სამი საფეხური საუკეთესო დრელის შესარჩევად
დროა, ახალი დრელი შეიძინოთ, მაგრამ როგორ? შეგიძლიათ უსადენო დრელი იყიდოთ ან დენის წყაროზე დაკავშირებულმა იმუშაოთ. ასევე თქვენი არჩევანი დამოკიდებულია თქვენს სამუშაოზე: აპირებთ დაამუშავოთ ხე თუ სხვა მასალა?
რასაც არ უნდა აპირებდეთ, მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ რომელი სახის დრელი მოერგება თქვენს საჭიროებებს.
ეს რჩევები დაგეხმარებათ იდეალური იარაღის არჩევაში:
სანამ იყიდით, ჩამოყალიბდით, რისთვის გჭირდებათ:
- გადაწყვიტეთ რაში გამოიყენებთ
- რა სახის ზედაპირს ამუშავებთ
- უნდა დადოთ თუ გეჭიროთ? ( რა დახრის კუთხით მუშაობთ?)
- დრელის გამოყენებისას კიბეებზე გადაადგილება და ბევრი მოძრაობა მოგიწევთ?
- რამდენი ხნით გჭირდებათ მისი მუშაობა?
მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა შესაფერისი ხელსაწყოს პოვნაში დაგეხმარებათ.
აირჩიეთ საუკეთესო სახის დრელი
სამი ყველაზე პოპულარული სახეობა:
- დრელების ყველაზე გავრცელებული სახეობა გამოიყენება შიდა კედლებზე, ხესა და მეტალში ლურსმნებისა და ბოლტების დასამაგრებლად, თუმცა მას არ შეუძლია გალავნების, ბეტონისა და ქვის გახვრეტა.
- ჩაქუჩისებრი დრელის საშუალებით შეგიძლიათ დაამუშაოთ დიდი ქვები, ბეტონი, გალავნები, მაგრამ ვერ გამოიყენებთ ხეზე, ასევე გაითვალისწინეთ, რომ მისი ხმაურიანობის გამო ყურის დამცავები დაგჭირდებათ.
- თუ გსურთ ლურსმნები, ბოლტები და ქანჩები მეტალსა და ხეში მარტივად და სწრაფად დაამაგროთ, ექვსკუთხა შლიცის მქონე დრელი უნდა გამოიყენოთ, თუმცა ისინიც ჩაქუჩისებრი დრელების მსგავსად, ყურის დამცავებს საჭიროებენ.
კიდევ ერთი ფაქტორი თქვენს საჭიროებებზე მორგებული დრელია. დღეს მწარმოებელთა უმეტესობა ცდილობს, ხელსაწყო მარტივად დასაჭერი, წონით დაბალანსებული და დასრიალებისგან დაცული იყოს.
გადაწყვიტეთ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულ დრელს ირჩევთ თუ უსადენოს.
უსადენო
- უსადენო დრელის შემთხვევაში მოგიწევთ, გაითვალისწინოთ ძაბვა და ძალის მომენტი. მთავარია იცოდეთ, რომ უსადენო დრელი უფრო მძლავრია. ყველაზე გავრცელებულია 18V-იანი თუმცა 7.2V-სა და 20V-საც შეხვდებით.
- რაც შეეხება ძალის მომენტს, მისი ცვლილება შეგიძლიათ ზედაპირის სირთულიდან გამომდინარე
- უნდა შეარჩიოთ სხვადასხვა სიჩქარის მქონე დრელი, უმეტესად გვხვდება წუთში 300-800 დატრიალების სიჩქარის დრელები. სიჩქარის მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, ზუსტად განსაზღვროთ და შეასრულოთ სამუშაო.
- ბატარეიის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ლითიუმიონზე (lithium-ion), რომელიც სწრაფად იტენება და დიდხანს ძლებს. ასევე იცოდეთ, რომ ზოგი დამტენი უფრო სწრაფია და მოწყობილობა 15 წუთში მზადაა, სხვა შემთხვევაში კი საათობით მოგიწევთ ლოდინი.
სადენი
- სადენიანი დრელის ძალა ვატებში იზომება და მეტი ვატი მეტ სიმძლავრეს ნიშნავს.
- SDS ანუ სპეციალური სისტმის მქონე დრელები კი ჩაქუჩის ზეწოლას ზრდიან, რაც სამუშაო პროცესს მრავალპროფილურსა და სწრაფს ხდის.
იმედია ეს საფეხურები დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული დრელი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები