როგორ მოვუაროთ უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებს

თითოეულ ჭურჭლის ნაკრებს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, რათა მრავალი წლის განმავლობაში, ზედმეტი საფრთხის გარეშე შევძლოთ მისი  გამოყენება.  გამონაკლისი არც უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებია, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრებთ.

პირველი გამოყენებისას, გარეცხეთ ქვაბები და ტაფები  თბილი წყლით და საპნიანი ღრუბლით შემდეგ კი,  გააშრალეთ, რათა მარტივად შესძლოთ ეტიკეტების  ან სტიკერების მოცილება. მოსაცილებლად ნუ გამოიყენებთ დანას ან სხვა ლითონის ნაწარმს! წებოს ნარჩენების მოცილება შესაძლებელია ლიმონის წვენით ან ალკოჰოლით.

როგორ მოვუაროთ უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებს

  • აქვე გირჩევთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც უნდა გამოიყენოთ უჟანგავი ფოლადის სამზარეულო ჭურჭელთან:
  • გამოიყენეთ ტრადიციული ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და რბილი ღრუბლები;
  • არ მიაკაროთ ფხვნილები და აბრაზიული ნაერთები, ქლორი და ამიაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დაზიანდეს ტაფის შიდა ზედაპირი;
  •  გარეცხვის შემდეგ კარგად გაამშრალეთ ჭურჭელი. არ დატოვოთ ქვაბები ნესტიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფად დაკარგავს ბზინვარებას;
  • თუ მოულოდნელად საკვები მიიწვა, ჩაასხით ქვაბში თბილი წყალი და ჩაყარეთ მარილი. გააჩერეთ ეს მასა 1.5-2 საათი;
  • ლაქებისა და კირქვის მოცილება შეგიძლიათ ძმრით ან ლიმონმჟავით;
  • არ გარეცხოთ ტაფები და ქვავები ცივი წყლით. უმჯობესია გამოიყენოთ თბილი წყალი.

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრების გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ოღონდ ნუ შეეჩვევით ამ პროცედურას, რადგან ასეთი რეცხვის შედეგად,  წებოვანი საფარი შესაძლოა თანდათან გაფუჭდეს და დაიშალოს.

MoulinVilla

MoulinVilla ქვაბები შესაფერისია ყველა ღუმელისთვის. აქვს სქელი ზედაპირი ალუმინის საფარით, ამიტომ ისინი თანაბრად თბება და კარგად ინარჩუნებენ სითბოს.

როგორც გარე, ისე შიდა საფარი სარკესავით გაპრიალებულია, ხოლო ასეთ ქვაბებში შეგიძლიათ არა მხოლოდ საჭმლის მომზადება, არამედ მაცივარში შენახვაც. ყველა ჭურჭელი აღჭურვილია გამჭვირვალე სახურავებით, ორთქლის გასასვლელითა და მრგვალი სახელურით.

როგორ მოვუაროთ უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებს

დადებითი:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • ადვილად იწმინდება;
  • შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანაშიც გარეცხვა.

Katun

ეს არის რუსული ბრენდის ქვაბების ნაკრები, რომელთა ღირებულებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია. აქვთ სარკისებრი პრიალა შიდა ზედაპირი, ხოლო ჭურჭელი აღჭურვილია მინის სახურავით.

როგორ მოვუაროთ უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრებს

სახელურები და კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, მწარმოებლის გაცხადებით კი,  მათი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც უსაფრთხოა.

დადებითი:

  • მიმზიდველი დიზაინი;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • არაფერი იწვება ქვაბში;
  • შესაფერისია ყველა ტიპის გაზქურებისა და ქურებისთვის.

მინუსები:

  • სახელურები ძალიან თბება.

6 რჩევა თუ როგორ შევარჩიოთ მსგავსი ტიპის ქვებების ნაკრები, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის  ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
Regular price 180.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია