როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო კიბეები?

დახურულ სივრცეში ან გარე სამუშაოების შესასრულებლად, მოსახერხებელი კიბეები ხშირად გვჭირდება, რომლებიც განსაკუთრებული სიმყარითა და საიმედოობით უნდა გამოირჩეოდეს, რათა ჩვენი სიცოცხლე ვანდოთ და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ზედმეტი ტრამვები.

ერთი შეხედვით,  თითქოს უმნიშვნელოდაც კი შეიძლება გვეჩვენებოდეს კიბეებისთვის საკუთარი სიცოცხლის „მინდობა“, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამიტომაც, გირჩევთ, რომ აუცილებლად შეარჩიოთ მყარ საფეხურიანი კიბეები.

გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო ბაზარი კიბეების ფართო არჩევანის საშუალებას გვაძლევს, ამის მიუხედავად, ერთი-ერთი მოსახერხებელი კიბეები, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად აღნიშნავენ, ე.წ. ტელესკოპური კიბეებია, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ყველგან. ჩვენი რეკომენდაციით, ნამდვილად  ღირს ტელესკოპური კიბის შეძენა მისი მრავალფეროვნებიდან და მარტივი გამოყენებიდან გამომდინარე.

კიბეების ტიპები

არსებობს მრავალი კატეგორიის კლასიფიკაცია:

  1. მასალის მიხედვით;
  2. დიზაინის მიხედვით;
  3. სიმაღლის მიხედვით;
  4. დანიშნულების მიხედვით.

კიბეები იყოფა ორი ტიპის მოდელად: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური.

საყოფაცხოვრებო მოდელები - მსუბუქია, სუსტი კავშირებითა და ყოველგვარი დამატებითი დამჭერების გარეშე. გარდა ამისა,  დაბალია, დამზადებულია იაფი მასალებით და განკუთვნილია პერიოდული გამოყენებისთვის. ძირითადად, ასეთი ტიპის კიბეებს შეუძლია გაუძლოს მხოლოდ 100 კგ-მდე დაწოლას.

პროფესიონალური მოდელები - განკუთვნილია  120 კგ-ზე მეტი დატვირთვისთვის, რომელიც გამოიყენება სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისთვის. კიბეებში გამოყენებულია ძლიერი შენადნობები, რომლებიც უფრო  სერიოზულ დავალებებს ასრულებენ.

მასალებიდან გამომდინარე, არსებობს შემდეგი ტიპის საფეხურები:

  1. ლითონის;
  2. პლასტიკური;
  3. ხის;
  4. კომბინირებული.

ხის კიბეები

ხის კიბე შედარებით გავრცელებული ტიპია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია კერძო სახლი ან აგარაკი. მის დასამზადებლად საჭიროა მინიმალური ცოდნა, რამდენიმე ხის მასალა და  ინსტრუმენტი. თუ კიბეს ამზადებთ ხისგან, მაშინ დაგჭირდებათ ხელის ხერხი და სხვა  ინსტრუმენტები ხის სტრუქტურების დასაკავშირებლად, მაგრამ ლითონის კიბის დამზადების შემთხვევაში,  დაგჭირდებათ ლითონის საჭრელი ხელსაწყო და ასევე შედუღების აპარატი.  

უპირატესობები:

  • მობილური და მსუბუქი;
  • იაფია;
  • ხანგრძლივი გამოყენებადობა.

ნაკლოვანებები:

  • დაბალი დატვირთვის უნარი;
  • ცუდი სტაბილურობა;

ნაკლოვანებების მიუხედავად, ეს აღჭურვილობა დღემდე პოპულარულია და თითქმის ყველა კერძო სახლში იპოვით მას. ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო კიბეები კომპაქტური და გამძლეა, რომელთაც დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლე აქვთ. კიბეების სიმაღლე მთლიანად დამოკიდებულია მასში საფეხურების რაოდენობაზე. 

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო კიბეები?

აქვე გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ კიბეებს რომელთა ფასი და მახასიათებლები განსხვავებულია.

