როგორ შევარჩიოთ მატრასები - სასარგებლო რჩევები

ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად საჭიროებს იმ ენერგიას, რომელსაც წყლისგან, საკვებისგან, ყოველდღიური აქტივობებისგან და, რა თქმა უნდა,  ძილისგან მიიღებს.

არასაკმარისი ძილი ნაკლებპროდუქტიულს ხდის ადამიანს და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უქმნის.  გახსოვდეთ, რომ უძილობა ზრდის სტრესის მაჩვენებელს და აქვეითებს ტვინის გამართულად მუშაობის უნარს.

ყველამ ვიცით, რომ ძილის დროს, ადამიანის ტვინი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ამიტომ  მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ჩვენს ტვინსა და ორგანიზმს მშვიდად ძილის საშუალება მივცემთ. სწორედ ამაში იდეალურ დახმარებას გაგვიწევს საძილე მატრასები, რომელთა სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია.

დღეს შემოგთავაზებთ მატრასების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც  გაგიადვილეთ მათ შერჩევას. 

როგორ შევარჩიოთ მატრასები -  სასარგებლო რჩევები

იცოდით, ექსპერტების ის რეკომენდაცია,  რომ სასურველია ყოველ 10 წელიწადში, ანუ 3650 ღამის შემდეგ, შეცვალოთ ძველი მატრასები ახლით. დიახ, ეს ასეა, მაგრამ მატრასების შეცვლის აუცილებლობა  უფრო ადრეც შეიძლება გახდეს საჭირო იმ შემთხვევაში - თუ იგი დეფორმაციას მიიღებს.  
გაითვალისწინეთ: მაშინაც კი, თუ ზედაპირის ქსოვილი აბსოლუტურად სუფთაა და მატრასი გამოიყურება როგორც ახალი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კარგ მდგომარეობაშია. 

ასევე გიზიარებთ კიდევ ერთ საინტერესო ბლოგს მატრასებთან დაკავშირებით.

მითია ის აზრი, რომ თითქოს მატრასების სისქეს არავითარი კავშირი არ აქვს ხარისხთან. პირიქით, სასურველია შეიძინოთ სქელი მატრასები, რომელიც იდეალურად უძლებს სხვადასხვა წონას, მაგრამ აქვე გაითვალისწინეთ: ხომ არ გაწუხებთ ხერხემლის პრობლემა?

მატრასების ხაზში არსებობს ერთ-ერთი მოდელი - Vi-Spring, რომლის ლეიბებსაც შიგნით ხვეული, ფოლადის 6 ზამბარა აქვს. ასეთი რაოდენობის ზამბარებიანი მატრასი, აღიარებულია, როგორც ადამიანის სხეულისთვის იდეალური საძილე ლეიბი. დამზადებულია აბსოლუტურად ბუნებრივი მასალისგან, რომლის შემადგენლობაში შედის მატყლი, აბრეშუმი და ქაშმირი.  

რატომ ორმაგი მატრასები და როგორია მათი დადებითი თვისებები: 

ხშირ შემთხვევაში, მაღაზიებში წარმოდგენილია ერთმაგი მატრასები, თუმცა ორმაგი მატრასები ბევრად უკეთესია ჯანმრთელობისთვის. ამ ტიპის მატრასები ძირითადად ორთოპედიული დანიშნულებისაა, რომელსაც მხარეები განსხვავებული სიმყარის შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, ზამთარ-ზაფხულის ზედაპირების არსებობის გამო, შიგთავსი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. ზამთრის ზედაპირიანი ნაწილი ბეწვიანია და უფრო რბილი შიგთავსიც აქვს  სითბოს შესანარჩუნელად, ხოლო ზაფხულის ნაწილი უზრუნველყოფილია ჰაერის ცირკულაციით, რომელიც დაგიცავთ სხეულის გადახურებისგან. 

როგორ შევარჩიოთ მატრასები -  სასარგებლო რჩევები


მატრასების არჩევისას საჭიროა, გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები: 

  1. ზომა;
  2. შიგთავსის მასალა;
  3. ზედაპირის სტრუქტურა;
  4. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  5. წონა;

სტანდარტული საწოლების სიგანე 140 – დან 180 სმ – მდე მერყეობს. თუმცა, თქვენ რომელ მატრასებზე გააკეთებთ არჩევანს,  დამოკიდებულია ისევ და ისევ თქვენზე. თუ ალერგიული ხართ, ამ შემთხვევაში ნატურალური მატრასების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ და სინთეტიკურ მასალაზე გააკეთოთ არჩევანი.   

რაც უფრო ფართოა საწოლი, მით უკეთესია მასზე ძილი. სიგრძე განისაზღვრება ყოველი 20 სმ-ის დამატებით, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდით აიხსნება.  ძალიან  მნიშვნელოვანია ასევე  წონის მაჩვენებელი. რაც უფრო მეტს იწონის ადამიანი, მით მეტად უნდა შეუწყოს მატრასმა ხელი მის მშვიდ ძილს. თუ საწოლზე ორი სხვადასხვა ზომის ადამიანი იძინებს, ასეთ დროს უნდა აარჩიოთ ორმაგი მატრასები - ერთი მხრიდან მყარი ზედაპირით, ხოლო მეორედან - რბილი. ხერხემლის პრობლემების მქონე ადამიანებმა კი არჩევანი რბილი მატრასებზე უნდა შეაჩერონ.

იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ მატრასების შეძენა, შეგიძლიათ, ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ მოდელებს გადაავლოთ თვალი
 და შეძენის შემთხვევაში, ისარგებლოთ განვადების პირობებითა და სახლში მიტანის უფასო სერვისით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

კომფორტის ტიპის მატრასები Sleepy
კომფორტის ტიპის მატრასები Sleepy
199 ლარი / თვეში 11 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
სტანდარტის ტიპის მატრასები Sleepy
სტანდარტის ტიპის მატრასები Sleepy
149 ლარი / თვეში 9 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ორთოპედიული მატრასები Sleepy
ორთოპედიული მატრასები Sleepy
494 ლარი / თვეში 27 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ინდივიდუალურ ზამბარებიანი მატრასები Sleepy
ინდივიდუალურ ზამბარებიანი მატრასები Sleepy
499 ლარი / თვეში 27 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია