როგორ შევარჩიოთ კერხერი?

კერხერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული კომპანიის, Karcher-ის ქართული დასახელებაა, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ ადამიანები ნებისმიერ მაღალი წნევით სარეცხ აპარატს ამ სახელით მოიხსენიებენ.

კერხერის საყიდლად და ფასდაკლებისთვის გადადით ჩვენს შესაბამის კატეგორიაზე

როგორ შევარჩიოთ კერხერი?

ეს დაახლოებით ისეთივე შემთხვევაა, როგორიც <ქსეროქსი> ყველა ასლის გადამღები დანადგარის შემთხვევაში, <ჯიპი> - ყველგანმავლების დახასიათებისას ან <ბოტასი> ნებისმიერ სპორტულ ფეხსაცმელზე საუბრის დროს.

ამიტომ, ისურვე.ჯიც მომხმარებელს სიმარტივისთვის ორ კატეგორიას სთავაზობს:

პირველს, სადაც ზოგადად ყველა ბრენდის მაღალი წნევით სარეცხი აპარატი ანუ კერხერი იყიდება და ავტო კატეგორიაშია მოთავსებული.

და მეორეს, რომელიც კონკრეტულად ამ გერმანულ გიგანტს ეძღვნება, მის ბრენდ ფეიჯს წარმოადგენს და მასზე ასე ვთქვათ <ნამდვილი> კერხერი შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

წნევით სარეცხი აპარატის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორებია:

  • ბრენდის წარმოშობა - მიუხედავად იმისა, რომ ჩინური დაბალ ხარისხთან უკვე დიდი ხანია აღარ ასოცირდება და ცნობილი პროდუქციის უმრავლესობა სწორედ ამ ქვეყანაში იწარმოება, მაინც გაითვალისწინეთ, რომ ამერიკული ან ევროპული ბრენდები, თუნდაც ქარხნებს ჩინეთში ფლობდნენ, ბევრად უფრო ხარისხიანია, ვიდრე მათი აზიური ანალოგები თუ კონკურენტები.
  • სიმძლავრე - რაც უფრო მაღალ წნევაზე (რომელიც ბარობით იზომება) მუშაობს დანადგარი, მით უფრო კომფორტული და მრავალხმრივი შეიძლება იყოს მისი გამოყენება. ასე რომ, თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, ეცადეთ რაც შეიძლება მძლავრი კერხერი შეიძინოთ.
  • მაქსიმალური წყლის გამტარიანობა - წინა მაჩვენებლის მსგავსი პარამეტრი, რომელიც ლოგიკურად, რაც უფრო მაღალია, მით უფრო კარგია, თუმცა თუ პროფესიონალური აპარატი არ გჭირდებათ ანუ სახლის პირობებში გეგმავთ მის გამოყენებას, მაშინ არ არის აუცილებელი ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოთ და მხოლოდ წნევით შერჩევაც საკმარისია.
  • შლანგის სიგრძე - ძალიან მოუხერხებელია როცა შლანგი პატარაა, მისი დაგრძელება ხშირად საკმაო თანხებთანაა დაკავშირებული და თანაც კუსტარული ჩარევისას მუდმივად გექნებათ წყლის <გაპარების> პრობლემა, ამიტომ ამაზე თავიდანვე იზრუნეთ.
  • მოყვება ან უყენდება თუ არა ქაფის შემრევი, აქვს თუ არა წყლის ფილტრი და ზოგადად, რა დამატებითი აქსესუარები შეიძლება მოვიდეს შესაბამისობაში - ხშირად, ზოგიერთ აპარატს აქედან რომელიმე პარამეტრი არ აქვს ან აქსესუარებშია შეზღუდული (მაგალითად სხვადასხვა ფორმისა და სპეციფიკის თავაკებში), ამიტომ, გირჩევთ, ამ მახასიათებლებსაც წინასწარ გადახედოთ.
  • ფასი - ზოგადად, პროფესიონალური აპარატები რამდენიმე ათასი ლარი ღირს. ყველაზე იაფის ღირებულება კი 200-250 ლარია. ჩვენი რეკომენდაცია, სტანდარტული ხარისხის და მარტივად რომ ვთქვათ, უპრობლემო კერხერის შესაძენად მასში 400-დან 500 ლარამდე თანხის გადახდაა.

პოპულარული მოდელები

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი Comet KRM 1100 CLASSIC, Italy
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი Comet KRM 1100 CLASSIC, Italy
Regular price 559 ლარი / თვეში 31 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი (კერხერი) Karcher K 2 CLASSIC
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი (კერხერი) Karcher K 2 CLASSIC
Regular price 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი Comet KRS 1300 EXTRA, Italy
მაღალი წნევის სარეცხი აპარატი Comet KRS 1300 EXTRA, Italy
Regular price 795 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი (კერხერი) Karcher K4 COMPACT
მაღალი წნევით სარეცხი აპარატი (კერხერი) Karcher K4 COMPACT
Regular price 795 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი