პულივიზატორები - მისი შექმნისა და გამოყენების ისტორია
გარდა იმისა, რომ პულივიზატორი სახლის საქმიანობასა და სამუშაობებში საკმაოდ კარგად გამოყენებადი ნივთია, ამ ბლოგში მის უფრო ესთეტიკურად გამოყენებად მხარეზე იქნება საუბარი.
პულივიზატორი - ქუჩის ხელოვნება...
1890-იან წლებამდე პულივიზატორი, იმ ფორმით, რა ფორმითაც შემდეგ წლებში იყო, არ არსებობდა. ადამიანები უამრავ სხვა ხერხს მიმართავდნენ, რათა კონკრეტული ფერი, კონკრეტულ ადგილზე გადაეტანათ.
თუმცა ამ ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელ პროცესს, რომ თავი გავანებოთ, პულივიზატორის გამოყენება, სხვა ინტერესების მქონე ადამიანებმაც გადაწყვიტეს.
სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს - street art - ქუჩის ხელოვნება. რაც მოიცავდა გარე სივრცეში სხვადასხვა ტიპის ნახატებისa და წარწერების განთავსებას. კულტურის განვითარებისთვის ხელის შეშლა უამრავმა ადამიანმა სცადა.
ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ვანდალობა იყო და არა ხელოვნება. იყო მცირე სამოქალაქო გამოსვლებიც. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ზოგ ქვეყანაში ეს საქმიანობა არალეგალურია და შესაბამისი ჯარიმაც ეკისრება ქუჩის მხატვარს.
ეს კულტურა უმეტესწილად გეტოში არის გავრცელებული (გეტო არის სოციუმი და სივრცე სადაც შედარებით დაბალი ეკონომიკური ფენის ხალხი ცხოვრობს.) ქუჩის მხატვრობა ყველაზე დიდი დოზით ამერიკაში არის წარმოდგენილი.
ხშირად მას პროტესტის გამომხატველი იდეაც აკისრია. თუმცა ასევე არის ნამუშევრები, რომლებიც მხოლოდ რომელიმე კულტურის ესთეტიკას გამოსახავს...
შექმნის ისტორია
ჯოსეფ ბინქსი. ადამიანი, რომელიც მუშაობდა მაღაზაიში დეკორატორად. მან გამოიგონა ხელსაწყო, რომელსაც შეეძლო მისი მაღაზიის კედელზე დაეტოვებინა თეთრი ფერის საღებავი.
თუმცა, როგორც ყველა აღმოჩენამ, ასევე ამ აღმოჩენამაც განიცადა განვითარება. 1927 წელს, ნორვეგიელმა გამომგონებელმა ერიკ როტემმა გადაწყვიტა, რომ ეს ხელსაწყო უფრო კომფორტულად გამოყენებადი გაეხადა.
ედვარდ სეიმორი არის ადამიანი, რომელმაც 1949 წელს ეს ხელსაწყო უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მან ამ ხელსაწყოთი შექმნა პირველი ნახატი, რომელმაც უთხრა მსოფლიოს, რომ ეს მოწყობილობა იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე მათ წარმოედგინათ. მან დაარსა პულივიზატორების და სხვადასხვა ტიპის საღებავთა კომპანია Seymore of Sycamore და ეს კომპანია დღემდე არსებობს...
პირადი გამოცდილება
პირადად მე ვარ ადამიანი, რომელიც პულივიზატორის ხშირი მომხმარებელია. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ იარაღის გამოყენება უამრავი გზით შეგიძლიათ.
ადამიანებს, რომლებსაც რაიმე ჩანახატების გაკეთება გიყვართ საკუთარ ტანისამოსზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ პულივიზატორი, თუმცა სანამ ამას გააკეთებთ, აუცილებლად უყურეთ ვიდეოებს, სადაც მსგავს აქტივობებს ეწევიან. (Youtube მსგავსი ვიდეოების საყურებლად საუკეთესო ადგილია)
შეგიძლიათ ასევე სახლის დეკორაციულ გაფორმებაზე და განვითარებაზეც იზრუნოთ. (სახალისო პროცესი იქნება თქვენთვისაც) არამარტო სახლის დეკორაციაზე შეგიძლიათ ზრუნვა. ქალაქში უამრავი ადგილია, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ საშინლად გამოიყურება.
მსგავსი ტიპის ადგილების გამშვენიერება სწორედ პულივიზატორით შეგიძლიათ (იმედი მაქვს კარგი გემოვნებაც გექნებათ) მოკლედ საკმაოდ მარტივი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები.
პულივიზატორი არის იარაღი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ფერის მოცემა (სურვილის და მიხედვით) მსგავსი იარაღი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ.
დასკვნა - პულივიზატორის გამოყენება შეგიძლიათ ყველას ვისაც რაიმე საგანზე, კონკრეტული ფერის გადატანა გსურთ. ელექტრო პულივიზატორები კარგად გამოსაყენებელია, როგორც სარემონტო სამუშაოებში, ასევე სახელოვნებო სამუშაოებშიც...
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები