როგორ გამოვიყენოთ ელექტრო შალაშინი - უსაფრთხოების წესები
გიყვართ ხეზე მუშაობა და გსურთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეთ? მაშინ ეს ბლოგპოსტი ზუსტად თქვენთვისაა. დიდი ხნის განმავლობაში შალაშინი დურგალთა მთავარ იარაღს წარმოადგენდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ელექტრო შალაშინები, რომლებიც მუშაობენ იგივე პრინციპით, ოღონდ არსებითი სხვაობით - ელექტრონულ შალაშინებს ძრავი მართავს.
ჩვეულებრივი ელექტრო შალაშინები, როგორც წესი საშუალოდ ინჩის ზომისაა, რომელიც მუშაობს 5 ამპერიან ძრავზე, საშუალოდ 15 000 ბრუნი წუთში სიჩაქარით.
ის საუკეთესო ნივთია დურგალთათვის სხვადასხვა კონსტრუქციის აგებისა და სხვადასხვა ტიპის ხეზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის.
ელექტრო შალაშინის მოხმარება გარკვეულ შემზადებას საჭიროებს, რათა შრომის პროდუქტიულობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო შალაშინი საუკეთესო ხელსაწყოა დურგალთათვის, საჭიროა არა მხოლოდ წინასწარი შემზადება, არამედ მისი მოხმარებისათვის აუცილებელი უსაფრთხოების წესების დაცვაც, რაც მინიმუმამდე შეამცირებს სხვადასხვა სახის დაზიანებებს, რომელიც სამუშაო პროცესის დროს შეიძლება მიიღოთ.
გარდა ტექსტობრივი მასალისა ინტერნეტში უამრავი ვიდეოს ნახვაა შესაძლებელი, საიდანაც შეგვიძლია მრავალი სასარგებლო რჩევა მივიღოთ ელექტრო შალაშინის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მხრივ ქართული ინტერნეტ სივრცე ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის.
როგორ გამოვიყენოთ ელექტრო შალაშინი? (უმთავრესი რჩევები)
- იქამდე, სანამ უშუალოდ სამუშაოს შევუდგებოდეთ, პირველი ნაბიჯი სხეულის დაბალანსებაა, ამისთვის უმთავრესად საჭიროა სწორად დავდგეთ და ფეხები შეტყუპებულ მდგომარეობაში არ გვქონდეს, ამასთანავე აუციელებელია, რომ შერჩეული პოზიცია, საიდანაც უნდა ვიმუშაოთ იყოს მაქსიმალურად კომფორტული.
- სამუშაოს საბოლოო ეფექტის სრულყოფილება დამოკიდებულია იმ სიჩქარეზე, რომლითაც ელექტრო შალაშინს ვამუშავებთ, ასევე იმ ჭრის სიღრმეზე, რომლითაც გადავწყვეტთ მუშაობას.
- სამუშაოს დაწყებამდე დარწმუნდით, რომ დააყენეთ საჭირო პარამეტრები, რომელიც დამოკიდებული იქნება სასურველ შედეგსა და იმ ხის ტიპზე, რომელზე მუშაობაც გადაწყვიტეთ
- სამუშაოს დაწყებამდე ასევე აუცილებლად დარწმუნდით, რომ დანის პირები საკმარისად ბასრია, შეიძლება საჭირო იყოს გალესვა.
უსაფრთხოება
- პირველ რიგში აუცილებელია დამცავი სათვალის გაკეთება, რათა დაცულები ვიყოთ ხის ანასხლეტებისგან
- იმის გამო, რომ ზოგიერთი ხე საშიშ ქიმიკატებს შეიცავს, აუცილებელია მონახოთ კარგი ხარისხის მტვრისგან დამცავი ბადე, რადგან მუშაობისას თავი აარიდოთ მათ ჩასუნთქვას
- სანამ ინსტრუმენტისთვის დანის შეცვლას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ მას არ მიეწოდება ელექტროენერგია
- ეცადეთ მაქსიმალურად კარგად გადაუჭიროთ მექანიზმის დანის ჩამკეტი ხრახნები
- კარგად დაამაგრეთ და მაქსიმალურად მოსახერხებელ ადგილას დადექით იმ მასალასთან, რომელზეც მუშაობას აპირებთ
- ყოველთვის ორივე ხელი გამოიყენეთ, როდესაც ელექტრო შალაშინით გადაწყვეტთ მუშაობას
- იქამდე არ დადოთ ელექტრონული შალაშინი ძირს, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მისი დანის პირები ნამდვილად გამორთულია
- დამატებით საკითხავი ელექტრო შალაშინების შესახებ
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...