როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ბლენდერი?

პურის საცხობი ღუმელი, სარეცხი მანქანა, მიქსერი, ტელევიზორი და მაცივარიც კი დიდი ხანია დამკვიდრებული მოწყობილობებია ქართველი ოჯახში, მაგრამ გლობალიზაციამ და ტექნოლოგიებმა ჩვენი სამზარეულოს იარაღებშიც შემოიტანა ინოვაციები. ერთ-ერთი ასეთია სწორედ ბლენდერი, რომელიც უცხოელებისთვის უკვე ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ბლენდერი?

ბლენდერი, (ან მისი ერთ-ერთი ვარიაცია - სამზარეულოს კომბაინი) - შეიძლება ითქვას სპეციალურად კომფორტისთვის შექმნილი ნივთია. მისი საშუალებით ხომ ჩვენ უამრავი დროის დაზოგვას ვახერხებთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ კერძებზე რომლებიც მხოლოდ მისი გამოყენებით მზადდება. იგი ფაქტიურად დიასახლისისთვის მესამე ხელის ფუნქციას ასრულებს, და თითქოს ერთი ან რამოდენიმე მბრუნავი პირის მქონე გაჯეტი უამრავი სხვადასხვა მანუალური ფუნქციის შეთავსებას ახერხებს.

ხილფაფის მომზადება (ბავშვისთვის ან უფროსისთვისაც), ნებისმიერი სახის მყარი პროდუქტის დაქუცმაცება, პიურე, სალათები, ჰუმუსი და ისეთი ტრადიციული კერძი კი როგორიც აჯიკაა - ბლენდერის სამყაროს შემადგენელ ნაწილებად იქცა.

ბლენდერის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რასაც აკვირდებიან არის მისი კომპაქტურობა (განსაკუთრებით დღევანდელ დროს, სამზარეულოს შედარებით მცირე ზომებში ჩასატევად). ასევე აუცილებელია წინასწარ გამოიკვლიოთ თუ რამდენად ადვილია მისი მოვლა. ტექნიკური კომპონენტები, როგორიცაა პროდუქტების დაქუცმაცების ხარისხი და სისწრაფე ასევე ნამდვილად ყურადსაღები ფაქტორებია.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ბლენდერი?

ორი სახის ბლენდერები გვხვდება: სტაციონარული და ჩასატვირთი (ე.წ. ხელის ბლენდერი)

სტაციონარული ბლენდერი გამოიყენება კოქტეილის მოსამზადებლად და მყარი პროდუქტის დასაქუცმაცებლადაც. ის დამოუკიდებლად ასრულებს თავის ფუნქციას, ხელში დაჭერის გარეშე. ხშირად სტაციონარულ ბლენდერებს გააჩნიათ თვითწმენდის ფუნქცია, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მათ მოხმარებას.

ამ ტიპის ბლენდერების შემადგენელი ნაწილია მათი ჯამი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს მომზადებული. მინის ჯამის საკმაოდ კარგი ვარიანტია - ის არ იკაწრება, და არც არომატებით არ ჯერდება მომზადებული საკვებისგან, თუმცა მეორეს მხრივ, საკმაოდ მძიმეა. პლასტმასის ბლენდერი მინის სრული ანტიპოდია - მსუბუქი, მაგრამ ნაკაწრებისა და სუნის გაჩენის რისკით. თუმცა, კარგად მოვლის შემთხვევაში თითოეული ჯამი უპრობლემოდ გემსახურებათ ბლენდერის სიცოცხლის ბოლომდე.

ხელის ბლენდერის ძირითადი უპირატესობა კომპაქტურობაა. მისი დახმარებით ადვილად მზადდება პიურეები და სოუსები, თუმცა ასევე გამოიყენება თხილისა და ნიგვზის დასაქუცმაცებლად. ხელის ბლენდერი ძირითადად მეტალის ან პლასტმასის მასალისაა. მეტალის ბლენდერი, რასაკვირველია, უფრო დიდ ხანს ძლებს პლასტმასთან შედარებით, თუმცა სხვაობა ისევ წონაშია - რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს მეტალის ნივთის ხელში დიდხანს ჭერით?

უშუალოდ ბლენდერის მოვლას რაც შეეხება, თუ თქვენს ბლენდერს გააჩნია თვითწმენდის ფუნქცია, თქვენ აღარ მოგიწევთ ზედმეტი შრომა და ბასრ დანებთან შეხება. ბლენდერის გამოყენების შემდეგ ჯამში უნდა ჩაასხათ თბილი წყალი, ხელი დავაჭიროთ თვითწმენდის ღილაკს და ჯამი ფაქტიურად თვითონ გაიწმინდება. ასეთი ღილაკის არარსებობის შემთხვევაში ეს პროცესი აუცილებელია რომ მანუალურად ჩატარდეს.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბლენდერი Franko FBL-1127
ბლენდერი Franko FBL-1127
Regular price 205.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ბლენდერი SENCOR SHB 4461GR-EUE3
ბლენდერი SENCOR SHB 4461GR-EUE3
Regular price 249.00 ლარი 159 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ბლენდერი SENCOR SHB 4359BK-EUE3
ხელის ბლენდერი SENCOR SHB 4359BK-EUE3
Regular price 119.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი