როგორ შევარჩიოთ წნევით რეცხვის აპარატი?
წნევითი რეცხვის აპარატი არაჩვეულებრივია სახლის ფასადების, ეზოს სკამების, მაგიდის, მანქანის გასარეცხად, მისი დახმარებით შეგიძლიათ სწრაფად მოაცილოთ ისეთი ლაქებიც კი რომლის მოშორებაც ხელის ჯაგრისით შეუძლებელი იყო.
იმისათვის რომ შეარჩიოთ სასურველი წნევით რეცხვის აპარატი, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: სად აპირებით მის გამოყენებას? გსურთ სახლისათვის თუ პოფესიონალური? როგორი სიძლიერე გესაჭიროებათ?
აპარატები იყოფა რამდენიმე კატეგორიებად:
- საყოფაცხოვრებო
- ნახევრად პროფესიონალური
- პროფესიონალური
საყოფაცხოვრებო წნევითი რეცხვის აპარატები
იმისათვის რომ თვეში რამოდენიმეჯერ გარეცხოთ მანქანა ან სააგარაკო აღჭურვილობა საყოფაცხოვრებო აპარატი საკმრისი იქნება, ის გარანტირებულად მოგემსახურებათ არანაკლებ 100 მოტოსაათისა წელიწადიში.
ასეთი აპარატების სიძლიერე 1,5 კვტ-მდეა, მაქსიმალური ჭავლური წნევა 110 ბარამდე და უზრუნველყოფს საათში 420 ლიტრი წყლის მიწოდებას. ეს სავსებით საკმარისია რომ გაუმკვლავდეთ მსუბუქად დაბინძურებულ ავტომობილს, მოტოციკლსა და გააგრილოთ ბაღის ბილიკები.
იმისათვის, რომ იდეალური სისუფთავე მიიღოთ, მაინც დაგჭირდებათ გამოიყენოთ ჯაგრისი, ავტოშამპუნი და სხვა. მაგრამ ყველა შემთხვევაში პროცესი საგრძნობლად შემსუბუქებული იქნება.
ასეთი ინსტრუმენტი გათვალისწიებულია კვირაში 3-4 საათი მუშაობისათვის და თუკი მას არ გადატვირთავთ იგი არაერთი წელი ერთგულად მოგემსახურებათ.
ნახევრად პროფესიონალური რეცხვის აპარატი
ნახევრად პროფესიონალური წნევით რეცხვის აპარატი უფრო ძლიერია ვიდრე საყოფაცოვრებო. წყლის მიწოდების სიძლიერე აღწევს 500 ლიტრს საათში, მაქსიმალური წნევა 160 ბარი და სიძლიერე 2,1 კვტ.
ასეთი აპარატი მარტივად გარეცხავს კვირაში 2 მანქანას, ბაღის ბილიკებსა და სახლის ფასადებს, მაგრამ იმისათვის, რომ ძლიერი დაბინძურება გაირეცხოს, მხოლოდ წყლის ნაკადი აქაც არ იქნება საკმარისი.
ნახევრად პროფესიონალური აპარატი დამოუკიდებლად შეძლებს ამოტუმბოს წყალი სათავსოდან, ამისათვის მხოლოდ დამატებითი შლანგის შეძენა მოგიწევთ, რომელსაც ექნება სეტკა და სარქველი.
პროფესიონალური რეცხვის აპარატი
შექმნილია რეგულარული გამოყენებისათვის, მოყვება მთელი ნაკრები დამატებითი ინსტრუმენტებისა, სიძლიერემ შეიძლება მიაღწიოს 5 კვტ-ს, მაქიმლურმა წნევამ 215 ბარს, ხოლო წყლის ჭავლის სიძლიერემ 700 ლ/სთ-ში.
დამატებითი ინსტრუმენტების წყალობით შესაძლებელია არა მხოლოდ ძველი საღებავის მოშორება არამედ სატვირთოსა და ტანკის გარეცხვაც კი. ეს აპარატი ძალიან კარგი იქნება დიდი ოჯახისათვის სადაც რამოდენიმე მანქანაა, მეურნეობაში, ავტოსამრეცხაოში.
თუკი საყოფაცხოვრებო აპარატი მანქანის გარეცხვას ანდომებს 45 წთ-დან 1 საათამდე, პროფესიონალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ამას 15 წუთში გაუმკვლავდება, მათ ასევე შეუძლიათ გაასუფთაონ ჩამჯდარი ჭუჭყი უკონტაქტოდ, ჯაგრისის დაუხმარებლად.
ამ კუთხით, მსოფლიო ლიდერად კერხერის (Karcher) მაღალი წნევით სარეცხი აპარატები მიიჩნევა.
ნასოსის კორპუსი - საყოფაცხოვრებო აპრატებს როგორც წესი პლასტმასის კორპუსი აქვთ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ დაბალხარისხიანი პროდუქტია.
პლასტმასი იაფასიანი და მსუბუქია, არ იჟანგება, მაგრამ რა თქმა უნდა შედარებით სუსტია. ნებისმიერი ბზარი ნასოსის შეკეთებას შეუძლებელს ხდის, დაზიანების შემთხვევაში ან მთლიანად მოგიწევთ მისი შეცვლა ან ახალი დანადგარის ყიდვა.
ბრენდირებული მოდელები იყენებენ უჟანგავი ფოლადის ძალიან ძლიერ და გამძლე ანალოგებს, ალუმინის, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების შენადნობებს, მეტალის ბევრად უფრო გამძლედ ითვლება, შესაბამისად ფასიც შედარებით მაღალია.
ნასოსის/დგუშის მასალა - საუკეთესო ვარიანტია მეტალოკერამიკა, მეტალიც ძალიან კარგია. რაც უფრო კარგი ხარისხისაა, მით უფრო დიდი აქცენტი აქვს გაკეთებული მწარმოებელს მის პარამეტრებზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაც უფრო მაღალია მიწოდების წნევის სიმძლავრე, ის მით უფრო ეფექტურად უმკვლავდება ჭუჭყს.
კარგ აპარატებზე წნევა შეიძლება დარეგულირდეს, მაღალი წნევით რეცხვა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. თუკი ვერ დაუწევთ წყლის ჭავლის წნევას მაშინ გაგიჭირდებათ ველოსიპედის ან სკუტერის გარეცხვა.
წყლის გამაცხელებელი - დღეს ბაზარზე ასევე წარმოდგენილია დანადგარები წყლის გამაცხელებლით, ისინი განკუთვნილია ძლიერი და ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოსაცილებლად, ასევე ზამთრის პირობებისათვის.
მას ხშირად იყენებენ სასურსათო ქარხნებში, მშენებლობაში, მეურნეობაში. ეს მახასიათებლები ზრდიან აპარატის წონას და ზომას.
რეკომენდაციები გამოყენებისათვის:
არსებობს წესები, რომლის დაცვის შემთხვევაშიც თქვენ გაზრდით დანადგარის მოხმარების რესურსს:
- არასოდეს არ გამორთოთ აპარატი, რომელიც მუშაობს მაქსიმალური სიძლიერით. მოერიდეთ ჰიდრავლიკურ დარტყმას რომელიც მიიყვანს ნასოსს გაუმართაობისაკენ .
- განსაკუთრებით ფრთხილად გამოიყენეთ ზამთარში. მაგალითად, ვიდრე ცხელი წყლის გამოყენებას დაიწყებთ ან უნდა გაახუროთ მანქანა ან გარეცხოთ თბილი წყლით.
- გადაღვარეთ აპარატში დარჩენილი წყალი, განსაკუთრებით თუკი მოსალოდნელია ყინვები, და შეინახეთ მანქანა ოთახში, რომელიც არ თბება.
- დამატებითი რჩევები, როგორ შევარჩიოთ კერხერი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები