როგორ შევარჩიოთ პულივიზატორები - საუკეთესო მოდელები
სხვადასხვა ზედაპირების სწრაფი და მაღალხარისხიანი შეღებვისთვის საჭიროა სწორი პულივიზატორების შერჩევა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ საუკეთესო ელექტრო პულივიზატორებს.
გამომდინარე იქიდან, რომ მოწყობილობის სიმძლავრე გავლენას ახდენს მუშაობის ეფექტურობაზე, წარმოგიდგენთ რამდენიმე მაჩვენებელს, რომელიც უკეთ გაგარკვევთ აპარატის მახასიათებლებში:
60-დან 200 ვტ-მდე სიმძლავრის პულივიზატორი გამოიყენება ძირითადად საოჯახო საქმიანობებისთვის, რომელიც შეიძლება გათვლილი იყოს ავეჯის, დეკორატიული ნივთების ან მცირე ზომის ზედაპირების შესაღებად;
500-600 W სიმძლავრე შესაფერისია უფრო მასშტაბური სამუშაოებისთვის (კედლების, ჭერის, ღობეების შესაღებად);
600-1000 ვტ-ზე უკვე შესაძლებელია შენობის ფასადების ან მანქანის ზედაპირის დამუშავება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია პროდუქტიულობა, რომელიც საღებავის რაოდენობას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად რომ ავსხნათ - რა რაოდენობის სითხის შესხურება შუძლია პულივიზატორს 1 წუთში.
ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სამუშაოსთვის საკმარისია 0.5 ლ/წთ. ამასთან, კედლის ან ღობის ადვილად შეღებვის მიზნით, შესრულების ინდიკატორი უნდა იყოს 1-2 ლიტრი წუთში.
პულივიზატორების ავზის მოცულობა ჩვეულებრივ 0.5-დან 1.5 ლიტრს შორის მერყეობს - რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით მეტხანს შეგიძლიათ მუშაობა, მაგრამ აქვე უნდა გახსოვდთ ისიც, რომ ძალიან დიდი ავზი ამძიმებს ინსტრუმენტს.
სხვა ინდიკატორები, რომლებსაც გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ პულივიზატორის ყიდვისას, არის ვიბრაციის დონე, წარმოების მასალა და კომპონენტების არსებობა.
Bosch PFS 3000-2
მოდელს აქვს ძლიერი 650 ვტ-იანი ძრავა, ორსაფეხურიანი რეგულირებით. AllPaint ტექნოლოგია უზრუნველყოფს სხვადასხვა მასალაზე ფერების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ნაკრები მოიცავს მხრის სამაჯურს, წყალზე დაფუძნებული საღებავის დანამატებსა და ფერის ფილტრს. SDS სისტემის წყალობით, ავზი სწრაფად ივსება საღებავით და ადვილადაც იწმინდება.
უპირატესობები:
- გრძელვადიანი მუშაობა;
- ძლიერი ძრავა;
- გრძელი მილი;
- რეგულირებადი საქშენები;
- მუშაოების მხრივ ძალიან მოსახერხებელია
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
Wagner W100 2361507 - მრავალმხრივი და კომპაქტური პულივიზატორი
Wagner ელექტრო პულივიზატორის მახასიათებლებია ერგონომიული დიზაინი და ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა. მუშაობის დროს, დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს რელიეფური სახელური, საღებავის მიწოდების რეგულატორი და მოწყობილობის მცირე ზომა.
პულივიზატორის სიმძლავრეა 280 ვტ, ხოლო დიდი საქშენის დიამეტრია 2.5 მმ.
უპირატესობები:
- მრავალფეროვნება;
- მსუბუქი წონა;
- ფართო საქშენები;
- მუშაოების მხრივ ძალიან მოსახერხებელია
ნაკლოვანებები:
- სუსტი შესრულება.
მოწყობილობა შესანიშნავია მცირე საყოფაცხოვრებო დავალებებისთვის. შეღებვის სავარაუდო სიჩქარეა 12 წუთში 5 კვადრატული მეტრი.
Hammer PRZ110 - ფუნქციური და ხელმისაწვდომი მოწყობილობა
მოწყობილობის სიმძლავრეა 110 ვტ, ხოლო ავზის მოცულობაა 0.8 ლიტრი. ხელმისაწვდომია წრიული შესხურების რეჟიმი. გარდა ამისა, ინსტრუმენტის გამოყენება ძალიან მარტივია, რომელიც აერთიანებს საწმენდ ჯაგრისებს.
უპირატესობები:
- უნივერსალური მოწყობილობა;
- მოვლის სიმარტივე;
- დაბალი ფასი.
ნაკლოვანებები:
- მოკლე კაბელი.
Hammer პულივიზატორი მრავალფუნქციურია და შესანიშნავია კედლების ან ავტოფარეხის კარების შესაღებად, ასევე ავეჯის დასამუშავებლად.
Ryobi SSP100 - ყველაზე ეკონომიური პულივიზატორი
Ryobi-ის გამოყენება ძალიან მარტივია, რომლის მოცულობითი ავზი განკუთვნილია ერთი ლიტრი საღებავისთვის და აღჭურვილია სწრაფი დაბლოკვის სისტემით, რომელიც იცავს სითხის დაღვრისგან.
გრძელი დენის კაბელი, წრიული შესასხურებელი, დასუფთავების ნაკრები და საზომი ჭიქა აადვილებს მის გამოყენებას.
უპირატესობები:
- მუშაობის მოხერხებულობა;
- მაღალი დონის შესრულება;
- მდიდარი ტექნიკა.
ნაკლოვანებები:
- ხმაურიანია
Ryobi პულილვიზატორი გამოიყენება ინტენსიური სამუშაოებისთვის, რომელსაც შეუძლია დიდი ზედაპირის უმოკლეს დროში და მაღალი ხარისხით დამუშავება.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ პულივიზატორის შექმნისა და გამოყენების ისტორიას.
პოპულარული მოდელები