რჩევები გასაბერი აუზების ყიდვისას და მოხმარებისას

გლობალური დათბობის ფონზე, ზაფხულის ცხელსა და გრძელ დღეებს კომფორტი ყველა ადამიანისთვის როდი მოაქვს.

დავის საგანს აღარ წარმოადგენს ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში , მზის სხივები განსაკუთრებულად მცხუნვარე გახდა. ამიტომ, თუკი მეცნიერებს დავუჯერებთ, მომავალშიც საკმაოდ ცხელი ზაფხული გველოდება.

რჩევები გასაბერი აუზების ყიდვისას და მოხმარებისას

მაგრამ, ზაფხულისგან განსხვავებით, ცხელი დღეების სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას სწორედ isurve.ge გაძლევთ.

როგორ?

გამოგვყევით ბლოგის აღწერაში და ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი საგაზაფხულო განწყობის შექმნას. თან ისე, რომ გლობალური დათბობის ფონზე, გარეთ ბევრი სიარული არ დაგჭირდეთ.

გიფიქრიათ რა ახარებთ ბავშვებს ზაფხულის ცხელ დღეებში?
ცივი ნაყინი? ცივი წვენი? წუწაობა ? - კი, კი, ნამდვილად!
მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს მათთვის ბედნიერების სხვანაირი აღქმაც: წყლით სავსე დიიიდი ბედნიერება სახელად - გასაბერი აუზი.

ყველას, ვისაც კერძო სახლი აქვს დიდი ეზოთი, ალბათ, ერთხელ მაინც უოცნებია საცურაო აუზზე. თუმცა, რადგან ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ყველაზე კარგი ალტერნატივა სწორედ გასაბერი აუზებია, რის ფართო არჩევანსაც ჩვენ საიტზეც ნახავთ.

გაყიდვებზე დაკვირვებით, ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გასაბერ აუზებს. ამიტომ, ვისაც სახლში ბავშვები გყავთ, ან თავად გსურთ ცხელი დღეების გრილად გადატარება, აუზებზე არჩევანის საშუალებას ჩვენ გაძლევთ .

ახლა კი გავეცნოთ რას გვთავაზობს ბაზარი ამ კუთხით:

გასაბერი აუზების უმეტესობას, დამატებითი აღჭურვილობა მოყვება, რათა მისი მოხმარება მეტად კომფორტული გახდეს. მაგალითად, წყლის ფილტრი, ტუმბო, კიბე, საწოლი და ა. შ.
აუზის გაბერვა დიდ დროს არ მოითხოვს, მაგრამ წყლით შევსება - კი.

აუზების ძირითადი ტევადობა 450 ლიტრიდან 7,5 ტონამდეა, ხოლო მისი ძირითადი მახასიათებლები შემდეგნაირია:

  1. გაითვალისწინეთ გარშემოწერილობა და ტევადობა, რათა ზუსტად მოერგოს თქვენთვის სასურველ ადგილს;
  2. კომპლექსში დამატებითი აღჭურვილობის არსებობა;
  3. აწყობის DVD ინსტრუქცია.

გახსოვდეთ, აუზის გამძლეობა ყოველთვის დამოკიდებულია მწარმოებელ კომპანიაზე და იმაზე, თუ რამდენად ინტენსიურად მოიხმართ მას.
სასურველია აღჭურვილი იყოს სამმაგი პოლივინქლორიდით ან მყარი ვინილით.

აუზში წყლის სისუფთავის შესანარჩუნებლად, საჭიროა დროულად და მუდმივად სპეციალური საწმენდი ხსნარების დამატება, ხოლო შემდეგ ფილტრის ჩართვა.

გასაბერი აუზები ძირითადად გათვალისწინებულია ბავშვებისთვის, მაგრამ როდესაც თქვენ გარუჯვას გადაწყვეტთ, ნუ დაგავიწყდებათ მათთვის საჰაერო ლეიბების დატოვება.

საიმედოობის გარდა, ლეიბები წყალზე რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.

და ბოლოს, რჩევის სახით გახსოვდეთ, რომ აუზის დამონტაჟებისას მნიშვნელოვანია ზედაპირი გასუფთავებული იყოს ქვების ან ხეებისაგან, რათა არ მოხდეს მისი დაზიანება. თუმცა, isurve.ge-ზე წარმოდგენილი ბრენდი Bestway მსოფლიოში ცნობილია როგორც აუზებისა და პლასტიკური პროდუქტების წამყვან მოთამაშედ. ამდენად, ჩვენი პროდუქციაც გულისხმობს მაღალ ხარისხს.

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგპოსტებს როგორ შევარჩიოთ გასაბერი აუზები და სად იყიდება აუზები ყველაზე იაფად?