საქშენებისგან. წვენსაწურის უპირატესობა ისაა, რომ არ საჭიროებს ხილის დაჭრას. საკმარისია მათი კარგად გარეცხვა, შუაში გაჭრა და მოთავსება.  

მოკლედ, წვენსაწურის რამოდენიმე სხვადასხვა მოდელი არსებობს, რომელიც თქვენი სურვილიდან თუ ფინანსებიდან გამომდინარე შეგიძლიათ აარჩიოთ. ფართო არჩევანის საშუალებას კი ჩვენი საიტი - isurve.ge გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ ნივთი უმარტივესი პროცედურის გავლით, განვადებითაც შეიძინოთ. შეძენის შემთხვევაში კი ნებისმიერ ნივთს ერთ დღეში, სრულიად უფასოდ მოგიტანთ სახლში და მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელ კუთხესა თუ რეგიონში იმყოფებით!  

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

წვენსაწური Franko FJC-1054
წვენსაწური Franko FJC-1054
Regular price 279.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
წვენსაწური Weimar WE‑JE9010GH
წვენსაწური Weimar WE‑JE9010GH
Regular price 124 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წვენსაწური Franko FJC-1055
წვენსაწური Franko FJC-1055
Regular price 259.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
წვენსაწური Franko FJC-1057
წვენსაწური Franko FJC-1057
Regular price 215.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი