რობოტი მტვერსასრუტები

ტექნოლოგიების განვითარებამ ბევრი დადებითი ცვლილება მოიტანა და ამ მხრივ, გაამარტივა კიდეც ჩვენი ყოველდღიურობა. დიასახლების უმეტესობამ კარგად იცის, თუ რა შრომატევად პროცედურებთანაა დაკავშირებული სახლის საფუძვლიანი დალაგება. მტვერსასრუტების გამოგონებით, დალაგების პროცესი თანდათან შემსუბუქდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რობოტი მტვერსასრუტები შემოვიდა ელექტროტექნიკის ბაზარზე, არათუ შემსუბუქდა, არამედ  სახალისო პროცესადაც კი გადაიქცა სახლის სისუფთავეზე ზრუნვა. 

ეს პატარა მოწყობილობა, რომელიც გზააბნეული მგზავრივით გადაადგილდება სახლის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში, იდეალურად ასრულებს მის მთავარ დანიშნულებას. მომართვის შემდეგ, ის თავად წმენდს იატაკს და იღებს მტვერსა თუ მცირე ზომის ნამცეცებს იატაკიდან.
დღეს ამ ბლოგში წარმოგიდგენთ  მათ შესახებ გარკვეულ ინფორმაციას. 

რობოტი მტვერსასრუტები
მოდელი Irobot Roomba 614 იდეალურად ასუფთავებს ხალიჩებს და დიდ კონკურენციას უწევს სხვა ბრენდის მსგავს მოდელებს.

მუშაობის განმავლობაში, შეუძლია, რომ 3-4 ოთახი  ერთდროულად დაალაგოს. ამ მოდელის მსგავსია  Roomba 675 , რომელსაც დამატებით კომპონენტად wifi დაკავშირება აქვს და ნებისმიერი სმარტფონის დახმარებით,  დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა. 

მომხმარებელთა შეფასებების თანახმად, Roomba 675 ერთი-ერთი გამძლე მოდელია, რომლის ნაწილების შეცვლა, თუნდაც წლების შემდეგ, ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ Roomba-ს 600 სერიის მოდელები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სხვები, გამძლეობიდან გამომდინარე ნამდვილად ღირს მათი შეძენა.  

Eufy RoboVac 11S კიდევ ერთი რობოტი ვაკუუმი ანუ უსადენო მტვერსასრუტია, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს რთულად მისადგომ ადგილებში. გარდა ამისა, უმკლავდება ხალიჩებსაც და მისი დაბალი ხმის გამო, დიდ მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებში.  მართალია,  მუშაობის დროს დისკომფორტს არ წარმოქმნის, მაგრამ Eufy არც იმდენად გამძლეა, როგორც Roomba. 

რობოტი მტვერსასრუტები

არის კიდევ ერთი რობოტის ვაკუუმი  Roborock S4 , რომელსაც შეუძლია სწრაფად და ეფექტურად დაასუფთაოს ფართო სივრცეები. გააჩნია სმარტფონით  მართვის შესაძლებლობა. ამდენად, ისევე მოსახერხებელია, როგორც ზემოთ აღწერილი მოდელები.

ის, ვისაც ცხოველები ჰყავს სახლში და მათ ბეწვებს ხშირად ხედავს მიმოფანტულს, ასეთ დროს კარგ დახმარებას irobot Roomba  960  გაუწევს, რომლის სისტმა თანმიმდევრულად უმკლავდება ხალიჩებსა თუ იატაკზე მიმოფანტულ ბეწვებს. დღეის მონაცემებით, ამ ტიპის მტვერსასრუტების ფასი 250-400 აშშ დოლარამდე მერყეობს და  მომხმარებელთა  რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდით Midea M7 PRO
რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდით Midea M7 PRO
Regular price 1,799.00 ლარი 1,049 ლარი / თვეში 57 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
რობოტი მტვერსასრუტი Midea S8+
რობოტი მტვერსასრუტი Midea S8+
Regular price 1,799.00 ლარი 1,599 ლარი / თვეში 86 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდით BEKO VRR 60314 VW
რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდით BEKO VRR 60314 VW
Regular price 699.00 ლარი 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდით Xiaomi S20+
რობოტი მტვერსასრუტი სველი წმენდით Xiaomi S20+
Regular price 1,049.00 ლარი 729 ლარი / თვეში 40 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი