წვენსაწურის ტიპები

თქვენ იცით რომ დღევანდელი კაცობრიობა მთელი მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მსუქანია? ძალიან უცნაური და ამავდროულად უსიამოვნო განცხადებაა ხომ? (მიუხედავად იმისა, რომ (იმედია) ეს უშუალოდ თქვენ და მე არ გვეხება). ამის მიზეზი კი ჩვენდა გასაკვირად საკვებში არ იმალება (თუმცა არც ამის ნაკლებობაა). პრობლემის ძირითადი მიზეზი ადამიანთა უმეტესობისთვის არაბუნებრივად დიდი რაოდენობით შაქრისა და შაქრის შემცვლელი პროდუქტების მიღებაა. საიდან? ჩნდება კითხვა - და პასუხიც მარტივია - გაზირებული ტკბილი სასმელები, რომლებიც ფაქტიურად ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.

წვენსაწურის ტიპები

სწორად ამიტომ, გარდა იმისა რომ გემოთიც უკეთესია, მსოფლიოში ნატურალური წვენების მოხმარება რეკორდული ტემპით იზრდება. თუმცა აქაც არის მარკეტინგული ხრიკი - უკვე ძალიან რთული ხდება მიხვდე რომელი წვენია ე.წ. ფრეში, და რომელი კონცენტრატებისგან და შაქრის დამატებით დამზადებული? ამიტომაც გაჩნდა გამოსავალი - თუ გარემო არ არის სანდო, მოამზადე ხილის წვენი თვითონ, სახლში, წვენსაწურის დახმარებით. ყურადღებას არ გავამხვილებ იმაზე რომ ასე მომზადებული წვენი მაღაზიაში ან კაფეში ნაყიდზე 2-3ჯერ იაფია.

კიდევ ერთი საკითხი ხაზგასასმელად - ეს წვენები, განსაკუთრებით ბროწეული, ნამდვილი მისწრებაა თქვენი პატარისთვის გავამდიდროთ მათი ორგანიზმები ვიტამინებითა და მინერალებით.

წვენსაწურის შეძენამდე აუცილებელია იცოდეთ თუ რა ხილის წვენის მომზადებას განიხილავთ, იმიტომ რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს თქვენს არჩევანზე.

წვენსაწური ციტრუსისთვის - თუ თქვენი წვენების ძირითადი (ან ერთადერთი) შემადგენელი კომპონენტი ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი ან ლაიმია, მაშინ არც უნდა დაფიქრდეთ - ციტრუსის წვენსაწური ერთადერთ სწორი გამოსავალია. კონუსის ფორმის ძრავისა და სპეციალური მბრუნავი საცმის დახმარებით ხილში არსებული სითხე ძალიან მარტივად გადმოდინდება თქვენს ჭიქაში.

წვენსაწურის ტიპები

ამ ტიპის წვენსაწურები სამ ტიპად შეგვიძლია დავყოთ: მექანიკური, ავტომატური და ნახევრად ავტომატური. მექანიკურია, როდესაც ციტრუსი ხელში გაქვთ აწვებით და ამავდროულად საცმს ატრიალებთ; ნახევრად ავტომატური - როდესაც კონუსისებრი საცმი ბრუნავს და აწვებით ხელით საცმს. ავტომატური საცმი კი სწრაფად ბრუნავს და არ არის საჭირო ხილისთვის დამატებით ხელით დაწოლა

უნივერსალური წვენსაწური - მისი დახმარებით შეგვიძლია დავწუროთ ძალიან ბევრი სახეობის ხილი, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. არ არსებობს ისეთი ელექტრო წვენსაწური, რომელიც კენკროვან ან კურკოვან ხილს დაამუშავებს. ასეთ შემთხვევაში თქვენ მინიმუმ წინასწარ მაინც უნდა დაამუშავოთ პრუდუქტი (მაგალითად მოაცილოთ კურკები) და დაჭრილ მდგომრეობაში მოვათავსოთ წვენსაწურში.

უნივერსალური წვენსაწური ორგვარ ტიპად იყოფა: ცილინდრული და კონუსისებრი.

ცილინდრულის შემთხვევაში წვენსაწურიდან ვიღებთ სუფთა ხილის წვენს, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ მისგან ვერ ხდება ხილის ნარჩენების მარტივად გამოძევება, სასურველია, რომ მასში ერთროულად 1 ლიტრზე მეტი ხილის წვენი არ მოვამზადოთ.

კონუსისებრი წვენსაწური ისე არის დაკომპლექტებული რომ ხილის დახმარებითაც ნარჩენები სპეციალურ კონტეინერში ხვდება. ამიტომ ამ აპარატის დახმარებით შეგვიძლია მოვამზადოთ 2 ლიტრზე მეტი წვენი. ასევე ეს აძლევს საშუალებას მოწყობილობას რომ იმუშავოს მაღალ სიჩქარეზე და თქვენც ბევრად უფრო ადვილად მიიღოთ სასურველი შედეგი.

პოპულარული მოდელები

წვენსაწური Franko FJC-1054
წვენსაწური Franko FJC-1054
Regular price 279.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
წვენსაწური Weimar WE‑JE9010GH
წვენსაწური Weimar WE‑JE9010GH
Regular price 124 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
წვენსაწური Franko FJC-1055
წვენსაწური Franko FJC-1055
Regular price 259.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
წვენსაწური Franko FJC-1057
წვენსაწური Franko FJC-1057
Regular price 215.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი