Saeco ყავის აპარატი თქვენი დღის კომფორტული დასაწყისი
რასთან ასოცირდება დილა? - რა თქმა უნდა, არომატულ ყავასთან! და ვინ არის მთავარი ასისტენტი დილის განწყობის შექმნაში? რა თქმა უნდა - კარგი ყავის აპარატი (მათ შორის ცნობილი იტალიური ბრენდის მიერ წარმოებული, ერთ-ერთი ლიდერი - Saeco.)
ჩვენ მზად ვართ წარმოგიდგინოთ Saeco საუკეთესო ყავის აპარატი - საიმედო, მაღალი ხარისხისა და ლამაზი დიზაინის.
Saeco Lirika One Touch Cappuccino
Saeco Lirika ყავის აპარატს გააჩნია საქშენები რძისა და ყავის სასმელების მოსამზადებლად.
სასიამოვნო ბონუსი - რძის გამოსასვლელი მილი მდებარეობს იმავე ადგილას, სადაც ყავის ჩამოსასხმელი, რის გამოც არ არის საჭირო ჭიქების გადაწყობა. ისეთი სასმელები, როგორიცაა ლატე და კაპუჩინო, ღილაკზე ერთი დაჭერით ავტომატურად მზადდება, ხოლო მოწყობილობა თავის მეხსიერებაში ინახავს მფლობელის მიერ მითითებულ რაოდენობას.
ელექტრონული მართვა შესაძლებელია ეკრანისა და სენსორული ღილაკების გამოყენებით, რომლებიც პანელის წინა მხარეს მდებარეობს.
სასმელის მაღალი ხარისხი გარანტირებულია განსაკუთრებული ფუნქციით, რომლითაც შესაძლებელია ყავის დოზის პარამეტრების ოპტიმიზაცია და დაფქვის დონის რეგულირება, რაც ხელს უწყობს გემოვნებიანი ყავის მომზამდებას.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ზომები - 22 x 45 x 38;
- წონა - 8 კგ;
- მაქსიმალური წნევა, ბარი - 15;
- გამოყენებული ყავა - მარცვლეული;
- წყლის ავზის მოცულობა - 2.5 ლ;
- სასმელის ტიპი - კაპუჩინო, ესპრესო, ლატე მაკიატო, რისტრეტო, ამერიკანო;
- დაფქვის გრადუსების რაოდენობა - 5.
დადებითი:
- გემრიელი შავი ყავა;
- მშვიდი მუშაობა.
Saeco Lirika
Saeco Lirika ყავის აპარატს შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ მარცვლეულით, არამედ დაფქვილი ყავით, რაც უზრუნველყოფს სრულყოფილი სასმელის მომზადებას სიძლიერისა და ტემპერატურის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ყავის აპარატი სწრაფად და გემრიელად ამზადებს ტრადიციულ ლატეს, ესპრესოს ან ამერიკანოს. ერთდროულად შეუძლია 2 ჭიქა ყავის მომზადება, ხოლო დიზაინის თვალსაზრისით, ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერს დაამშვენებს.
ხანგრძლივი ვადით გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოწყობილობა ავტომატურად ითიშება. ინფორმაციული განათების ეკრანი კი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ სასურველი სასმელის პარამეტრები და დააჩქაროთ მისი მომზადების პროცესი.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ზომები - 22 x 45 x 38 სმ;
- წონა - 8 კგ;
- მაქსიმალური წნევა, ბარი - 15;
- გამოყენებული ყავა - დაფქვილი ან მარცვლეული;
- წყლის ავზის მოცულობა - 2.5 ლ;
- სასმელის ტიპი - კაპუჩინო, ესპრესო, ლატე, ამერიკანო;
- დაფქვის გრადუსების რაოდენობა - 5.
დადებითი:
- კარგი ქაფი;
- მოსახერხებელი მოვლა.
მინუსები:
- მუშაობის დროს ხმას გამოსცემს.
Saeco HD 8928 PicoBaristo
კომპაქტური პრემიუმ ესპრესოს აპარატი, რომელიც ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს სამზარეულოში. პროგრამების შერჩევა ხდება სენსორული დიდი ეკრანის გამოყენებით. დახვეწილი AquaClean ფილტრაციის სისტემა საშუალებას გაძლევთ გაწმინდოთ მოწყობილობა 5000 ჭიქა სასმელის დამზადების შემდეგ.
ტექნიკური მახასიათებლები:
- ზომები - 22 x 43 x 38 სმ;
- წონა - 7.2 კგ;
- მაქსიმალური წნევა, ბარი - 15;
- გამოყენებული ყავა - დაფქვილი ან მარცვლეული;
- წყლის ავზის მოცულობა - 1.8 ლ;
- პროგრამების რაოდენობა - 11;
- სასმელის ტიპი - კაპუჩინო, ესპრესო, ლატე, ამერიკანო;
- დაფქვის გრადუსების რაოდენობა - 10.
დადებითი:
- ძალიან ლამაზი დიზაინი;
- კარგი რძის ქაფი.
მინუსები:
- საფარი ადვილად იკაწრება.
კიდევ ერთი ლიდერი ბრენდის De’Longhi-ის ყავის აპატარები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები