როგორი ტიპის კონდიციონერები არსებობს?
კონდიციონერები შექმნილია ადამიანის ცხოვრებისა და მუშაობის კომფორტული პირობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ოთახის ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმს, იდეალურ ტენიანობასა და სუფთა ჰაერის მუდმივ მომარაგებას.
კონდიციონერები ყოველდღიურად სულ უფრო ხშირად გამოიყენება, ხოლო უმკლავდება თუ არა ტექნიკა მისთვის მინიჭებულ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, ეს დამოკიდებულია ტიპსა და მახასიათებლებზე.
ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება კონდიციონერების ტიპების დადგენა, რომელიც დაგეხმარებათ თანამედროვე და მრავალფეროვანი მოწყობილობის შეძენაში.
საყოფაცხოვრებო კონდიციონერები
საყოფაცხოვრებო კონდიციონერების სიმძლავრე შეიძლება მოდელების მიხედვით განსხვავებული იყოს და 1-დან 10 კვტ-მდე მერყეობდეს. ასეთი მაჩვენებლები საკმარისია 10-20-დან 80-100 მ²-მდე ოთახებისთვის.
საყოფაცხოვრებო დანიშნულების კონდიციონერი ძირითადად განკუთვნილია კერძო სახლებისა და ბინებისთვის, მაგრამ მათი განთავსება ასევე შესაძლებელია მცირე ოფისებსა ან საცალო შენობებში.
კონდიციონერების დანიშნულების გათვალისწინებით, მათი მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ კომფორტის გაუმჯობესებაზე, რომელიც გულისხმობს ხმაურის დონის შემცირებასა და ახალი ფუნქციების დამატებას. აგრეთვე, შიდა ბლოკის დიზაინის გაუმჯობესებას.
საშინაო გამოყენების კონდიციონერების უმეტესობა გათვლილია 8-10 წლის მუშაობისთვის. ამასთან, მომხმარებელთა უმეტესობა, რომლებიც ფეხს უწყობენ თანამედროვე ტენდენციებს, მუდმივად ანახლებენ იმ მოდელებს, რომლებიც ბაზარზე უფრო საინტერესო დამატებითი ფუნქციებით ჩნდება.
მობილური კონდიციონერები
დასადგამი კონდიციონერი ერთადერთი ტიპის მოწყობილობაა, რომლის დამონტაჟება მომხმარებელს სპეციალისტის საჭიროების გარეშე თავადაც შეუძლია. დავალება შემდეგნაირია: საკმარისია გამოიტანოთ მოქნილი სადინარის მილი, რომელშიც მოძრაობს ჰაერი და გადადოთ იგი ღია ფანჯარაში. უკვე ამის შემდეგ, კონდიციონერი მზადაა მუშაობისთვის.
მობილური კონდიციონერების კიდევ ერთი უეჭველი უპირატესობა მათი გადაადგილების შესაძლებლობაა: საჭიროების შემთხვევაში, აღჭურვილობის გადაადგილდება სხვა ოთახში ადვილი შესაძლებელია. თუკი ახალ სახლში გადადიხართ, შეგიძლიათ თან გაიყოლოთ ასეთი მოწყობილობა.
ყველა სიკეთესთან ერთად, ბუნებრივია, მობილურ კონდიციონერებს უპირატესობებთან ერთად უარყოფითი მხარეებიც მოჰყვება.
პირველი - კონდიციონერის ნავიგაცია (გადაადგილება) ოთახში შეუძლებელია: ის უნდა განთავსდეს ფანჯარასთან, ვინაიდან ჰაერის სადინარის სიგრძე მცირეა და მისი გაჭიმვა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული.
მეორე - კონდიციონერის კომპრესორი საკმაოდ ხმაურიანია, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს იწვევს.
მესამე - ასეთი მოწყობილობების მფლობელებს რეგულარულად მოუწევთ დაგროვილი კონდენსატის ხელით ამოღება.
ფანჯრის კონდიციონერები
ფანჯრის კონდიციონერები ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს მათზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია და, შესაბამისად, ისინი ნაკლებად იყიდება.
ასეთ მოდელებზე მოთხოვნის დაცემა გამოწვეულია იმით, რომ ბაზარზე ახალი მოდელის, სპლიტ-სისტემის კონდიციონერები გამოჩნდა ამიტომ, ძველმოდური მოწყობილობები კონკურენციას ვეღარ უწევდნენ.
მართლაც, ფანჯრის მონობლოკებს ბევრი მინუსი აქვს, რომელთა შორის აღსანიშნავია დაბალი სიმძლავრე და დიდი ხმაური. მხოლოდ რამდენიმე მოდელს შეუძლია ჰაერის გათბობა, ხოლო უმეტესობას მხოლოდ გაგრილების რეჟიმი აქვს.
ერთადერთი უპირატესობა, რაც ფანჯრის კონდიციონერებს აქვთ, დაბალი ღირებულება და ინსტალაციის სიმარტივეა.
პოპულარული მოდელები