როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი?
- LCD - დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ეკრანის ტიპია ტელევიზორებში. იგი ანალოგია თანამედროვე კომპიუტერული მონიტორებისა. LCD ტელევიზორი აღჭურვილია თხევადკრისტალური მატრიცით.
- LED - ტელევიზორები აღჭურვილია თხევადკრისტალური დისპლეით, რომელშიც გამოიყენება LED განათება. ამ ტიპის ტელევიზორი ბევრად უფრო თხელია და ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.
- პლაზმური - ტელევიზორები, რომლებშიც გამოსახულება მიიღება აირების განმუხტვით. თხევად კრისტალურ (LCD) ტელევიზორებთან შედარებით პლაზმური უზრუნველყოფს ბევრად გაჯერებულ ფერებს, ხედვის ფართო კუთხეს და ღრმა შავ ფერს, მაგრამ მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას, პიქსელების ზომაც შედარებით დიდია და ახლო მანძილიდან შესამჩნევია ეკრანის ციმციმი.
ეკრანის დიაგონალი
ტელევიზორის შესაძლებლობები და დამატებითი ფუნქციები
მედიაპლეიერი - გვხვდება თანამედროვე ტელევიზორების ისეთი მოდელები, რომლებიც აღჭურვილია ჩაშენებული მედიაპლეიერით. მათი საშუალებით შესაძლებელია ტელევიზორებმა დამოუკიდებლად გაუშვას არამარტო ფოტო და მუსიკალური ფორმატი, არამედ ისეთი ფართოდ გავრცელებული ვიდეო ფაილი როგორიც არის AVI და MKV.
ამასთანავე ვიდეო ფაილების გაშვება შესაძლებელია USB FLASH მეხსიერების ბარათებით (USB შემაერთებლის საშუალებით) და ლოკალური ინტერნეტის მეშვეობით (RJ45 შემაერთებლის wi-fi საშუალებით)
გარდა მედიაპლეირსა, უკვე იცით, რომ სმარტ ტელევიზორებს უამრავი სხვადასხვა აპლიკაციის ფუნქციონირება შეუძლიათ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გაეცანით ჩვენს სტატიას, ანდროიდ ტელევიზორების ტოპ 15 აპლიკაციის შესახებ.
პორტები - როგორც წესი, თანამედროვე ტელევიზორები გამოიყენება არამარტო საეთერო გადაცემების საყურებლად არამედ მასზე შესაძლებელია შეაერთოთ კომპიუტერი DVI, HDMI და SCART — პორტების საშუალებით.
სიხშირე - განისაზღვრება კადრების ცვლილების სიხშირით. დაბალი სიხშირის შემთხვევაში პერიფერიული მხედველობით შეიმჩნევა ეკრანის ციმციმი, შესაბამისად სიხშირის დიდი მაჩვენებელი კარგი პარამეტრია, ამიტომ პრემიუმ კლასის ტელევიზორებს გააჩნიათ მაღალი სიხშირე.
კონტრასტულობა - წარმოადგენს სიმკვეთრის თანაფარდობას სრულ შავ და სრულ თეთრ ეკრანებს შორის მომდევნო ორ კადრზე, შავში და თეთრში. არსებობს ასევე დინამიური კონტრასტულობა, რომლითაც შეუძლია ტელევიზორს ავტომატურად ცვალოს სიმკვეთრე ეკრანზე სურათის ფერისგან გამომდინარე, ანუ მოუმატოს ნათელ და დააკლოს ბნელ ადგილებში.
რაც მეტია კონტრასტულობა მით მკვეთრია სურათის ფერი ეკრანზე. სურათი სურათში - საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოჩნდეს ორი არხი ერთდროულად, აქედან ერთი მთელ ეკრანზე, ხოლო მეორე პატარა ზომისაა და განთავსებულია ეკრანის კუთხეში.
3D მხარდაჭერა - სამ განზომილებიანი მოცულობითი გამოსახულების ყურება ეკრანზე. არსებობს სტერეოსკოპური, რომლის ყურებისთვის საჭიროა სპეციალური 3D სათვალეები და ავტოსტერეოსკოპური, რომლის ყურებისთვის არაა საჭირო სხვა დამატებითი აქსესუარები.
პოპულარული მოდელები