რომელი ნაძვის ხის დიზაინია ყველაზე პოპულარული?
ნაძვის ხის დიზაინი ძალიან მრავალფეროვანია. განსაკუთრებით ბოლო წლებში აქტუალური გახდა სხვადასხვა ფერის ნაძვის ხეები. მაგალითად, თეთრი ან ლურჯი, მაგრამ მწვანე ფერი მაინც სტანდარტულ, ტრადიციულ ფერად რჩება.
ხელოვნური ნაძვის ხის დიზაინი შეკრების მეთოდის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება, რომელიც იყოფა ორ მთავარ ტიპად:
- ხე იშლება და ქოლგის მსგავსია - ამ შემთხვევაში, ტოტები უკვე მიმაგრებულია მთავარი ღერძის შესაბამის მონაკვეთზე. მყიდველს დასჭირდება მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთის ერთმანეთთან დაკავშირება და ტოტების საჭირო კუთხით გაშლა. ეს ვარიანტი ყველაზე მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად უფრო ძვირი ღირს.
- ხის დამონტაჟება - თქვენ ჯერ უნდა ააწყოთ მთავარი ღერძი, შემდეგ კი მიამაგროთ ტოტები. ამ ტიპის ნაძვის ხეებზე, საკინძები განლაგებულია ტოტების თითოეულ მონაკვეთზე, რომლითაც ისინი მთავარ ღერძს უკავშირდებიან. ამ ტიპის ხელოვნური ნაძვის ხის აწყობას ბევრად მეტი დრო სჭირდება, რადგან ეს მეთოდი უფრო შრომატევადია.
ყურადღებით დაათვალიერეთ ხელოვნური ნაძვის სტენდი. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ რა მასალისგანაა დამზადებული ხის საფუძველი. სასურველია აირჩიოთ ლითონის სტენდები, რადგან ისინი ყველაზე ძლიერი და სტაბილურია.
თუ სახლში პატარა შვილები ან შინაური ცხოველები გყავთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ არასაიმედო პლასტმასის სადგამი დეფორმირდეს ან გატყდეს, რაც ხის დაცემასა და დაზიანებას გამოიწვევს.
ხელოვნური ნაძვის ხის ფერი, ზომა და დეკორაციები
ხელოვნური ნაძვის ხეების სიმაღლე რამდენიმე ათეული სანტიმეტრიდან 20 მეტრამდე მერყეობს. ხშირად ნახავთ პატარა ნაძვის ხეებს, რომელთა განთავსება მაგიდაზე, თაროზე, ფანჯარაზე, ტელევიზორზეც შეიძლება. მინიატურული ნაძვის ხე სადღესასწაულო განწყობას შექმნის ნებისმიერ სახლსა თუ ოფისში და გახდება შესანიშნავი საახალწლო საჩუქარი თქვენი კოლეგებისა და მეგობრებისთვის.
ხელოვნური, განსაკუთრებით პატარა ნაძვის ხის არჩევისას ძირითადი კრიტერიუმებია წიწვების სიხშირე და ფერი. გარდა ამისა, ტოტები უფრო ფართოდ რომ მიმოვიხილოთ, ისინი შეიძლება იყოს დასაკეცი, ჩამოკიდებული ან ჩასასმელი.
დასაკეცი ტოტები მტკიცედ არის დამაგრებული საყრდენზე, ხოლო ნაძვის ხის დამონტაჟებისას, ისინი უნდა მოხსნათ;
ჩამოკიდებული ტოტები ასევე დამაგრებულია მთავარ ღერძზე;
ჩასასმელი ტოტები სპეციალურ ღარებში, ნაძვის საყრდენშია ჩასმული. შეკრებითაც მარტივია, ხოლო ღარები და ტოტები ერთმანეთთან ფერთა შეხამებაშია. ასეთი ნაძვის ხის დიზაინი არის ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელი შესანახად.
დღეს შეგიძლიათ ნაძვის ხეები მრავალფეროვან ფერებში შეიძინოთ. გარდა ამისა, წარმოდგენილია ისეთი ნაძვის ხეები, რომლებიც უკვე მორთულია სათამაშოებით, მძივებით, ფიჭვის გირჩებით, მშვილდებით და ა.შ.
თუ არასტანდარტული ფერის ნაძვის ხის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ იასამნისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, ცისფერი, ოქროსფერი ხეები.
გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ნაძვის ხის დიზაინზე ვსაუბრობთ, აქვე გაგიზიარებთ რამოდენიმე რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა ხელოვნულ ნაძვის ხეს:
- უფრო მოსახერხებელია - ის სპეციალურ სადგამზე დგას, რაც მინიმუმამდე ამცირებს მისი გადახრის შანსს. გარდა ამისა, უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ აირჩიოთ განათებიანი ხე, რომ მისმა მონტაჟმა ბევრი დრო არ წაგართვათ.
- უკეთესი ფასი - შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ხელოვნური ნაძვის ხე ნამდვილზე ძვირი გიჯდებათ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში გამოიყენებთ.
- თქვენი გემოვნების შესაბამისი - ცოცხალი ნაძვის ხეების ზომა, ფორმა და ფერი ლიმიტირებულია, ხოლო ხელოვნურის შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ, იმ ფერის, ფორმის, ზომისა და სტილის, რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება.
- ნაკლები დახარჯული ენერგია - ცოცხალი ხისგან განსხვავებით, ხელოვნურს მორწყვა არ სჭირდება. ასევე, მას წიწვები არ სცვივა და იატაკის გასასუფთავებლად დროის ხარჯვა არ მოგიწევთ.
- უსაფრთხო - ბუნებრივ ნაძვის ხეებს ხშირად აქვს გამოშრობის პრობლემა, საახალწლო განათება სითბოს გამოჰყოფს, რაც ცეცხლის გაჩენის რისკს ზრდის.
- ჰიპოალერგიული - თუ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს რაიმე სახის ალერგია გააჩნიათ, არჩევანი აუცილებლად ხელოვნურ საახალწლო ნაძვის ხეებზე უნდა გააკეთოთ, ის ბუნებრივისგან განსხვავებით მტვერს და ობს ნაკლებად ავრცელებს.
პოპულარული მოდელები