ტელესკოპური კიბეები

ტელესკოპური ტიპის კიბეებს  ხშირად იყენებენ სახლის პირობებში. ისინი განსხვავებულია და განკუთვნილია როგორც მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად, ისე - სარემონტო სამუშაოებისთვის. მასალებიდან გამომდინარე, განკუთვნილია სხვადასხვა წონის ადამიანზე. ამიტომ, ამ შემთხვევაში, გირჩევთ ლითონის კონსტრუქციით შეძენას, რომელიც, მართალია, შედარებით მძიმეა, მაგრამ უძლებს 150 კგ-მდე წონას.

ტელესკოპური კიბეების უპირატესობები:

  • ტრანსპორტირების ხელსაყრელი შესაძლებლობა;
  • მსუბუქი წონა და მცირე ზომა;
  • ფართო ფუნქციონირება;
  • საიმედოობა;
  • ცვალებადობა; კიბე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სახლის პირობებში, ისე სამშენებლო სამუშაოებისთვის. 

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო კიბეები? 

ტელესკოპურ კიბეებში ზომის რამდენიმე არჩევანია: 2.6 მ; 3.2 მ; 3.8 მ და 5 მ.

ტრანსფორმატორული კიბეები

ტრანსფორმატორი კიბეები მშენებლების ერთ-ერთი საყვარელი მოწყობილობაა, რომელსაც დიდი ფუნქციონალურობის გამო, ხშირად უწოდებენ უნივერსალურ კიბეს. ზოგადად დასაკეცი კიბე მზადდება მეტალისგან ან ალუმინისგან.

არსებობს პროფესიონალური გამოყენების კიბეები, რომელთაც ორი ან სამ განყოფილებიანი საფეხურები აქვთ. პირველს შეუძლია 8 მეტრის სიმაღლეს მიაღწიოს, ხოლო მეორეს - 10.5 მეტრს.

საიმედოობა და უსაფრთხოება

საყოფაცხოვრებო ტრავმების შემთხვევები, როდესაც ადამიანები კიბეების მაგივრად, მაგიდებს იყენებენ - იშვიათი არაა. ამიტომ, თქვენ უნდა აირჩიოთ უსაფრთხო მოდელი, რომელიც თავიდან აგარიდებთ ტრამვულ შემთხვევებს.

ყველაზე უსაფრთხო ტიპის კიბე - ტელესკოპურია, რომელსაც საკმაოდ მაღალი სტაბილურობა აქვს, რადგან მზადდება მტკიცე მასალისაგან. აღჭურვილია ყველა იმ დეტალით,  რაც საჭიროა უსაფრთხო ოპერაციისთვის;

მეორე ადგილზე ტრანსფორმატორის კიბეებია, რომლებიც მორგებულია  თითოეულ ადამიანზე. იკავებენ მეტ ადგილს და აქვთ ნაკლები ფუნქციონირება;

და ბოლოს, ნუ გამოიყენებთ მაგიდას, სკამს, სავარძელს კიბეების ნაცვლად, რადგან ეს ნამდვილად საშიში გადაწყვეტილებაა; ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც უნდა შეაირჩიოთ კიბე ეს არის: ამოცანების შესრულების უნარი, მასალა და  დიზაინი;

იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გაქვთ, შეიძინოთ გასაშლელი კიბეები,  ჩვენი ონლაინ მაღაზია ყოველთვის მზად არის, შემოგთავაზოთ მათი სხვადასხვა ვარიანტი. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ ნივთის სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ! 

პოპულარული მოდელები

კეცვადი კიბე და ხარაჩო 2-1 ში Topfine
კეცვადი კიბე და ხარაჩო 2-1 ში Topfine
Regular price 265.00 ლარი 229 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
მეტალის კიბე Topfine
მეტალის კიბე Topfine
109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის კიბე Topfine
ალუმინის კიბე Topfine
109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
მეტალის კიბე CINGILLIOGLU CA-006 19914
მეტალის კიბე CINGILLIOGLU CA-006 19914
Regular price 187 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია